სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
სელის თესლი
სელის თესლი
შეკვეთის მიხედვით
1 – 20.00 ლარი
2 – 38.00 ლარი
რუსეთი

სელის თესლი დაფასოებულია საქართველოში. ამიტომ პოლიეთილენის პარკზე არ იქნება წარწერები და პროდუქტის აღწერილობა, ის მოთავსებული იქნება პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ პარკში.

სელის აღწერა

სელი თესლი არსებობს როგორც ერთწლიანი ასევე მრავალწლიანი ჯიშებიც. სელის დაახლოებით 100 – ზე მეტი სახეობა არსებობს. მაგრამ სელი რომელსაც იყენებენ სამკურნალოდ და ცხოველების საკვებად არის ერთწლიანი მცვენარე. სელს თავდაპირველად იყენებდნენ, ანუ მის ღეროს, ძაფის ან თოკის დასაწნავად. მისი ღეროს სიმაღლე მერყეობს 30 – 60 სანტიმეტრამდე. მისი სამშობლოს დადგენა არც თუ ისე ადვილია, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო შესაძლოა იყოს სამხრეთი შუაზღვისპირეთი. მას ასევე იყენებენ საქონლის საკვებად.

სელის თესლის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი სელის თესლი შეიცავს 534 კკალ

საკვები ნივთიერებები:

ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მცენარეული ბოჭკო, ავლი, წყალი, მონო და დისაქარიდები, გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები.

ვიტამინები:

A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, PP, K, ხოლინი, PB, Ca, Mg

მიკრო ელემენტები

რკინა, ცინკი, სპილენძი, მარგანეცი, სელენი.

მაკრო ელემენტები

კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი.

ასევე სელის თესლი შეიცავს ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9 და ანტიოქსიდანტებს. ასევე სელის თესლში არის სისმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერება lignans. როგორც ომეგა 3 სამი ასევე lignans ითვლებიან სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებები. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ნივთიერება სელენი, ის ხელს უშლის სიმსივნის წარმოშობას ორგანიზმში.

სელის თესლის დადებითი თვისებები

ნაწლავები.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრის შემდეგ, სელის თესლი იწყებს გაჯირჯვებას ანუ გაფართოვებას. რის შედეგადაც ის აწვება ნაწლავის კედლებზე არსებულ ნარჩენებს როგორიც არის, ფეკალური ქვები, ხრწნის შედეგად დარჩენილი ტოქსიკური ნარჩენები და შლაკები. ის მათ აწვება და მექანიკური ზემომოქმედების შედეგად გამოდევნის გარეთ. ამიტომ კატეგორიულად იკრძალება მისი გამოყენება კუჭში გაუვალობის შემთხვევაში.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.
ნაწლავების გასუფთავების შედეგად მათი კედლები ხდება უფრო ელასტიური და მოძრავი, რის შედეგადაც ისი უკეთესად ატარებენ საკვებს. გარად ამისა სელის თესლი გამოყოფს სპეციალურ ლორწოს რომლითაც ფარავს კუჭისა და ნაწლავების ზედაპირს. ეს ლორწო იცავს მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს უარყოფითი ზემოქმედებისგან, ხსნის ანთებებს, ასევე ეხმარება წყლულების და ეროზიების შეხორცებაში. ამიტომ თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება რომლის გამოც ყოველდღიურად მოიხმართ წამალს, სანამ დაიწყებთ სელის თესლის მიღებას გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია რადგან შეიძლება იმ ლორწოს გამო რომელსაც გამოყოფს სელის თესლი შემცირდეს მისი შეწოვა ნაწლავებიდან.

საფაღარათო საშუალება.
სელის თესლი დიდი ხანია ცნობილია თავისი საფაღარათო მოქმედებით. თუმცა ბევრი ცნობილი და ეფექტური სააფთიაქო სუშუალებებისგან განსხვავებით მისი მოქმედება არის რბილი და თანაც არ აზიანებს ნაწლავებს და მის მიკროფლორას.

აქვეითებს მადას.
სელის თესლი მდიდარია ბოჭკოთი. რომელიც როგორც კი ხვდება კუჭში ჯირჯვდება ანუ ფართოვდება და ავსებს მის სიცარიელეს. ეს კი იწვევს დანაყრების შეგრძნებას. შედეგად ეს ეხმარება ადამიანს აღარ მიიღოს ზედმეტი საჭმელი. გარდა ამისა ის მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ესეც ეხმარება ბოჭკოს გამოიწვიოს დანაყრების შეგრძნებას.


