სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
პარაფინი სამედიცინო კოსმეტიკური
პარაფინი სამედიცინო კოსმეტიკური
შეკვეთის მიხედვით
1 – 23.00 ლარი
2 – 43.00 ლარი
რუსეთი

რუსეთიდან ჩამოტანილი სამედიცინო პარაფინის დაფასოვება ხდება საქართველოში. შეკვეთის შემთხვევაში პროდუქტი მოგეწოდებათ ჰერმეტულად დახურული პარკში, რომელზეც არ არის არანაირი ანოტაცია და წარწერები.

პარაფინის აღწერა

სამედიცინო პარაფინი არის თეთრი ან გამჭრვალე ფიდროფობური ნივთიერება , რომელიც მიიღება ნავთობის, ტორფის და სხვა პროდუქტების გადამუშავების შედეგად. პარაფინი შედგება ნახშირწყალბადების მოლეკულებისგან-ალკანებისგან. პარაფინში ნახშირბადის ატომის რაოდენობა მერყეობს 20 დან 40 მდე. მისი რაოდენობა განსაზღვრავს პარაფინის ფიზიკურ თვისებებს.

ოთახის ტემპერატურაზე არის მყარ მდგომარეობაში. დნობას წყებს 37 გრადუსიდან.

პრაფინი არ იხსნება წყალში, მაგრამ იხსნება ბენზოლში, ეთერში, ქლოროფორმში , დიქლორომეთანში, ნახშირბადის დისულფიდში.

პარაფინს აქვს დიდი სითბოტევადობა, რაც ნიშნავს იმას , რომ მას შეუძლია შთანთქოს და გასცეს დიდი რაოდენობით სითბო.

პარაფინს აქვს მაღალი ელექტრული წინაღობა (1013-1017 ომი), რის გამოც მას იყენებსენ ელექტროიზოლატორების დასამზადებლად.

პარაფინი არ არის ტოქსიკური. მას იყენებენ ტკბილეულის შესაფუთად, ასევე შედის საღეჭი რეზინის შემადგენლობაში.

პარაფინის ქიმიური ფორმულა

ქიმიური ფორმულა: CnH2n+2 (ფორმულა იცვლება ნახშირბადების რაოდენობის მიხედვით 20 დან 40 მდე).

დნობის ტემპერატურა: 68 °C.

დუღილის ტემპერატურა: 370 °C.

პარაფინის გამოყენება მედიცინაში

პარაფინი შეიცავს ფენოლს, რაც აძლევს მას ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებს.

პარაფინი შედის კანის ლოსიონების შემადგენლობაში, იყენებენ კოსმეტოლოგიაში. იგი იცავს კანს და ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას.

პარაფინი გამოიყენება დაკარგული ტენიანობის აღსადგენად. გამოიყენება დახეთქილი, დამსკდარ, უხეში ხელების და ტუჩების სამკურნალოდ, არბილებს კანს. ასევე სასარგებლოა კანის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. მაგ: ეგზემა და ფსორიაზი.

პარაფინი ამცირებს ხელების, ფეხების, სახსრების ტკივილს. ადუნებს კუნთებს და ხსნის სპაზმს. აუმჯობესებს სიხლის მიმოქცევას მისით დამუშავებულ ფართობზე.

პარაფინი მისი დიდი სითბოტევადობის გამო , გამოიყენება სითბურ თერაპიებში. პარაფინით დამუშავებულ ტერიტორიაზე ფართოვდება სისხლძარღვები და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, იგი ატენიანებს კანს და ხსნის ტკივილს.

პარაფინი სასარგებლოა ფიზიკური ტრამვების რეაბილიტაციისთვის.

პარაფინის ნიღაბი კარგად ატონიზირებს კანს, აუმჯობესებს მის ელესტიკურობას. სასარგებლოა მოშვებული კანისთვის. იგი კარგად ატენიანებს კანს. მსუბუქი ხანგრძლივი შეთბობა, რასაც აკეთებს პარაფინის ნიღაბი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც უმჯობესდება კანის კვება, მისი შევსება ჟანგბადით, რაც ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. კანის ღრმა შეთბობის წყალობით უმჯობესდება ლიმფების უკუდენა - სახიდან ქრება შეშუპება, კანი იჭიმება, უმჯობესდება სახის კონტური.

პარაფინის ნიღაბს აქვს კარგი გამწმენდი ეფექტიც: მისი მოქმედებით იხსნება ფორები და მათგან გამოდის ქონის უჯრედები.


სასარგებლო თვისებები:
  1. გამოიყენება ართრიტის, ბურსიტის და ანთების სამკურნალოდოდ;
  2. გამოიყენება კანის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ მაგ: ფსორიაზი, ეგზემა;
  3. აქვს ანტიბაქტერიული თვისებები;
  4. გამოიყენება დახეთქილი, დამსკდარი, უხეში ხელების და ტუჩების სამკურნალოდ;
  5. არბილებს კანს, აუმჯობესებს მის ელასტიურობას;
  6. ამცირებს ხელების, ფეხების, სახსრების ტკივილს;
  7. აუმჯობესებს სიხლის მიმოქცევას;
  8. ხსნის კანის ფორებს;
  9. სასარგებლოა ფიზიკური ტრამვების რეაბილიტაციისთვის;
  10. ადუნებს კუნთებს, ხსნის სპაზმს;

დამზადება და გამოყენების წესი

სახის ნიღაბი: 50 გრამი სამედიცინო პარაფინი ჩადეთ მშრალ ჭურჭელში და წყლის აბაზანაში გააცხელოთ 50-60 გრადუსამდე. დაელოდეთ მის გაგრილებას, არ წაისვათ ძალიან ცხელი. წასმამდე კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ სახე. გაიჩერეთ ნიღაბი 10-30 წუთის განმავლობაში.

მყარი ეფექტის მისაღწევად პარაფინის ნიღაბი გაიკეთეთ კურსებად 10-12 პროცედურა, კვირაში 2-3 ჯერ.

მსგავსადვე მზადდება პარაფინი სხეულის სხვა ნებისმიერი ადგილისთვის.

უკუჩვენება

არ შეიძლება პარაფინის ნიღბების გაკეთება სახეზე კანის ჩირქოვანი ანთების, სისხლძარღვოვანი ქსელებისა და მუწუკების დროს: ამან შეიძლება კანის მდგომარეობა გააუარესოს.

პარაფინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული თუ გაქვს დიაბეტი, ჰიპერტენზია ან ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.