ლ–კარნიტინი ანუ ლევოკარნიტინი აღმოაჩინა რუსმა მეცნიერმა ვ. გ. გულევიჩმა. მან ეს ნივთიერება აღმოჩინა კუნთოვან ქსოვილში. თავდაპირველ ჩანაწერებში მას მოიხსენიებდნენ როგორც ვიტამინ BT - ს. იმის გამო, რომ ახალგაზრდულ ასაკში ის საკმაოდ აჩქარებს ზრდის პროცესს მას ზრდის ვიტამინსაც უწოდებენ. ძირითადან კარნიტინი ორგანიზმს მიეწოდება საკვებთან ერთად. იმის გამო, რომ მისი ზემოქმედება ორგანიზმზე საკმაოდ ძლიერია როგორიც აქვთ ვიტამინებს, მას მიაკუთვნებენ ვიტამინისნაირთა ჯგუფს.
L-carnitine – ის სინთეზი ხდება ადამიანის ორგანიზმში. ორგანიზმი გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის მხოლოდ 10 % – ს რასაც მოიხმარს ადამიანის ორგანიზმი. მისი სინთეზისთვის საჭირო ნივთიერებებია: C და B ჯგუფის ვიტამინები (განსაკუთრებით В3, В6, В9, В12) ასევე რკინა, ამინომჟავები, ლიზინი და ზოგიერთი რიგის ფერმენტები. თუ რომელიმე ნივთიერების ნაკლებობას განიცდის ორგანიზმი მაშინ ორგანიზმი მის სინთეზს ვერ ახდენს. ძირითადად ლ–კარნიტინს ორგანიზმი იღებს საკვებიდან: – ზღვის პროდუქტებიდან, თევზიდან, ხორციდან, მცენარეებიდან და ა. შ. მაგალითად: 1 კგ ძროხის ხორცში არის 500 – 700 მილიგრამი L-carnitine – ი, 1 კგ ღორის ხორცში არის მხოლოდ 300 მილიგრამი, უფრო ცოტა ვაშლში 30 მილიგრამი, კარტოფილში კი საერთოდ არ არის. ყველაზე დიდი რაოდენობით ის არის კიბორჩხალის ხორცში, 900 მილიგრამი. როგორც ზევით ავღნიშნეთ ორგანიზმმა კარნიტინის სინთეზი, რომ მოახდინოს საჭიროა მთელი რიგი ნივთიერებები და ვიტამინები, ამიტომ ადამიანის საკვები უნდა იყოს დაბალანსებული.
ლ–კარნიტინის დეფიციტს ხშირად განიცდიან ვეგეტარიანელები, სპორტცმენები მაღალი ფიზიკური დატვირვების დროს, ასევე ადამინები დაუბალანსებელი კვების რაციონით.
ლ-კარნიტის ნაკლებობის ნიშნები:
თუ განვიხილავთ ლევოკარნიტინის ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმს უჯრედის დონეზე აღმოვაჩენთ, რომ ის ძირითადად მოქმედებს მიტოხონდრიებზე რომლებიც არიან უჯრედის ენერგეტიკული სადგურები. სწორედ მიტოხონდრიები აწვდიან უჯრედებს ენერგიას. მიტოხონდრიებში ხდება ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების წვა. განსაკუთრებით აქტიურად მუშაობენ გულის მიტოხონდრიები, ისინი ამუშავებენ ცხიმმჟავებს. ასევე აქტიურად მუშაობენ ღვიძლის მიტოხონდრიები, ისინი ენერგიით ამარაგებენ მთელ ორგანიზმს. კარნიტინის ერთერთი უნიკალური თვისებაა მიტოხონდრიებიდან მავნე ნივთიერებების და თავისუფალი რადიკალების გამოტანა.
კარნიტინი ითვლება ყველა დაავადების წამლად, რადგან მწყობრში მოჰყავს ორგანიზმის ბიოენერგეტიკა რის შედეგადაც ორგანიზი აქტიურად ებრძვის ყველა სახის დაავადებას.