  1. აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
  2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
  3. წარმოადგენს ძლიერ პროფილაქტიკურ საშუალებას გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის.
  4. ხანგრძლივი გამოყენების შედეგად რეგულირდება მაღალი წნევა.
  5. მცირდება თრომბების და ინფარქტის განვითარების რისკი.
  6. მისი ხანგრძლივი გამოყენება აღადგენს კუჭ–ნაწლავის მიშაობას.
  7. ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში.
  8. ასევე ეხმარება ორგანიზმს განთავისუფლდეს მძიმე მეტალებისგან.
  9. სელის თესლი არის საუკეთესო საშუალება სისმსივნის და სისმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ.

სელის თესლი გამოყენების რეცეპტები

დიდი განსხვავება არ არის მკურნალობის მიზნით იყენებთ სელის თესლს თუ გახდომის მიზნით. მთავარია ზუსტად დაიცვათ დოზები და მიღების ხანგრძლიბვობა.

მაქსიმალური რაოდენობა რომელსაც გვირჩევენ სპეციალისტები არის 50 გრამი ანუ 4 სუფრის კოვზი სელის თესლი. თუმცა ყველას არ შეუძლია ამ დოზირებით მისი მიღება. რადგან ასეთმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები. ამიტომ გამოცდილი დიეტოლოგები და ექიმები გვირჩევენ 24 საათის განმავლობაში მივიღოთ 1 სუფრის კოვზი სელის თესლი.

მართალია თესლის მიღება მარცვლების სახით სასრგებლოა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სელის დაფქვილი თესლები (ფქვილი) გაცილებით სასარგებლოა ვიდრე პირდაპირი მათი მიღება. რადგან დაფქვილი მარცვლები უფრო კარგად შეიწოვება ნაწლავებიდან.

არ დაგავიწყდეთ!!! მისი მიღების დროს უნდა გაზარდოთ სითხის მიღების რაოდენობა 2 ლიტრამდე დღეღამეში. ეს არის წარმატების და ჯანმრთელობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობა.

რასთან ერთად მივირთვათ სელის თესლი?
მისი ჭამა შეიძლება ფაფებთან ერთად. ასევე შეიძლება მისი მარცვლების ჩაყრა მაწონში, შეგიძლიათ გაურიოთ ცომში და ისე გამოაცხოთ რამე. გაურიეთ თაფლში, მურაბაში და ა. შ. მთავარია გახსოვდეთ მისი გამოყენების პრინციპი, ვადები და დოზები, ასევე ის, რომ სელის თესლი არის ბუნებრივი საკვები და მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით.

კურსის ხანგრძლივობა:
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი დიეტოლოგის ან ექიმის რეცეპტით აპირებთ მის გამოყენებას საკვებად.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ საკვებად დღეში 1 სუფრის კოვზზე მეტი. რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს სელისს ზეთს და შეიძლება ღვილის არეში აღინიშნოს უსიამოვნო შეგრძნება.
ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი, ამ შემთხვევაში დაიწყეთ მცირე დოზებით და 10 დღიანი ინტერვალებით გაზარდეთ დოზა.
ქვების არსებობის შემთხვევაში, შარდის ბუშტში, ნაღვლის ბუშტში, ხოლეცისტიტის და პანკრიატიტის შემთხვევაში ფრთხილად უნდა გამოიყენოთ სელის თესლი, რადგან ის ძლიერი ნათღველ–მდენი საშუალებაა.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაცვიის პერიოდში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.
კატეგორიულად იკრძალება მისი გამოყენება კუჭში გაუვალობის შემთხვევაში.
ასევე არ დაიწყოთ მისი მიღება ხოლეცისტიტის შემთხვევაში.
არ მიიღოთ ნაწლავების დიარეის შემთხვევაში.
ენდომეტრიტის დროს (საშვილოსნოს დაავადება) არ მიიღოთ.
დივერტიკულიტის დროს არ მიიღოთ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს არ მიიღოთ.
პროდუქტისადმი აუტანლობა (ინდივიდუალური).
ალერგიული რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.