სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
გოჯის კრემი სახისთვის
გოჯის კრემი სახისთვის
ტუბში არის / 50 მილილიტრი
1 – 34.00 ლარი
2 – 66.00 ლარი
3 – 96.00 ლარი
4 – 124.00 ლარი
ჩინეთი / კორპორაცია ტიანდე

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

გოჯის აღწერა

გოჯი არის მარადმწვანე ბუჩქი. ბუჩქის სამშობლო არის ტიბეტი. მცენარის სიმაღლე აღწევს 3 მეტრს. მისი ზევიდან ქვევით დაკიდებული ტოტები დაფარულია ნაცრისფერი კანით და ეკლებით. ფოთლები უბრალოა და აქვთ ელიფსის ფორმა. გოჯის ყვავილები თეთრია და გადაჰკრავთ ვარდისფერი. მწიფე გოჯის ნაყოფის ფორმა არის წაგრძელებული და აღწევს 1.5 სმ. ნაყოფი საკმაოდ წვნიანია და შეიცავს 20 – 40 წვრილ თესლს. ნაყოფის ფერი არის წითელი მარჯნისფერი.

ბუჩქნარი ყვავილობას იწყებს აპრილში. ნაყოფი მწიფდება მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ან ინვნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ასეთ სხვაობას იწვევს მისი გავრცელების ადგილები. მცენარე უძლებს: –27 – +39 C გრადუსამდე. გოჯის ნაყოფი არის ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრა მთელ დედამიწაზე, ნაყოფის შემადგენლობა და თვისებები უბრალოდ უნიკალურია. მათი გემო არის ტკბილი და ოდნავ მომჟავო, მოგაგონებთ ასკილის გემოს.

კენკრა გოჯის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი გოჯი შეიცავს 253 კილოკალორიას

ვიტამინები:

B1, B2, B6, E, C, კაროტინი

C ვიტამინს შეიცავს 5 ჯერ მეტს ვიდრე ფორთოხალი. კაროტინს 20 ჯერ მეტს ვიდრე სტაფილო.


მიკრო ელემენტები

რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, კობალტი, კადმიუმი, გერმანიუმი.

კენკრაში რკინის შემცველობა 15-ჯერ მეტია ვიდრე ისპანახში.


ანტიოქსიდანტები

ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი.


პოლისაქარიდები

LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4.

ისინი არ არის არცერთ საკვებ პროდუქტში გარდა გოჯის ნაყოფისა. ესენი არის რთული ნახშირწყლები და წარმოადგენენ ძირითად ენერგიის წყაროს. ორგანიზმში ისინი წარმოქმნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად.

უნდა აღინიშნოს, რომ გოჯის ნაყოფი არა მხოლოდ ნივთიერებათა შემცველობის სიმრავლით არის უნიკალური, არამედ მათი რაოდენობით. მაგალითად: ამერიკული სისტემის ORAC – ის მიხედვით. 100 გრამ ნივთიერებაში არსებული ნივთიერებების რაოდენობა:

ბანანი - 200, ბადრიჯანი - 390, სიმინდის - 400, ხახვი - 450, გრეიფრუტი - 483, კივი - 602, ბალი - 670, წიწაკა - 710, ყურძენი - 739, ფორთოხალი - 750, ჭარხალი - 840, ისპანახი - 1260, მარწყვი - 1540, მოცხარი - 2036, ბროწეული - 3307, კენკრა გოჯი - 25300!

გოჯის კრემის ჩვენებები

ეს არის კანის აღმდგენი კრემი რომელიც მას უბრუნებს ბზინვარებას. გოჯის კრემი გაჯერებულია მკვებავი და დამცავი ნივთიერებებით რადგან როგორც ზევით ავღნიშნეეთ გოჯის ნაყოფი ძალიან მდიდარია როგორც ვიტამინებით ასევე მაკრო და მიკრო ელემენტებით. მის შემდგენლობაში შედის ბუნებრივი ანტიოქსიდანტებიც.

კანის გაახალგაზრდავება. როგორც მეცნიერებმა დაასკვნეს დაბერების მთავარი მიზეზი არის თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედება უჯრედებზე. ხოლო თავისუფალ რადიკალებს წარმატებით ებრძვიან ანტიოქსიდანტები და ბლოკავენ მათ ზემოქმედებას უჯრედებზე. გოჯის ნაყოფი მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით რაც ხელს უშლის დაბერების პროცესს. ხოლო კრემის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მიკრო და მაკრო ელემენტები კვებავენ კანის უჯრედებს და ეხმარებიან მას აღდგენაში. თუ კანი არ არის დაცული თავისუფალი რადიკალებისგან და არ ხდება მისი სათანადო კვება იწყება კანის ნაადრევი დაბერება. გარდა ამისა გოჯის ნაყოფი შეიცავს ცილებს და პოლისაქარიდებს, მათი უნიკალური ერთობლიობა კი კანზე მუშაობს პრებიოტიკების პრინციპით. რაც საგრძნობლად ზრდის კანის იმუნიტეტს და იცავს კანს გარე უარყოფითი ფაქტორებისგან.

    თვისებების საერთო ჩამონათვალი

  1. ძლიერდება სახის კონტურები.
  2. კანს უბრუნდება ტონუსი.
  3. კანი ხდება გლუვი და ელასტიური.
  4. ხოლო ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

გამოყენება

სახისა და ყელის წინაწარ გასუფთავებულ კანზე დაიტანეთ მცირე რაოდენობის კრემი და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. გამორიცხეთ თვალის გარშემო არე.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თვალის გარშემო წასასმელად.

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.