გულ–სისხლძარღვთა სისტემა. კარნიტინი აუბჯობესებს უჯრედის მემბრანის შეღწევადობას ცხიმოვანი მჟავებისთვის და რადგან გულის საკვები ნივთიერების 70% შეადგენს ცხიმოვანი მჟავები განსაკუთრებით ძლიერდება გულის კუნთის ენერგეტიკა. ასევე იზრდება გულის კუნთში ცილის და გლიკოგენის შემცველობა რაც ძალზე მნიშვნელოვანია მისი გამართული მუშაობისთვის. კარნიტინი შეუცვლელია როცა საჭიროა გულის კუნთის გამძლეობის გაზრდა, ეს ეხება ისეთი სპორტის სახეობებს როგორიც არის: სირბილი, ცურვა, ნიჩბოსნობა და ა. შ. მის შესანიშნავ თვისებად ასევე ითვლები თვისება რომელიც ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანელებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზის ფოლაქების წარმოქმნის პროცესს. კარნიტინის ზემოქმედების შედეგად ღვიძლში ძლიერდება ლეციტინის გამომუშავების პროცესი. ლეციტინი არის ნივთიერება რომელიც სისხლძარღვებს ანთავისუფლებს ათეროსკლეროზისგან. ანუ ქოლესტერინის ნადებს შლის და სისხლძარღვებს უბრუნებს ელასტიურობას. ამიტომ ის არის ერთერთი იმ ნივთიერებათაგანი რომელიც ადამიანს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
ღვიძლი. მისი ენერგეტიკული ზემოქმედება ორგანიზმზე ძალიან დადებითად აისახება ღვიძლზე. ღვიძლი აძლიერებს თავის დეტოკსიკაციურ მოქმედებას და ასევე ძლიერი სტიმულაცია უკეთდება ცილის სინთეზს. იზრდება ღვიძლში გლიკოგენის რაოდენობა. ღვიძლი აქტიურად იწყებს რძემჟავის და იმ მჟავების დაშლას რომლებიც წარმოადგენენ ტოქსინებს და იწვევენ დაღლილობას. რაც ხელს უწყობს გამძლეობის და ამტანიანობის ზრდას აქტიური სპორტით დაკავებულ ადამიანების ორგანიზმში.
ჭარბი ცხიმი " სიმსუქნე ". ყველა ადამიანს ორგანიზმში აქვს ცხიმის მარაგი, რომელიც საჭიროა ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. ეს არის ენერგიის მარაგი, რადგან საჭიროების შემთხვევაში ეს მარაგი ავსებს ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის მარაგის 96 % – ს. ამ ცხიმის მარაგის დახარჯვის შემდეგ ორგანიზმი მალევე ავსებს ამ მარაგს შემდგომი გაუთვალისწინებელი შემხვევისთვის. სწორედ აქ თამაშობს L-კარნიტინი მთავარ როლს, ის უკეთებს ტრანსპორტირებას ცხიმოვან მჟავას უჯრედის მიტოხონდრიებში რათა მოხდეს მისი დაწვა. მაგრამ, თუ ლ–კარნიტინის რაოდენობა მცირეა, ორგანიზმი ვერ ახერხებს მთელი დაშლილი ცხიმის ტრანსპორტირებას მიტოხონდრიებში რათა მოხდეს მისი დაწვა და საჭირო ენერგიის მიღება, შედეგად დაუხარჯავი ცხიმის მარაგის რაოდენობა იზრდება რაც იწვევს მთელ რიგ დაავადებებს და აყალიბებს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს.
უნიკალური თვისება ამ ნივთიერების ის არის, რომ აუმჯობესებს უჯრედის მემბრანის გამტარიანობას ცხიმოვანი მჟავებისთვის. ის არ აჩქარებს ცხიმის ქსოვილის დაშლის პროცესს, ის ამაღლებს ცხიმების ენერგო მიზნებით გამოყენების პროცესს. შედეგად ნელდება ნეიტრალური ცხიმის მოლეკულების სინთეზის პროცესი, რის გამოც ფერხდება კანქვეშა ცხიმების დაგროვების პროცესი. კარნიტინის მიღებიდან მალევე იწყება ცხიმის კლების პროცესი ერთი და იგივე ტემპით. ეს შეიძლება იყოს 10 – 15 კილოგრამი ერთ თვეში, დიეტის ცვლილების გარეშე. ცხიმების დაშლის თვისება დამოკიდებულია ლევოკარნიტინის მოლეკულაში არსებულ მეთილის რადიკალებზე.
ზრდასრული ადამიანებისთვის 1 კაფსულა დღეში 1 – ხელ, სასურველია ჭამის დროს.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.