სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ფუტკრის რძე
ფუტკრის ნედლი სადედე რძე
შეკვეთის მიხედვით
10 – 59.00 ლარი
20 – 106.00 ლარი
30 – 157.00 ლარი
საქართველო

ფუტკრის სადედე რძე არის ნედლი სახით შენახული ერთჯერად შპრიცებში და ინახება მაცივარში. მისი შეძენის შემთხვევაში მას არ მოყვება ანოტაცია და მიღების წესები, რადგან მას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე. თუ შეძენა ხდება ცხელ ამინდში მაშინ რძის ტრანსპორტირება მოხდება ყინულიანი კონტეინერით რათა არ დაიკარგოს მისი სასარგებლო თვისებები.

ფუტკრის სადედე რძის აღწერა

ფუტკრის რძე არის მუშა ფუტკრების მიერ, სპეციალური ჯირკვლებიდან გამომუშავებული საკვები ნივთიერება, რომელსაც ისინი ახლად გამოჩეკილი მუშა ფუტკრების და დედა ფუტკრების გამოსაკვებად იყენებენ. დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხებიდან გამოჩეკილ ფუტკრებს, ფუტკრები ამ ნივთიერებას აჭმევენ რამდენიმე 2-3 დღე, მუშა ფუტკრებისთვის განკუთვნილი რძის შემადგენლობა განსხვავდება იმ რძის შემადგენლობისგან რომელსაც ფუტკრები აჭმევენ დედა ფუტკარს. დედა ფუტკრების გამოსაკვებად განკუთვნილ რძეში 10 - ჯერ მეტია იუვენალური ნივთიერება. სწორედ ამ რძეს იღებენ სამკურნალო მიზნით. დედა ფუტაკრს მუშა ფუტკრისგან განსხვავებით კვებავენ მთელი მისი განვითარების პერიოდში. ფუტკრის რძე ვიზუალურად ჰგავს არაჟანს, მას აქვს ან რძის ფერი ან კრემის ფერი შეფერილობა. მას აქვს სპეციფიკური არომატი და მოტკბო მომჟავო გემო. ფუტკრის რძე არის ერთადერთი უნიკალური ნივთიერება რომელიც შეიცავს ადამიანისთვის ყველა საჭირო ამინომჟავას.

ქიმიური შემადგენლობა

ვიტამინები: B1, B2, B3, B4, B5, B6, B7, B8, B9, B12, C, A, D, PP, E.

ნივთიერებები: ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ცხიმები, თავისუფალი ორგანული ამინომჟავები, მინერალური ნივთიერებები.

მიკრო ელემენტები; ცინკი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, კობალტი, ნიკელი, ვერცხლი, ოქრო, ვისმუტი, ალუმინი, ქრომი და ა. შ. დაახლოებით 100 ელემენტს შეიცავს.

ამინომჟავები: არგიმინი, ასპარგინი, გლიკოკოლი, ცისტეინი, გისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ტრეონინი, სერინი, მეტიონინი, გლუტამინი, ტრიფტოფანი, პროლინი, ოქსიპროლინი, გამა-გლობულინი, ჟელატინი და ა. შ.

მთლიანობაში ფუტკრის რძე შეიცავს 400 - მდე ნივთიერებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ფუტკრის რძის შემადგენლობა საოცრად დაბალანსებულია. მასში შემავალი ცილები ანალოგიურია ადამიანის სისხლში შემავალი ცილების. ასევე ამინომჟავების შემადგენლობა იდენტურია ხორცის, რძის და კვერცხის. მაგრამ გლუტამინის და ასპარაგინის მჟავები - ლიზინი და პროლინი გაცილებით მეტია ფუტკრის რძეში, ვიდრე ამ პროდუქტებში.

ფუტკრის რძის ფარმაკოლოგიური თვისებები

ფუტკრის რძეს მისი უმდიდრესი და უნიკალური შემადგენლობის გამო ადრეული დროიდან იყენებებ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ქვევით არის დაავადებების ჩამონათვალი რომლის შემთხვევებშიც კარგ შედეგებს აღწევს ფუტკრის რძის გამოყენება.

ძლიერი სტიმულატორი. ყველაზე მთავარი თვისება ფუტკრის რძის არის ის, რომ სტიმულაციას უკეთებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს.

