სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მონასტრის ჩაი  იმუნიტეტისთვის
მონასტრის ჩაი იმუნიტეტისთვის
შეფუთვაში არის 30 ერთჯერადი ფილტრ პაკეტი / ფილტრპაკეტში არის 2 გრამი მშრალი ფხვნილი.
ჩინეთი / კორპორაცია TianDe

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

მონასტრის ჩაიში შემავალი სამკურნალო მცენარეები

ჩაიში შემავალი ყველა მცენარე მოყვანილია ალტაიში და ტიბეტში, ამიტომ ამ პროდუქტის ხარისხი ძალიან მაღალია მისი ეკოლოგიური სისუფთავისა და სამკურნალო ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო.

1) ასკილის ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს დიდი რაოდენობით, ასევე სხვა ვიტამინებს მაკრო და მოკრო ელემენტებს. ის აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას. აძლიერებს სისხლძარღვებს, არეგულირებს ქოლესტერინს, ატორმუზებს ათეროსკლეროზის განვითარების პროცესს.

2) მოცხარის ფოთლები შეიცავს ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ფისებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასევე შეიცავს C ვიტამინს. შედეგად ის ძალიან კარგია ავიტამონოზისა და დასუსტებული იმუნიტეტის დროს. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ის სწრაფად აღადგენს ძალებს. ასევე ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი რის შედეგადაც ებრძვის ონკოლოგიური უჯრედების წარმოქმნას და განვითარებას. მას ასევე გააჩნია სადეზინფექციო და ანტიანთებითი თვისება.

3) არყის ხის ფოთლები შეიცვს ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას. მისი ძირითადი სამკურნალო ეფექტი განპირობებული მასში შემავალი ფლავონოიდებით და საპონინებით. მას აქვს ანტიანთებითი და ჭრილობების შემხორცებელი მოქმედება. ამვე დროს ის არის კარგი შარდმდენი და ნაღველმდენი ნივთიერება. ქიმიური მედიკამენტებისაგან განსხვავებით მას ნაღვლის წვენი არ გამოჰყავს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის ხარჯზე, ამიტომ მას იყენებენ სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს.

4) კულმუხოს ფესვების შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მინერალები და ეთერზეთები. ის არის შეუცვლელი საშუალება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის და თირკმელების მკურნალობაში.

5) თავშავა თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობის წყალობით ორგანიზმზე ახდენს ანტიანთებით, ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ და დამაწყნარებელ მოქმედებას.

6) კრაზანას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ჭრილობების შემხორცებელი, ნაღველმდენი, შრდმდენი მოქმედება; აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის რეგენერაციას.

7) თხაწართალა მდიდარია ორგანული მჟავებით, ვიტამინებით და ტანინებით. ეს მცენარე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ის მცენარეული ნაკრებები რომლებიც შეიცავს თხაწართხალას ამაღლებენ ორგანოზმის იმუნიტეტს, ის ორგანიზმს აძლიერებს მთლიანობაში და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას.

მონასტრის ჩაის ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარეები რომლებიც შედის მონასტრის ჩაის ნაკრებში მთლიანობაში დადებით გავლენას ახდენენ ორგანიზმზე . ამაღლებენ ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობას სხვადასხვა დაავადების მიმართ. ასევე მათ ორგანიზმი მოჰყავთ ტონუსში. უბრუნებენ ორგანიზმს ხალისს და გამძლეობას. ასევე ჩაის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალი დაავადება რადგან, ძლიერი იმუნიტეტი არის ყველა დაავადების უებარი წამალიც და მკურნალიც.

მონასტრის ჩაი იმუნიტეტისთვის მიღების წესი

აიღეთ 1 ჩაის პაკეტი და დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ 3 – 5 წუთი და მიიღეთ დღეში 2 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 – 4 კვირა. საჭიროების შემთხვევაში 10 დღიანი პაუზის შემდეგ გაიმეორეთ კურსი.

გაფრთხილება

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარეების ინდივიდუალური აუტანლობა.

უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.