სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კურკუმა – კურკუმას ფესურა
კურკუმას ფესურას ფხვნილი
შეკვეთის მიხედვით
1 – 21.00 ლარი
2 – 39.00 ლარი
ინდოეთი

კურკუმას ფესურას ფხვნილის დაფასოვება ხდება საქართველოში მოთავსებულია პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ პარკში.

კურკუმას აღწერა

კურკუმას ასევე აქვს სხვადასხვა სახელები მაგალითად: ყვითელი იმბირი ( ყვითელი კოჭა ), ყვითელი ფესვი, ინდური შაფრანი, curcuma longa, curcuma domestica, amomum curcuma (ლათინური), tumeric(ინგლისური), haldi, haridra (ინდური)

კურკუმა - განეკუთვნება ბალახისებრთა სახეობის მცენარეთა რიგს. ის იზრდება 1 მეტრზე დაბალი სიმაღლის, არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება იმბირისებრთა (კოჭას) ოჯახს.

კურკუმა იზრდება აზიის ტროპიკულ რეგიონებში, მოსწონს ცხელი და ტენიანი კლიმატი და მსუბუქი ნიადაგი. გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში და ასევე სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში.

კურკუმას ძირითადი მწარმოებელი ქვეყანა არის ინდოეთი. ის შედის ინდოეთის ყველაზე მოხმარებადი სუნელების ხუთეულში. ინდოეთში გარდა სუნელისა მას ასევე იყენებენ როგორც სამკურნალო მცენარეს. ამას განაპირობებს მისი მდიდარი და უნიკალური შემადგენლობა. ინდოელები კურკუმას უკვე რამდენიმე ათასი წელია რაც იყენებენ თავის რაციონსა და აფთიაქში.

მცენარე კურკუმას აქვს ნარინჯისფერი ფესვები, სწორედ მის ფესვებს რეცხავენ, შემდეხ მათ ხარშავენ და ახმობენ. მერე გამხმარ ფესვებს წვრილად აქუცმაცებენ ან ფქვავენ. კურკუმასი და მისი გამხმარი ფესვების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ სურათზე.

კურკუმას ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი კურკუმა შეიცავს 354 კილოკალორიას.

ვიტამინები: B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K

მინერალები: ცინკი, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი

ასევე შეიცავს: ეთერზეთებს, ბუნებრივ საღებავს და კურკუმინს.

აქედან უნდა გამოვყოთ კურკუმინი (იხსნება ცხიმებში და სპირტში, არ იხსნება წყალში). ამ ნივთიერების გამო მას აქვს უნიკალური თვისებები. პირველი რაც უნდა აღინიშნოს კურკუმინი არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ის ცნობილი ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ღვიძლზე, სისხლზე და ნაწლავურ ფლორაზე, პირიქით ის ასუფთავებს ღვიძლს, სისხლს და ინარჩუნებს ნაწლავურ ფლორას. შესაბამისად მას აქვს ანტი ანთებითი მოქმედება. აგრეთვე ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი რითაც ის იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური წარმონაქმნებისგან, და ეხმარება ორგანიზმს კიბოსთან ბრძოლაში. ის ასევე არის ანტიბაქტერიული საშუალება.

კურკუმას ფარმაკოლოგიური თვისებები

ორგანიზმი:


  1. აძლიერებს იმუნიტეტს.
  2. წარმოადგენს მატონიზირებელ საშუალებას.
  3. ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციაში.
  4. ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში რადგან ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.

სისხლი:


  1. კარგად ასუფთავებს სისხლს.
  2. ხელს უშლის ტრომბების წარმოქმნას.
  3. ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას.
  4. ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
  5. სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას.
  6. ასტიმულირებს ელითროციტების წარმოქმნას სისხლში.
  7. კურკუმა მდიდარია რკინით ამიტომ ის შეუცვლელია ანემიის დროს.
  8. კურკუმა ანორმალიზებს სისხლის შემადგენლობას და მის ცირკულაციას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:


  1. ხელს უშლის კვანძების წარმოქმნას თავის ტვინის სისხლძარღვებში ალცჰეიმერის დაავადების დროს.
  2. სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან.
  3. ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა გულის მუშაობისთვის.

დიაბეტი:


  1. სისხლში ამცირებს შაქრის რაოდენობას.
  2. ეხმარება ორგანიზმს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი:


  1. დაბლა წევს კუჭის სიმჟავეს.
  2. უმატებს მადას.
  3. კურნავს მეტეორიზმის დროს.
  4. ამცირებს ტკბილი და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას.
  5. ორგანიზმს ეხმარება ცილების შეთვისებაში.
  6. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
  7. კარგად მოქმედებს ყაზბობის დროს.
  8. კლავს ნაწლავის პარაზიტებს.
  9. ნაწლავებს ასუფთავებს ხრწნადი ნარჩენებისგან.
  10. ასუფთავებს ზედმეტი ლორწოსგან.
  11. ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს.
  12. დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკრო ფლორაზე.

დეტოქსიკაცია და გაწმენდა:


  1. ორგანიზმიდან გამოყავს ქიმიკატები.
  2. ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოყვანაში.

ღვიძლი:


  1. ჰეპატიტი.
  2. ალკოჰოლით გამოწვეული ცეროზი.
  3. იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან.
  4. ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში.
  5. აქვს ნაღვლმდენი და ნაღველწარმომქნი ზემოქმედება.
  6. ღვიძლიდან გამოყავს ტოქსიკური ნივთიერებები.
  7. ქოლეცესტიტი.

კანი:


  1. მწერების ნაკბენი.
  2. ეგზემა.
  3. კანის დაავადებები.
  4. დამწვრობა.
  5. კანის დალურჯებები, ტრამვით გამოწვეული დასიება.
  6. ანტისეპტიკური, შეხორცების უნარი.
  7. აჩერებს სისხლდენას.

ანთება:


  1. ძლიერი ანტისეპტიკი.
  2. თვალების ანთება.
  3. ართრიტი.
  4. ღრძილების ანთება.

ტკივილები:


  1. თავის ტკივილი.
  2. ყელის ტკივილი.
  3. ართრიტით და ართროზით გამოწვეულ ტკივილი.
  4. სიცხის დამწევი საშუალება.
  5. ამცირებს ხველებას.
  6. კარგად მოქმედებს რესპირატორული დაავადებების დროს.

კოსმეტოლოგია:


  1. კურკუმა არის შესანიშნავი საშუალება ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.

კურკუმას გაოყენების რეპტები


კურკუმა გამოიყენება როგორც ანტიბიოტოკი.

ის არამარტო არ შლის ღვიძლს, პირიქით ის მოქმედებს როგორც ძლიერი ჰეპატოპროტექტორი. ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა (200 გრ) თბილ წყალში და დაილიოს დღეში 1 - 5 ჯერ.


ყელის ტკივილი.

ყელის სავლების მოზადება. აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ანადუღარი თბილი წყალი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ყელსავლები მზად არის. ის მოგიხსნით ტკივილს და ჩააცხრობს ანთებას.


დალურჯებები, დაჟეჟილობები, ტრავმები და შესიებები.

კანზე წასასმელი საცხის მომზადება. აიღეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ჩაის კოვზის წვერით მარილი. დაასხით ანადუღარი თბილი წყალი, იმ რაოდენობით რომ მიიღოთ სქელი პასტა. მიღებული პასტა წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე. ტკივილი და შესიება სწრაფად გაგივლით.


ანემია.

აიღეთ ჩაის კოვზის მეოთხედი კურკუმა და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, გადაურიეთ ერთმანეთში. ყოველ დილით მიიღეთ ერთი ასეთი ულუფა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურკუმა მდიდარია რკინით და ის ორგანიზმს რკინით უზრუნველყოფს.