იმუნიტეტის ძლიერი სტიმულატორი. აძლიერებს ორგანიზმის დაცვით სისტემას, მისის წყალობით ორგანიზმი მდგრადია გაცივებისა და ვირუსული დაავადებების მიმართ.

ფუტკრის რძე მასში შემავალი მჟავების წყალობით არის უნიკალური ანტიბაქტერიული, ბაქტერიოსტატიკური (ბაქტერიების გამრავლების შემაფერხებელი) და ბაქტერიოციდული ნივთიერება.

გულსისხლძარხვთა სისტემის მკურნალობა. დიდი წარმატებით სარგებლობს ფუტკრის რძე ისეთი დაავადებების მკურნალობაში როგორიც არის:

  1. ათეროსკლეროზი.
  2. გულის იშემიური დაავადებები.
  3. სტენოკარდია.
  4. ჰიპერტენზია.
  5. ჰიპოტენზია.
  6. თრომბოფლებიტი
  7. პოსტინფაქტური პერიოდი.

ფუტკრის რძე თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას გულის კუნთში. ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.

უშვილობა. ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ. ორსულობის პერიოდში ხელს უწყობს ჩანასახის ნორმალურ განვითარებას და დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას.

ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ამიტომ მისი მიღება მიზანშეწონილია მძიმე ფიზიკური დატვირთვების დროს. ასევე კaრგია იმ ადამიანებისთვის ვინც გადატვირთული გონებრივი შრომით არის დაკავებული.

ნერვული სისტემა. ფუტკრის რძე არეგულირებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ებრძვის სტრესს, დეპრესიას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას.

