სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ნივრის ექსტრაქტი
ნივრის ექსტრაქტი
200 კაფსულა / 1 კაფსულა არის 1200 მილიგრამი
60 – 19.00 ლარი
120 – 35.00 ლარი
1 – 59.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

60 ან 90 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ნიორის აღწერა

ნიორი არის მრავალწლიანი მცენარე. რომელიც მიეკუთვნება ხახვისებრთა ოჯახს. ნივრის თავი შედგება 1 – 30 კბილისგან. ყვავილობს ივლისსა და აგვისტოში. მცენარის სიმაღლე აღწევს 30 – 60 სმ. ყვავილების ფერი არის მომწვანო თეთრი ფერის. ყვავილის ფორმა წააგავს ქოლგას, რადგან ბევრი წვრილი ყვავილი ჯგუფებად არის გაერთიანებული. თავად ნივრის თავი არის თეთრი ან მოვარდისფრო.

მის სამშობლოდ ითვლება მცირე აზია. ის საკმაოდ გავრცელებული და პოპოლარული ბოსტნეულია. მრავალ კულტურაში მას იყენებენ კულინარიაში, მისი მწარე გემოსა და სპეციფიკური სუნის გამო. ნივრის ღერო სანამ ნორჩია გამოიყენება საკვებად. როგორც ხახვის ღერო.

ადამიანი ნიორს თავის რაციონში იყენებს უკვე 4000 წელზე მეტია. მისი დადებითი და სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრ ადრეულ ხელნაწერებში ვკითხულობთ. პითაგორა ნიორს მწვანილების მეფეს უწოდებდა. ხოლო საბერძნეთსა და რომში ნიორი ითვლებოდა ძირითად სამკურნალო მცენარედ.

ნივრის ექსტრაქტის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი ნიორი შეიცავს 149 კილოკალორიას

ვიტამინები:

С, B, D, P

მიკრო და მაკრო ელემენტები

ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, ცინკი და ა. შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიორი შეიცავს გოგირდს, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გოგირდის შემცველ ნივთიერებებს, ანუ სულფიდებს, აქვთ გასაკვირი თვისებები. მეცნიერების მტკიცებით ნიორი შეიცავს 100 – ზე მეტ გოგირდის კომპონენტებს.

ნივრის ექსტრაქტის ფარმაკოლოგიური თვისებები

გოგირდის შემცველობის წყალობით ის ებრძვის სტაფილოკოკებს, დეზინტერიისა და ტიფის გამომწვევ ბაქტერიებს. ასევე ებრძვის პათოგენურ სოკოებს. ნივრის სულფიდები, შხამის თავისუფალ მოლეკულებს აწებებენ, ანუ უმოქმედო მდგომარეობაში აქცევენ, სანამ ისინი დაიწყებენ მოქმედებას. ნიორი იმდენად ძლიერია, რომ შხამის მოლეკულები უმოქმედო მდგომარეობაში იმდენხანს იმყოფებიან სანამ ორგანიზმი გარეთ არ გამოდევნის მათ.

მისი კიდევ ერთი ძლიერად გამოხატული თვისება არის ანთებების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე არსებობს გამოკვლევები რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის ეფექტური საშუალებაა სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამერიკის სიმსივნის ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ნიორი და ხახვი არამხოლოდ გაცივების დროს არის უებარი საშუალება, არამედ კიბოს პროფილაქტიკისა და მისი განვითარების შეფერხების უებარი საშუალებაა. მაგალითად კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებში ხელს უშლის პროსტატის კიბოს წარმოქმნას და განვითარებას. 2 წლიან კვლევებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ 238 პაციენტს რომლებიც პროსტატის სიმსივნით იყვნენ დაავადებულნი, ნივრის ყოველდღიური მიღებით მათ 50% შეუჩერდათ სიმსივნის ზრდა.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ ნივრის მთავარი ფუნქცია არის სისხლისა და სისხლძარღვების გასუფთავება. სისხლძარღვებისთვის ელასტიურობის დაბრუნება. რაც ეხმარება წნევის რეგულაციაში. მისი მიღება აახალგაზრდავებს გულს და მთლიანობაში ორგანიზმს. ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის არის უებარი საშუალება, რადგან ნიორი ებრძვის და კურნავს მის გამომწვევ მიზეზს.

    მოქმედება ორგანიზმზე

  1. აძლიერებს იმუნიტეტს.
  2. წარმოადგენს მატონიზირებელ საშუალებას.
  3. ასევე ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციაში.
  4. სისხლში ამცირებს გლუკოზის რაოდენობას.
  5. ნორმაში მოჰყავს ქოლესტერინის დონე სისხლში.
  6. ებრძვის თრომბების წარმოქმნას სისხლში.
  7. წმენდს ყელს და ფილტვებს.
  8. სისხლძარღვებს უბრუნებს ელასტიურიბას.
  9. აჯანსარებს გულს.
  10. ეხმარება ორგანიზმს შლაკების გამოყვანაში.
  11. მამაკაცებში ამაღლებს სექსუალუ პოტენციას.
  12. აფართოვებს სისხლძარღვებს.
  13. დაავადებები

  14. ასთმა.
  15. სახსრების დაავადებები.
  16. გულმავიწყობა.
  17. სახის ნაწილობრივი პარალიჩი.
  18. ნერვული დაავადებები.
  19. იშიაზი.
  20. პოდაგრა.
  21. გაზების დაგროვება.
  22. არტერიული წნევა.

ნივრის ექსტრაქტი / მიღება

მკურნალობის მიზნით - 1 დან 4 კაფსულამდე დღეში - სასურველია ჭამის დროს.
პროფილაქტიკის მიზნით - 1 კაფსულა 2 - ჯერ დღეში სასურველია ჭამის დროს.

უკუჩვენება

თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ასევე თუ იღებთ რაიმე მედიკამენტებს ამ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს უკუჩვენება თუ მიიღებთ გადაჭარბებულ დოზას.
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს არ მიიღოთ.
გართულებული კოლიტის დროს არ მიიღოთ.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.