შაქრიანი დიაბეტი.

მესამედი ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი უნდა მივიღოთ პირდაპირ მშრალი სახით და მივაყოლოთ მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი. ის უნდა მივიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში სამჯერ.


ღრძილების დაავადებები.

ანადურარ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი კურკუმა. ეს ხსნარი გამოივლეთ ერთი კვირის განმავლობაში. დაგეხმარებათ ჩააქროს ანთება და შეაჩეროს სისხლდენა.


მოწამვლა.

კურკუმას ურევენ საჭმელში სრულ გამოჯანმრთელებამდე. სანამ არ გამოვა ყველა ტოქსინი ორგანიზმიდან.


გაციება, გრიპი ხველა.

30 გრამ თბილ რძეში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი. დალიეთ დღეში 3 ჯერ. სურდოს დროს კარგია შეისუნთქოთ კურკუბას ბოლი.


მყესების დაჭიმვა.

აიღეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმა, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი მარილი. დაასხით ანადუღარი თბილი წყალი იმ რაოდენობის, რომ გამოვიდეს სქელი მასა როგორც საცხი პასტა. დაიდეთ მტკივან ადგილზე. მალევე გაგივლით ტკივილი და შესიებაც ჩაგიცხრებათ.


ასთმა.

ნახევარ ჭიქა ცხელ რძეში აურიეთ ნახევარი კოვზი კურკუმას ფხვნილი და მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


დამწვრობა.

1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი და 1 სუფრის კოვზი კურკუმის ფხვნილი აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ გამოვიდეს სქელი ფაფა და წაისვით დამწვარ ადგილზე. ასეთი ფაფა დამწვარ ადგილს უკეთებს დეზინფექციას, ხსნის ტკივილს და შესიებას.


ჭრილობა და დაჩირქება.

შეურიეთ ერთი ერთზე ნატურალური ერბო და კურკუმას ფხვნილი და წაისვით მტკივან ადგილზე.


ართრიტი.

ნებისმიერ საჭმელში შეურიეთ კურკუმა. სიმპტომების გაქრობამდე.


ორგანიზმის გაწმენდა.

ძალიან სასარგებლოა დაძინებამდე 2 საათით ადრე დლიოთ 1 ჭიქა თბილი რძე. რძეში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და ჩაის კოვზის წვერი კურკუმის ფხვნილი.

კურკუმას გმოყენება კოსმეტოლოგიაში

რადგან კურკუმა შეიცავს მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს მას გამოიყენებენ კოსმეტოლოგიაში ნიღბების სახით. კურკუმა აუმჯობესებს სახის კანის ფერს, ხსნის ანთებებს, ამცირებს მცირე ზომის ნაოჭებს. კურკუმას ნიღბის გამოყენება სახის კანში აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას.


ნიღბის დამზადება.

1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი აურიოთ 1 ჩაის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის კოვზ ნაღებში. კარგად აურიეთ ეს 3 ინგრედიენტი ერთმანეთში და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის გაკეთება უმჯობესია ღამე. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ დღეგამოშვებით. ამ ნიღბის გამოყენებით კანი გაგიხდებათ აბრეშუმივით ნაზი და გადატკეცილი. სახის ფერი კი ჯანმრთელი ვარდისფერი.


ნიღაბი მშრალი კანისთვის.

შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩაის კოვზი კურკუმა და 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. გაიჩერეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოყენებამდე შეამოწმეთ ხომ არ გაქვთ რომელიმე კომპონენტზე ალერგია.

გაფრთხილება

არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს არ მიიღოთ დიდი რაოდენობით.
არ უნდა მიიღოთ ძილის წინ რადგან ააქტიურებს და აღაგზნებს ნერვულ სისტემას.
არ არის რეკომენდებული მათთვის ვინც ალერგიით არის დაავადებული.
ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების დროს არ მიიღოთ.
ორსულობის დროს არ უნდა მიიღოთ დიდი დოზებით.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.