სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
სოიოს ლეციტინი კაფსულებში
სოიოს ლეციტინი კაფსულებში
240 კაფსულა / 1 კაფსულა არის 1 200 მილიგრამი
30 – 29.00 ლარი
60 – 41.00 ლარი
90 – 55.00 ლარი
1 – 119.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

30, 60 ან 90 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ლეციტინის აღწერა

ლეციტინი არის ესენციალური ფოსფოლიპიდები. მათი ფიზიოლოგიური როლი ორგანიზმში გათანაბრებულია ცილების როლთან. ფოსფოლიპიდები ქმნიან უჯრედის მემბრანას, ანუ უჯრედის დამცავ გარსს. მემბრანა იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან და მავნე ნივთიერებების შეღწევისგან. ისინი არიან უჯრედის კარის მცველები რომლებიც ამოწმებენ ვინ შედის კარებში და ვინ გადის, თუ კარებთან აღმოჩნდა არასასურველი სტუმარი (ნითიერება) ისინი კეტავენ კარებს და მას არ უშვებენ შიგნით.

გარდა ამისა როდესაც უჯრედზე მოქმედებენ არასასურველი ფაქტორები, ფოსფოლიპიდები გამოდიან გარეთ, ხოლო მათ ადგილს იკავებენ ფოსფოლიპიდის ახალი მოლეკულები და აღადგენენ უჯრედის დაზიანებულ მემბრანას. ანუ ის ანხორციელებს უჯრედების რემონტს და აახლებს უჯრედებს.

ლეციტინი შედის კარგი ქოლესტერინის შემადგენლობაში, როელიც მონაწილეობს ცუდი ქოლესტერინის გამოტანაში ორგანიზმიდან და შლის ათეროსკლეროზის ნადებებს სისხლძარღვებში. ასევე ის შეადგენს სპერმატოზოიდების შემადგენლობის 30% – ს და უზრუნველყოფს მათ მოძრაობას.

უფრო ნათლად, რომ დავინახოთ რამდენად ძვირფასი ნივთიერებაა ლეციტინი მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: 1) ადამიანის ტვინის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერების 30% შეადგენს ლეციტინი. 2) ტვინისა და ხერხემლის დამცავ და საიზოლაციო ფენის 2/3 შეადგენს ლეციტინი, ეს არის ათასობით კილომეტრზე გაჭიმული ნერვული ბოჭკო. 3) ჩვენი ორგანიზმის მთავარი ბიოქიმუური ქარხნა ანუ ღვიძლი შედგება 85% ფოსფოლიპიდებისგან რომლებიც შედის ლეიტინის შემადგენლობაში. 4) გულის დაუღალავი შრომა პირდაპირ პროპორციულია გულის კუნთში ლეციტინ კონცენტრციაზე.

ლეციტინის დეფიციტი მაშინვე იწვევს სხვადასხვა დარღვევებს უჯრედში და სხვადასხვა დაავადებების განვითაერებას ორგანიზმში. მაგალითად: იაპონელების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია, რადგან საკვებად იყენებენ ისეთ საკვებს, რომელიც შეიცავს ლეციტინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს დაზიანებული უჯრედების აღდგენაში და განახლებაში, ასევე ნერვული სისტების დაცვაში და ენერგიის აღდგენაში.

ლეციტინის ფარმაკოლოგიური თვისებები

ლეციტინის ნაწილი სინთეზირდება ორგანიზმში, სინთეზის შედეგად მიღებული ლეციტინი საკმარისი არ არის ორგანიზმისთვის, ამიტომ მისი მარაგის შევსება ხდება საკვებიდან. ნივთიერების დიდი ნაწილი იხარჯება ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს. ამიტომ იბადება კითხვა ვინ უნდა მიიღოს ლეციტინი? ... ყველამ და ყოველთვის, ის საჭიროა დაბადებიდან ღრმა სიბერემდე!

საიდან მივიღოთ ლეციტინი? ლეციტინით მდიდარია კვერცხის გული, თევზის ქვირითი, სოიო, მზესუმზირა, არაქისი, ლუდის საფუარი სვიის გირჩები. მაგრამ ამ ყველაფერს ბევრს ვერ შეჭამათ ქოლესტერინი რომელსაც ისინი შეიცავენ აუფასურებს ლეციტინს. მაგრამ ტექნიკური პროგრესის შედეგად, შესაძლებელია მისი მიღება სუფთა სახით.

ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ის არის აუცილებელი საშენი მასალა ორგანიზმისთვის ისევე როგორც ცილა. ამიტომ მისი მიღება ხელს უწყობს ბავშვის როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ და სქესობრივ განვითარებას. მისი როლი ორგანიზმის გამართულ და მწყობრ მუშაობაში შეუფასებელია.

  1. აუმჯობესებს გონების კონცენტრაციას.
  2. აუმჯობესებს სწავლის უნარს.
  3. აუმჯობესებს მოკლევადიან და ხანგრძლივ მეხსიერებას.
  4. უმჯობესებს ამოცნობისა და ცნობის მექანიზმს.
  5. ადამიანი ხდება უფრო აქტიური და მოძრავი.
  6. ანთავისუფლებს ნიკოტინ დამოკიდებულებისგან.
  7. ნერვულ ბოჭკოებს უნარჩუნებს სიმტკიცეს და გამტარუნარიანობას.
  8. ხელს უწყობს ცხიმის დამშლელი ვიტამინების შეწოვას.
  9. ნორმაში მოჰყავს ნაღვლის წვენის შემადგენლობა.
  10. იცავს და აღადგენს ღვიძლის უჯრედებს.
  11. არეგულირებს ქოლესტერინის ცვლას და იცავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან.
  12. აძლიერებს გულის კუნთს და იცავს ინფარქტისგან.
  13. ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იცავს ფილტვის კიბოსგან.
  14. ახანგრძლივებს რეპროდუქციულ ასაკს და იცავს სასქესო ორგანოების კიბოსგან.
  15. კუჭქვეშა ჯირკვალს უნარჩუნებს ჯანმრთელობას და იცავს დიაბეტისგან.

მისი გამოყენება რეკომენდირებულია

  1. გონებრივი და ფიზიკური განუვითარებლობის დროს ბავშვებში.
  2. ასაკობრივი სისუსტე და მეხსიერების გაუარესება.
  3. ნერვოზი, დეპრესია, უძილობა, დაღლილობის სინდრომი.
  4. ალკო და ნიკოტინ დამოკიდებულება.
  5. კუჭ–ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს: გასტრიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი და ა. შ.
  6. იმუნიტეტის დაქვეითება და ავიტამინოზი.
  7. ღვიძლის დაავადებები: ჰეპატიტი, სტეატოზი, ღვიძლის ციროზი და ა.შ.
  8. ქოლესტერინის მაღალი დონე და ათეროსკლეროზი.
  9. გულის დაავადებები: იშემიური დაავადება, სტენოკარდია, კარდიომიოპათია, მიოკარდიტი და ა.შ.
  10. გაფანტული სკლეროზი და სხვა აუტოიმუნური დაავადებები.
  11. კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი.
  12. სასუნთქი გზების დაავადებები: ბრონქიტი, პნევმონია, ტუბერკულოზი და ა.შ.
  13. სექსუალური დისფუნქცია: იმპოტენცია, უნაყოფობა, ლიბიდოს დაქვეითება და ა.შ.
  14. დიაბეტი და სიმსუქნე.
  15. თირკმლის და საშარდე გზების დაავადებები: გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ენურეზი და ა.შ.
  16. თვალის პრობლემები: ბოჭკოვანი ნერვის ატროფია, ბადურის გადაგვარება.
  17. პირისღრუსა და კბილების დაავადებები: პაროდონტოზი, პულპიტი და ა.შ.
  18. ჰიპერტონია.

ლეციტინის მიღება და დოზები

ზრდასრული ადამიანებისთვის 1 კაფსულა 2 - ჯერ დღეში ჭამის დროს. ან 1 კაფსულა 1 – ჯერ დღეში ჭამის დროს.

გაფრთხილება

იშვიათად აღინიშნება პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, გულისრევა და თავბრუსხვევა.

თუ ნაღვლის ბუშტში გაქვთ ქვები, ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღოთ, რადგან შეიძლება დაძრას ისინი ადგილიდან.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.