სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ჟოჟობას კოსმეტიკური ზეთი
ჟოჟობას კოსმეტიკური ზეთი
ბოთლში არის 100 მილილიტრი
1 – 59.00 ლარი
2 – 109.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ჟოჟობას კოსმეტიკური ზეთი

ჟოჟობას კოსმეტიკური ზეთი ფლობს ძლიერ დამატენიანებელ თვისებას, რომელიც უნარჩუნებს კანის უჯრედებს სინოტივესა და ახლებურ, ელასტიურ შეხედულებას ყველაზე მშრალ და ცხელ გარემოშიც კი. ჟოჟობას ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ბუნებრივ ანტიოქსიდანტს - ვიტამინ E-ს, რითაც ანელებს კანის დაბერების პროცესს და კვებას კანს სასარგებლო ცხიმმჟავებით. ჟოჟობას ზეთს შეუძლია მწყობრში მოიყვანოს ყველაზე გამომშრალი და უხეში კანი. ახასიათებს მზის დამცავი თვისება. ჟოჟობას ზეთი აძლიერებს თმას, ხელს უშლის თმის ცვენას და სძენს ბზინვარებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთის გამოყენება დაზიანებული და გაყოფილი ბოლოების და ხშირი ღებვის დროს.

ჟოჟობას ზეთით გაკეთებული მასაჟი თქვენ კანს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს, გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ელფერს. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად. აგრეთვე გამოიყენება სხეულის მოცულობის შესამცირებლად. ზეთი ასევე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან (ცხელი ზეთის სხეულზე დატანით). ნუშის ზეთი გამოიყენება როგორც ძირითადი წამყვანი ზეთი არომათერაპიის დროს 2-5 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთის დამატებით.

ზეთის კოსმეტიკური თვისებები

  1. ატენიანებს კანს და უნარჩუნებს კანის უჯრედებს სინოტივეს.
  2. E ვიტამინის წყალობით ანელებს კანის დაბერების პროცესს.
  3. კვებას კანს სასარგებლო ცხიმმჟავებით.
  4. იცავს კანს მზის სხივებისგან.
  5. აძლიერებს თმას და ხელს უშლის თმის ცვენას.
  6. წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
  7. აშორებს ცელულიტებს.
  8. კანს სძენს სირბილეს და ელასტიურობას.

გამოყენების წესები.

მასაჟი:
გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი სახით ისე ეთერზეთებთან ერთად. ანტიცელულიტური მასაჟის დროს დაუმატეთ 4-6 წვეთი გრეიფრუტის ან ფორთოხლის ეთერზეთი 20 მლ ჟოჟობას ზეთში.

ცხელი ზეთოვანი ნიღაბი:
ცხელი წყლით გაჟღენთილ ქსოვილზე ან (სალფეტკზე) დაიტანეთ 7-10 წვეთი ჟოჟობას ზეთი, დაიდეთ სახეზე და კისერზე 20-30 წუთით და დაიფარეთ პირსახოცი. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია თვეში 1-2 ჯერ.

მზისგან დაცვა:
გარეთ გასვლამდე, რამდენიმე წვეთი ჟოჟობას ზეთი დაიწვეთეთ სახეზე და შეიზილეთ მსუბუქი მასაჟური მოძრაობით.

თმის მოვლა:
დაიტანეთ ჟოჟობას ზეთი სუფთა თმაზე და დაივარცხნეთ თმა 2-3-ჯერ დღეში.

თმის ნიღაბი:
მასაჟური მოძრაობით დაიტანეთ ჟოჟობას ზეთი თმასა და თმის ძირებზე, დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში და დილით ჩამოიბანეთ თმა.

ცხელი ზეთის სხეულზე დატანა:
50 მლ ჟოჟობას ზეთში აურიეთ 3-4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი (ფორთოხალი, ლიმონი, ლავანდა, ვარდი, და ა.შ.) მიღებული ნარევი შეათბეთ დახურულ ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე 38-40 ° C მდე და დაიტანეთ კანზე. ამის შემდეგ დამუშავებული ადგილები შეიხვიეთ ცელოფნით. სითბოს შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ტანსაცმელი ან საბანი. პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის მისაღები მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზული ვენები ან გულსისხლძარღვთა პრობლემები.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.