სელის თესლის ფქვილი არის რჩეული თესლისგან მიღებული პროდუქტი. მისი დაფქვა ხდება საქართველოში. თესლი არის რუსული წარმოების და არის მაღალი ხარისხის. მისი შენახვა არ არის რეკომენდირებული დიდი ხნის განმავლობაში რადგან მალე კარგავს თავის თვისებებს. ამიტომ ის მალევე უნდა იქნეს გამოყენებული. ასევე მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ჰაერს და მზის შუქს. ფქვილის სასარგებლო საკმაოდ ვრცელია.
დიდი რაოდენობით ფქვილის მიღება არ არის რეკომენდირებული. უმჯობესია მისი გამოყენება 1 ან 2 სუფრის კოვზის 24 საათის განმავლობაში.
რაც მთავარია უნდა გახსოვდეთ, რომ მისი მიღების დროს ექიმები გვირჩევენ გავზარდოთ წყლის მიღების რაოდენობა. ჩვენი წონის შესბამისად
რასთან ერთად მივირთვათ სელის ფქვილი?
სელის ფქვილი უნდა მივირთვათ ფაფებთან, მაწონთან, გაურიეთ თაფლში, მურაბაში და ა. შ.
არ გამოიყენოთ საკვებად დღეში 1 – 2 სუფრის კოვზზე მეტი. რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს სელისს ზეთს და შეიძლება ღვილის არეში აღინიშნოს უსიამოვნო შეგრძნება.
ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი, ამ შემთხვევაში დაიწყეთ მცირე დოზებით და 10 დღიანი ინტერვალებით გაზარდეთ დოზა.
ქვების არსებობის შემთხვევაში, შარდის ბუშტში, ნაღვლის ბუშტში, ხოლეცისტიტის და პანკრიატიტის შემთხვევაში ფრთხილად უნდა გამოიყენოთ სელის თესლი, რადგან ის ძლიერი ნათღველ–მდენი საშუალებაა.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაცვიის პერიოდში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.
კატეგორიულად იკრძალება მისი გამოყენება კუჭში გაუვალობის შემთხვევაში.
ასევე არ დაიწყოთ მისი მიღება ხოლეცისტიტის შემთხვევაში.
არ მიიღოთ ნაწლავების დიარეის შემთხვევაში.
ენდომეტრიტის დროს (საშვილოსნოს დაავადება) არ მიიღოთ.
დივერტიკულიტის დროს არ მიიღოთ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს არ მიიღოთ.
პროდუქტისადმი აუტანლობა (ინდივიდუალური).
ალერგიული რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება.