სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ბაყაყურას თესლი
ბაყაყურას თესლი
შეკვეთის მიხედვით
100 – 21.00 ლარი
500 – 59.00 ლარი
1000 – 89.00 ლარი
რუსეთი

ბაყაყურას თესლი დაფასოებულია საქართველოში. შეძენის შემთხვევაში თესლი მოთავსებული იქნება პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ პარკში.

ბაყაყურას აღწერილობა

ბაყაყურა არის 2 წლიანი მცენარე.
სიმაღლე – მისი სიმაღლე აღწევს 60 – 150 სმ.
ღერო – მას აქვს დატოტვილი ღეროები. ასევე მთელი მცენარე შეფუთულია სალათისფერი ფოთლებით. როგორც ნაჩვენებია სურათზე.
ფოთლები – ფოთლები დაფარულია მოვერცხლისფრო ლაქებით. ასევე ფოთლის ბოლოებში განთავსებულია ყვითელი ფერის ეკლები.
ნაყოფი – ბაყაყურას აქვს ნაყოფი რომელიც წარმოადგენს სათესლე პარკს. მისი დიამეტრი აღწევს 5 – 6 სმ, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ყავისფერი ან შავი – მონაცრისფრო. თავად თესლებს არ აქვთ სუნი, მაგრამ აქვთ მწარე გემო.

ბაყაყურას ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი ბაყაყურა შეიცავს 396 კკალ

ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B9, E, K F, D

მიკრო ელემენტები: რკინა, მარგანეცი, ცინკი, ბორი, სელენი, იოდი, ქრომი, სპილენძი.

მაკრო ელემენტები: კალციუმი, კალიუმი, გლიცერინი, მაგნიუმი.

ასევე ბაყაყურას თესლი შეიცავს. სილიმარინს, ფოსფოლიპიდებს, ლიპიდების კომპლექსს, ფლავონოიდებს, ჰისტამინს და ა. შ.

გარდა ამ ნივთიერებებისა ბაყაყურაში არის, 400 – მდე ნივთიერება რომლებიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის.

ბაყაყურას თესლის დადებითი თვისებები

ნივთიერება სილიმარინი ბუნებაში იშვიათად გვხვდება. ის ორგანიზმს ეხმარება უჯრედის მემბრანის დაცვაში და მკურნალობაში. მემბრანა არის უჯრედის დამცავი გარსი.

სილიმარინის მოქმედება ორგანიზმზე: ამაგრებს უჯრედის მემბრანას, ეხმარება ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოქმნაში, ასტიმულირებს ცილის სინთეზს, ზრდის ნაღვლის წვენის რაოდენობას, ანეიტრალებს შხამიანი ნივთიერებების ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ასეთი სახით სილიმარინი საუკეთესო საშუალებაა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ჰეპატოპროტექტორი. ბაყაყურას თესლი არის ერთ–ერთი ეფექტური ჰეპატოპროტექტორი, რომელიც შემდეგი სახით ახდენს ზეგავლენას ორგანიზმზე: ასტაბილურებს ჰეპატოციტების ბიომემბრანას, ააქტიურებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ და ანტიოქსიდანტურ სისტემებს, აძლიერებს გლუტატიონის სინთეზს, ეს არის უნიკალური ნივთიერება რომელსაც ანტიოქსიდანტების მატერიას უწოდებენ, ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს, რაც აჩქარებს დაზიანებული ღვიძლის უჯრედების აღდგენას.

ამავე დროს ბაყაყურა იცავს ჯერ დაუზიანებელ ჰეპატოციტეპს, რითაც ამაღლებს მათ გამძლეობას მოწამვლისა და ინფექციების მიმართ. ეს ყველაფერი კი სილიმარინის დამსახურებაა. ის ხელს უშლის შხამიანი და მომწამლავი ნივთიერებების მოხვედრას კონკრეტულად ღვიძლის უჯრედებში. ეს ნივთიერება მანამდე შლის შხამებს სანამ ისინი დაიწყებენ თავის დამღუპველ ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ნაღველი. ბაყაყურა არამარტო აძლიერებს ნაღვლის წარმოქმნას, არამედ აჩქარებს მისი გამოყოფის პროცესს. რაც ეხმარება ორგანიზმს მწყობრში მოიყვანოს საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესები. კონკრეტულად ღვიძლია პასუხისმგებელი ნაღვლის წარმოქმნაზე რაც ხელს უწყობს ცხიმების შლას.

ქოლესტერინი. ზედმეტი ქოლესტერინი ნადების სახით ეკრობა სისხლძარღვების კედლებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი ამცირებს სისხლძარღვების გამტარუნარიანობას. შევიწროვებული სისხლძარღვები კი ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას როგორც ტვინისთვის ასევე გულისთვის. რაც იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის ისეთ დაავადებებს როგორიც არის ინსულტი და ინფარქტი. ბაყაყურას ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი ქოლესტერინი, რაც ქოლესტერინის დონეს დაბლასწევს.

ბაყაყურას თესლის გამოყენების რეცეპტები

მისი მიღება შეიძლება ნახარშის, ნაყენის, ჩაის, სიროფის, აბების და პირდაპირ ფხვნილის სახით.

მისი მიღების ყველაზე გავრცელებული ფორმაა პირდაპირ დაფქვილი სახით. როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები.

ყოველი მიღების წინ უმჯობესია მარცვლები დავფქვათ ელექტრო ან მექანიკურ საფქვავში, რადგან დაფქვილ მდგომარეობაში ისინი ძალიან მცირეხანს ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს.

მიღების წესი მკურნალობის მიზნით. დაფქვილი ბაყაყურას თესლი 1 ჩაის კოვზი ჭამამდე 30 – 40 წუთით ადრე დღეში 3 – ჯერ. ფხვნილს მიაყოლეთ მცირე რაოდენობის წყალი. კურსის ხანგრძლივობა 2 თვე.

მიღების წესი პროფილაქტიკის მიზნით. დაფქვილი ბაყაყურას თესლი 1 ჩაის კოვზი ჭამამდე 30 – 40 წუთით ადრე დღეში 1 – ჯერ. ფხვნილს მიაყოლეთ მცირე რაოდენობის წყალი. კურსის ხანგრძლივობა 1 ან 2 თვე.

კურსი გაიმეორეთ წელიწადში 2 – ჯერ. უმჯობესია გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

გაფრთხილება

დამოუკიდებლად არ გამიყენოთ ღვიძლის ცეროზის დროს.

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ: ღვიძლის მწვავე უკმარისობა, მწვავე ხოლეცისტიტი, ასთმა, ეპილეფსია, დეპრესია, ფსიქიკური მოშლილობა, ორსულონისა და ლაქტაციის დროს.

გულ–სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში არ გამოიყენოთ ექიმის კონსულტაციის გარეშე.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.