E ვიტამინი - ტოკოფეროლი მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, აქვს ძალზე ძლიერი ჟანგვის საწინააღმდეგო აქტივობა, იგი აუმჯობესებს A ვიტამინის შეწოვასა და ათვისებას. ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას კუნთოვან სისტემაზე, აუმჯობესებს საშვილოსნოს კუნთების კვებასა და სისხლით მომარაგებას. რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფეხმძიმობის დროს.
ტოკოფეროლები ქსოვილებში ასრულებენ ბიოლოგიური ანტიოქსიდანეტების ფუნქციას, ანეიტრალებენ რა, თავისუფალ რადიკალებს ამით აშთობენ თავისუფალრადიკალურ პროცესებს. ამ ფუნქციას დიდი მნიშვნელობა აქვს უჯრედული მემბრანისა და ორგანოები სტრუქტურული მთლიანობისა და ფუნქციონალური აქტივობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა ის ხელს უშლის ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას. ვიტამინი E არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში. ტოკოფეროლები ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება და გროვდება ცხიმოვან ქსოვილებში. ნაწლავებში E ვიტამინის შეწოვა დამოკიდებულია საკვებში ცხიმების არსებობაზე და ირღვევა, თუ ნაღვლის წვენის სეკრეცია არასაკმარისად ხდება. ვიტამინი E მონაწილეობს ცილების ცვლაში, სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებაში და აჩერებს ანთებით პროცესებს. ვიტამინი E ანელებს კანის დაბერებას.
E ვიტამინის უკმარისობა საკმაოდ იშვიათია და გამოწვეულია, როგორც წესი, ტოკოფეროლის შეწოვის უნარის დაქვეითებით (სტეატორეით, წვრილი ნაწლავის ნაწილის მოცილებით) ან ლიპოპროტეინების სინთეზისა და სეკრეციის გენეტიკური დეფექტით, რომელთაც ტოკოფეროლები გადააქვთ ქსოვილებში. E ვიტამინის დეფიციტი ხშირად ვლინდება ჩვილებში, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან. ვიტამინ E- ს გამოხატული დეფიციტი იწვევს სათესლეების ეპითელიუმის გადაგვარებას, სპერმის გადაადგილების უნარის დაქვეითებას, კუნთების დისტროფიას და დიათეზს. ცენტრალური ნერვული სისტემის შემთხვევაში ვიტამინის ნაკლებობის შედეგად შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები და დამბლა. ორსულებში კი, იზრდება ნაყოფის მოცილების რისკი.
ვიტამინ E-ს ნაკლებობის ადრეული გამოვლინებაა კუნთების დისტროფია. ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობისას იმატებს: ინფექციური დაავადებებით დაინფიცირების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ანთებითი პროცესების განვითარების რისკი. შეიმჩნევა კანის ნაადრევი დაბერება და ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა. ორგანიზმში E ვიტამინის რაოდენობის დადგენა ხდება შრატში და სისხლის პლაზმაში ტოკოფეროლების კონცენტრაციის განსაზღვრით.
ვიტამინ E-ს ნაკლებობის სიმპტომებია:
ზრდასრულებისთვის დღეში 1 კაფსულა ჭამის დროს.
ტოკოფეროლები პრაქტიკულად არ არის ტოქსიკური, თუმცა, დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების წარმოქმნის შეფერხება და გამოიწვიოს სისხლის შედედების შენელება. ჩვილებში E ვიტამინის ზედოზირება იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. ვიტამინის ხშირმა ზედოზირებამ შეიძლება დააქვეითოს იმუნური სისტემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვან გარსზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები. შესაძლებელია, გამოვლინდეს ტკივილი ეპიგასტრიულ არეში.