სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მაგნიუმი - 500 მგ
ნატურალური მაგნიუმი
250 ტაბლეტი / 1 ტაბლეტი არის 500 მილიგრამი
60 – 45.00 ლარი
120 – 75.00 ლარი
250 – 114.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

60 ან 120 აბის შეძენის შემთხვევაში, აბები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

მაგნიუმი

მაგნიუმი არის ბუნებრივი ტრანკვილიზატორი და ანტისტრესული მინერალი, ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია გარემოში. არის შეუცვლელი კომპონენტი ძვლებისთვის და კბილების ემალისთვის, როგორც ადამიანებში ისე ცხოველებში. მცენარეებში შედის ქლოროფილის შემადგენლობაში. მინერალის იონები შედის სასმელი წყლის შემადგენლობაში, ხოლო ზღვის წყალში არის ბევრი ქლორირებული მაგნიუმი. ორგანიზმში მისი რაოდენობა არის 20-30 გრ-მდე. მისი დაახლოებით 1% არის ორგანიზმის ორგანულ სითხეებში, 40% ძვლოვან ქსოვილში, ხოლო 59% არის რბილ ქსოვილში.

რა იწვევს მაგნიუმის მოთხოვნილების ზრდას?


  1. სტრესი.
  2. საკვებ რაციონში დიდი რაოდენობით ცილის არსებობა.
  3. ახალი ქსოვილის სწრაფი ფორმირება.
  4. ორსულობა და ძუძუთი კვება.

მაგნიუმის ათვისება ძირითადად ხდება თორმეტგოჟა ნაწლავში და მცირე რაოდენობით მსხვილ ნაწლავში.

მაგნიუმის მოქმედება და დადებითი თვისებები.

მაგნიუმი ორგანიზმში მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის აუცილებელია 300 ფერმენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, კალცთან და ფოსფორთან ერთად. ის მონაწილეობს ჯანმრთელი უჯრედების ფორმირებაში. ასევე აუცილებელია გლუკოზის, ამინომჟავების, ცხიმების ცვლაში და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებაში. აგრეთვე საჭიროა ენერგიის გამომუშავებისთვის. მონაწილეობს ცილების სინთეზში, გადასცემს გენეტიკურ ინფორმაციას ნერვულ სიგნალებს. აუცილებელია გულ სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის. მაგნეზიუმის ადექვატური დონე სისხლში ამცირებს გულის შეტევების სიხშირეს.

მაგნიუმი არეგულირებს კუნთოვან მოქმედებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. უზრუნველყოფს ორგანიზმის გაწმენდას ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერებებისგან.

მაგნიუმის უკმარისობის ნიშნები.


  1. უძილობა.
  2. დაღლილობა ხანგრძლივი ძილის შემდეგაც.
  3. მომატებული მგრძნობელობა ხმაურის მიმართ.
  4. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.
  5. თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა.
  6. თვალებში ციმციმი (წერტილები თვალწინ).
  7. ცვლილებები სისხლის წნევაში.
  8. გულის რიტმის დარღვევა.
  9. კუნთების სპაზმი და კრუნჩხვები.
  10. სპაზმური ტკივილები კუჭში რომელსაც ახლავს ფაღარათი.
  11. თმების ცვენა და ფრჩხილების მტვრევა.

მაგნიუმის სიჭარბის ნიშნები.

მაგნიუმის სიჭარბისას აღინიშნება ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა, მეტყველების დარღვევა, პულსის შენელება, გულის რევა ღებინება, ფაღარათი და ლორწოვანი გარსის სიმშრალე განსაკუთრებით პირის ღრუში.

სისხლში მაგნიუმის მომატებული რაოდენობა ჰიპერმაგნიემია გამოწვეულია დიდი რაოდენობით მაგნიუმის პრეპარატების მიღებით კალცის დანამატის გარეშე.

რატომ ვითარდება მაგნიუმის ნაკლებობა ორგანიზმში ?

მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს ფაღარათის დროს. ღვიძლის დაავადებების და შარდმდენებით მკურნალობისას. ესტროგენების, კონტრაცეპტივების, ფოლიუმის მჟავის, დიდი რაოდენობით ყავის და ალკოჰოლის მიღებისას. სტრესის დროს მატულობს შარდთან ერთად მაგნის გამოყოფა და დაკარგვა. რადგან სტრესის დროს გამოიყოფა ადრენალინი რომელიც აძლიერებს მაგნიუმის გამოყოფას თირკმლებიდან. მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში შეიძლება აღინიშნებოდეს დიაბეტის, ტოქსიკოზის და შიმშილობის დროს. მართალია ოფლთან ერთად ის გამოიყოფა უმნიშვნელო რაოდენობით, თუმცა ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში მისი დანაკარგი შეიძლება საკმაოდ გაიზარდოს

მაგნიუმის მიღების წესი

ზრდასრულებისთვის 1 აბი დღეში 1 – ხელ ჭამის დროს.

გაფრთხილება

თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. თუ მიღებისას აღინიშნა რაიმე უკუჩვენება შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.