  1. მოქმედება ორგანიზმზე
  2. ასტიმულირებს იმუნური სისტემის ფუნქციას.
  3. ჰორმონალური და ფერმენტატული სისტემის ბიოსტიმულატორი.
  4. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
  5. ანორმალიზებს ნივთიერებათა ცვლას ქსოვილებში.
  6. აჩქარებს ქოვილების რეგენერაციას და სწრაფ გამოჯანმრთელებას ავადმყოფობის და ოპერაციის მერე.
  7. ასტიმულირებს და არეგულირებს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას.
  8. აუმჯობესებს მეხსიერებას.
  9. სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
  10. ამაღლებს ლაქტაციას ქალებში რომლებიც კვებავენ ბავშვებს.
  11. ხელს უწყობს უდღეური ბავშვების განვითარებას.
  12. აჩქარებს ბავშვების ზრდას.
  13. აქვს ანტისეპტიკური მოქმედება.
  14. ტონუსში მოჰყავს მთელი ორგანიზმი.
  15. აახალგაზრდავებს ორგანიზმს.
  16. ამაგრებს ხანში შესულ და სუსტ ადამიანებს.
  17. კარგია მოტეხილობების დროს.
  18. ხელს უყობს ორსულობის სტაბილურ მიმდინარეობას.
  19. კარგია ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის.
  20. ნორმაში მოჰყავს ორგანიზმი, სიმსუქნით და სიგამხდრით დაავადებულ ადამიანებში.
  21. ალერგიული რინიტის და სხვა ალერგიული დაავადებების დროს.
  22. ოსტეოქონდროზი და რადიკულიტი.
  23. რევმატიზმული და სხვა ართრიტები.
  24. სისხლი
  25. ასტიმულირებს სისხლის წარმომქმნელ სისტემას.
  26. ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში.
  27. ნორმაში მოჰყავს ლიპიდების რაოდენობა სისხლში.
  28. გულ–სისხლძარღვთა სისტემა
  29. გულის რიტმის დარღვევა.
  30. სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
  31. გულის ასთმა.
  32. მიოკარდის ინფარქტი.
  33. გულის იშემიური დაავადება.
  34. სტენოკარდია.
  35. ათეროსკლეროზი.
  36. კორონალური კარდიოსკლეროზი.
  37. მიოკარდის დისტროფია.
  38. ჰიპოტონია.
  39. ჰიპერტონია.
  40. ობლეტერაციული ენდარტერიტი.
  41. სასუნთქი სისტემა
  42. მწვავე და ქრონიკული რინიტები.
  43. ლარინგიტი.
  44. სინუსიტები.
  45. ფარინგიტი.
  46. ტრაქეიტები.
  47. ბრონქიტი.
  48. ბრონქიალური ასთმა.
  49. ტუბერკულოზი.
  50. შარდსასქესო სისტემა
  51. მენსტრუალური ფუნქციის მოშლა.
  52. კლიმაქსური სინდრომი.
  53. საკვერცხეების სისტემის უკმარისობა.
  54. უნაყოფობა.
  55. პროსტატის ჯირკვლის ადენომა.
  56. ქრონიკული პროსტატიტი.
  57. იმპოტენცია.
  58. შარდის შეუკავებლობა.
  59. დიაბეტი
  60. სისხლში დაბლა წევს შაქრის დონეს.
  61. თვალები
  62. აუმჯობესებს მხედველობას.
  63. გლაუკომა.
  64. კატარაქტა.
  65. რქოვანა გარსის წყლული.
  66. კონიუქტივიტი.
  67. ირიდოციკლიტი.
  68. მიკრობული კერატიტი.
  69. ბლეფარიტი.
  70. თვალის დამწვრობები.
  71. საჭმლის მომნელებელ ტრაქტი
  72. გასტრიტი.
  73. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
  74. მადის მომატება.
  75. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
  76. ბუასილი.
  77. ენტერიტი და კოლიტი.
  78. ყაზბობა და ფაღარათი.
  79. ნერვულ სისტემა
  80. ნერვული სისტემის დაავადებები გამოწვეული სისხლძარღვთა და ადგილობრივი ტროფიკული დარღვევებით.
  81. თავის ტკივილები გამოწვეული მიგრენით, ჰიპერტონიით და გადაღლლობით.
  82. ნევრალგიები.
  83. პოლინევრიტები.
  84. მიოზიტები.
  85. დეპრესია.
  86. ასტენია, ნევრასტენია და ისტერია.
  87. ნევროზები.
  88. ფსიქოზი.
  89. შიზოფრენია.
  90. ეპილეფსია.
  91. ორგანიზმის გაწმენდა
  92. რადიოაქტიური დასხივება.
  93. ტოქსიკური ნივთიერებების ქრონიკული ზემოქმედება.
  94. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების გმოყვანას, მათ შორის მძიმე მეტალების.
  95. ღვიძლზე
  96. სხვადასხვა წარმოშობის ღვიძლის ანთება.
  97. ღვიძლის ცეროზი.
  98. ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის სადინარების ანთებითი პროცესები.
  99. კანი
  100. თმის ცვენა.
  101. დერმატიტი.
  102. ნეიროდერმიტი.
  103. მიკრობული ეგზემა.
  104. კანის ჩირქოვანი დაავადებები.
  105. ფსორიაზი.
  106. კანის ადრეული დაბერება.
  107. დამწვრობა და ჭრილობები.

ფუტკრის რძის მიღების წესი

დოზირება: ზრდასრული ადამიანებისთვის მისი დღიური ნორმა შეადგებს 0.2 გრამს, ხოლო მოზარდებისთვის 0.1 გრამს.

მიღების წესი: ჭამამდე 30 წუთით ადრე ენისქვეშ დაიწვეთეთ რძე და პირის ღრუში გააჩერეთ სრულ შეწოვამდე (15 – 20) წუთი. გამოყოფილი ნერწყვი ერევა ფუტკრის რძეს და იღვრება პირის ღრუში, ეცადეთ ნერწყვი არ ჩაყლაპოთ რაც შეიძლება დიდი ხანი.

რძე დღეში 2 – ჯერ უნდა მიიღოთ. მეორედ რძე უნდა მიიღოთ არა უგვიანეს საღამოს 6 საათისა.

კურსის ხანგრძლივობა: 2 ან 3 კვირა. შემდეგ დაისვენეთ 10 დღე და ისევ გაიმეორეთ. მისი მიღება შეგიძლიათ ხანგრძლივად როგორც საკვები დანამატის.

გაფრთხილება

სიმსივნის დროს არ გამოიყენოთ.

არ მიიღოთ თირკმლის ზედა ჯირკვლის დაავადების დროს.

ინდივიდუალური გადაუტანლობა.

მაღალი წნევის დროს არ გამოიყენოთ. ძალიან იშვიათად აღინიშნება: პულსის აჩქრება, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქცია.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.