სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
შტოშის მშრალი ნაყოფი
შტოშის მშრალი ნაყოფი
შეკვეთის მიხედვით
100 – 34.00 ლარი
200 – 60.00 ლარი
საქართველო

შტოშის ნაყოფი დაფასოებულია საქართველოში. შეძენის შემთხვევაში მშრალი ნაყოფი მოთავსებული იქნება პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ პარკში. წარწერების და აღწერილობების გარეშე.

შტოშის აღწერილობა

შტოში ძირითადად იზრდება ტყის მასივებში.ის არის მარადმწვანე მცენარე.
ოჯახი – მიეკუთვნება ბუჩქისებრთა ოჯახს. შტოში არის ველურიც და კულტურული ჯიშებიც. მას აქვს მოწითალო წვრილი და მოკლე ტოტები. მათი სიგრძე არ აღემატება 30 სმ.
ფოთოლი – მისი ფოთლები არის კვერცხის ფორმის: 8-16 მმ სიგრძის და 3-6 მმ სიგანის. ფოთოლი ზევითა მხრიდან არის მუქი მწვანე, ხოლო ქვედა მხრიდან მოთეთრო ფერის.
ნაყოფი – მისი ნაყოფი არის მუქი წითელი ფერის. ნაყოფს შეიძლება ჰქონდეს მსხლის ან ელიფსის ფორმა. შტოშის ნაყოფი არის წვნიანი და აქვს მჟავე გემო.

შტოშის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი კენკრა შეიცავს 26 კილოკალორიას

ვიტამინები:

B1, B2, B3, B4, B5, B6, B9, C, E, PP, К1

მაკრო და მიკრო ელემენტები

რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, ალიმინი, ქრომი, ტიტანი, ვერცხლი, ტყვია, ნიკელი, კობალტი, ბორი, ბარიუმი, ცინკი, იოდი, სპილენძი

ასევე შეიცავს მჟავებს

ქლოროგენის, ლიმონის, ბენზოლის, ხინის, ოლეანოლის, ვაშლის, კეტოგლუტაროვის, პროანტოციანიდინები

უნდა აღინიშნოს, რომ შტოში შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს. პექტინს აქვს ორგანიზმის გაწმენდის უნარი მავნე ნივთიერებებისგან: რადიოაქტიური ელემენტებისგან, იონებისგან, ტოქსიკური ლითონებისგან და პესტიციდებისგან. თანაც ამას ისე აკეთებს, რომ არ არღვევს ორგანიზმში ბაქტერიების ბალანსს. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრის შემდეგ, პექტინი წარმოქმნის გელს, რომელიც ტრაქტში მოძრაობის დროს იტაცებს ტოკსიკურ ნივთიერებებს. პეკტინი მათთან შეერთებით წარმოქმნის უხსნადი ნივთიერებების კომპლექს, რომელიც არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან და გამოიდევნება ბუნებრივი გზით. ამიტომ კენკრა თავისი უნიკალური შემცველობის წყალობით ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს.

შტოშის ფარმაკოლოგიური თვისებები

ქლოროგენის მჟავის მეშვეობით ორგანიზმს ეხმარება წონის დაკლებაში.

ძლიერი ანტიოქსიდანტების მეშვეობით ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. თავისუფალი რადიკალებისგან (არასტაბილური მოლეკულები) იცავს უჯრედებს, რომ არ დააზიანონ ისინი.

ეფექტურია გაცივების, ანგინის, ავიტამინოზის და რევმატიზმების დროს.

აქვს დამამშვიდებელი მოქმედება და ხსნის გაღიზიანებას.

აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება ფენოლის დიდი შემცველობის გამო ( შტოში ყველა ხილზე მეტი რაოდენობით შეიცავს ფენოლს)

არჩენს შარდ-საქესო სისტემის დაავადებებს მათ შორის ცისტიტსაც. ბაქტერიებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ გაჩერდნენ შარდის ბუშტის კედლებზე. ასევე იცავს მას ბაქტერიებისგან.

პროანტოციანიდინების და ბენზოლის მჟავების ზემოქმედებით ორგანიზმზე, ამცირებს ცისტიტის გამწვავების რისკს.

კუჭის წყლულის დროს რომელიც გამოწვეულია ჰელიკო ბაქტერიების მიერ, ხელს უშლის ამ ბაქტერიის გამრავლება გავრცელებას.

კარგია ქრონიკული გასტრიტების დროსაც სეკრეტის უკმარისობის დროს. სტიმულაციას უკეთებს სეკრეციის ჯირკვალს.

ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა.

სასარგებლოა თირკმლის დაავადებების დროს.

ფლავონოიდების დიდი შემცველობის წყალობით ამაღლებს სისხლძარღვების სიმტკიცეს და ელასტიურობას. უკეთესად ხდება C ვიტამინის შეთვისება. რითაც კენკრა ძალიან სასრგებლოა ორსულთათვის.

ფლავონოიდების მაღალი შემცველობა ხელს უშლის ვარსკვლავური კაპილარების გაჩენას სახეზე, ფეხებზე, ხელებზე და სხეულის სხვა ნაწილებზე.

აუმჯობესებს მეხსიერებას ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო.

აუმჯობესებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს ზრდასრულ ასაკში.

ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს.

ასევე არის ალტერნატიული ბუნებრივი ანტიბიოტიკი, განსაკუთრებით კარგად ებრძვის E. coli ბაქტერიას, ეს ბაქტერია არის თირკმელების ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი, ასევე გასტროენტერიტის და ა. შ.

მას აქვს სიცხის დამწევი მოქმედება.

ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას.

სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

სტიმულაციას უკეთებს კუჭქვეშა ჯირკვალს, ამიტომ ის რეკომენდირებულია დიაბეტით დაავადებულებისთვის.

სასარგებლოა სისხლძარღვების სპაზმისა და ჰიპერტონიის დროს.

ძლიერი შარდმდენი საშუალებაა.

ამაგრებს თმებს, ებრძვის კარიესის წარმოქმნას.

შეუძლია შეამციროს კიბოს უჯრედების როგორც ზრდა ასევე მათი წარმოქმნა. აჩერებს მკერდის კიბოს უჯრედების გამრავლებას.

ეფექტურია ათეროსკლეროზის დროს.

შტოშის ნაყოფის / გამოყენება / მიღება

შტოშის ნაყოფისგან ცივი ნაყენის დამზადება.
აიღეთ შტოშის მშრალ ნაყოფი 20 გრამი, დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ცივი ( ანადუღარი ) წყალი. ასე გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

შტოშის ნაყოფისგან ცხელი ნაყენის დამზადება.
აიღეთ შტოშის მშრალ ნაყოფი 20 გრამი, დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 45 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაწურეთ დოლბანდში, გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენება

ღვიძლის დაავადებების დროს ნაყოფი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა უკუჩვენებები ცნობილი არ არის.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.