ლ-არგინინი (2 ამინო და 5 გუანიდინის მჟავა) ალიფატური α-ამინომჟავაა. ვიზუალურად აქტიური ნივთიერებაა და გვხვდება L და D იზომერების სახით. არგინინი ჩანაცვლებადი ამინომჟავაა, რომელსაც გამოიმუშავებს ღვიძლი. მაგრამ, ძლიერი სტრესისა და ტრავმის დროს არგინინი შეუცვლელი ხდება. ეს ამინომჟავა აუცილებელია ჰიპოფიზის გამართული ფუნქციონირებისთვის. ორნიტინსა, ფენილალანინსა და ნერვული სისტემის სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან ერთად არგინინია საჭირო რათა ჰიპოფიზმა მოახდინოს ზრდის ჰორმონის სინთეზი და გამოყოფა. ბუნებაში არგინინის წყაროა შემდეგი მცენარეები: მიწის თხილი და მისი ზეთი, მუქი ბრინჯი, ბატიბუტის სიმინდი, ქიშმიში, ხორბალი, შვრია, თხილი, სეზამის მარცვლები, შოკოლადი და სხვა.
L-arginin ასტიმულირებს ჰიპოფიზს რათა მან გამოიმუშაოს ზრდის ჰორმონი. ის უზრუნველყოფს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ათავისუფლებს ზრდის ჰორმონს და ბლოკავს სომატოსტატინს, ჰორმონს, რომელიც ხელს უშლის ჰიპოფიზს გამოიმუშაოს ზრდის ჰორმონი.
არგინინი ენდოგენური აზოტის ოქსიდის წარმოქმნის უშუალო წინაპირობაა, რომელსაც გამოიმუშავებს სისხლძარღვების ენდოთელური უჯრედები. მისი ეს თვისება შეუფასებელია, რადგან ენდოგენური აზოტის ოქსიდი ფლობს გამოხატულ სისხლძარღვების გამაფართოებელ და ანტისპატლეულ უნარს და განაპირობებს მოქმედების ფიზიკურ გამოვლინებებს სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებებში. გულსისხლძარღვთა დაავადებების მატარებელთა უმრავლესობას აღენიშნება ენდოგენური აზოტის ოქსიდის მკვეთრი ვარდნა, შედეგად არგინინის შემადგენლობა სწრაფად მცირდება, რადგან ენდოთელური უჯრედების ათეროსკლეროზული დაზიანების დროს არგინინი გარდაიქმნება დიმეთილარგინინად.
გარდა ამისა, თავად დიმეთილარგინინი წარმოადგენს აზოტის ოქსიდის წარმოქმნის ბლოკატორს რაც კიდევ უფრო ართულებს ორგანიზმის მდგომარეობას. საბოლოო პროდუქტი რომელიც მიიღება არგინინის ზემოქმედებით ისეთ ფერმენტებთან როგორიცაა არგინაზა, არგინინის დეკორბოქსილაზა და აზოტის ოქსიდი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჭრილობების შეხორცებაში, იმუნურ რეაქციებში, სიმსივნის ბიოლოგიის დადგენაში და ანთებითი პროცესების დარეგულირებაში.
მამაკაცებში არგინინის ნაკლებობა დაკავშირებულია სპერმატოზოიდების დაბალ მოცულობასთან. არგინინი წარმოადგენს სუბსტრატს ისეთი ფერმენტებისთვის, როგორიცაა აზოტის ოქსიდის სინთეზი. აზოტის ოქსიდი ფლობს სისხლძარღვების გამაფართოებელ ძლიერ უნარს, არეგულირებს ორგანოებსა და ქსოვილებში სისიხლის მიწოდებას, მათ შორის, თმის ღეროს ძირებში. აქედან გამომდინარე, ლ-არგინინი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და შედეგად საკვები ნივთიერებებისა და საშენი მასალის მიწოდებას, რაც აუცილებელია თმის ზრდისთვის.
არგინინი ეხმარება იმუნიტეტს გამართულ ფუნქციონირებაში, შედეგად ის სასარგებლოა ადამიანებისთვის რომელთაც გადაიტანეს მძიმე დაავადებები ან ქირურგიული ოპერაცია. ის სასარგებლოა ჭრილობის შეხორცების და დამწვრობის მოშუშების დროს. გულის იშემიური დაავადების და სხეულის ქვედა კიდურების ათეროსკლეროზის დროს არგინინის საკვებ დანამატად დანიშვნა იწვევს ენდოგენური აზოტის ოქსიდის წარმოქმნას, შედეგად კი ხდება, თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება, კორონარული და პერიფერიული სისხლძარღვების ვაზოდილაცია და არტერიული წნევის შემცირება.
არგინინის ხანგრძლივი გამოყენების შედეგად, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებით აიხსნება გულის უკმარისობით დაავადებულთა მდგომარეობის გაუმჯობესება. არგინინის საჭიროება განსაკუთრებით დიდია მამაკაცებში, რადგან თესლოვანი სითხე 80 % შედგება სწორედ არგინინის ცილოვანი საშენი მასალისგან. ამიტომ მისმა დეფიციტმა შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს. არგინინი თავის მხრივ ხელს უწყობს სპერმატოზოიდების წარმოქმნას.
ზრდასრული ადამიანებისთვის 1 ან 2 ტაბლეტი 1 – ჯერ დღეში სასურველია ჭამის დროს.
გამოიყენეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.