სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კანაფის თესლის ზეთი კაფსულებში
კანაფის თესლის ზეთი კაფსულებში
180 კაფსულა / 1 კაფსულა არის 1400 მილიგრამი
30 – 39.00 ლარი
60 – 69.00 ლარი
1 – 189.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

30 ან 60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

კანაფის აღწერილობა

კანაფი არის 1 წლიანი ბალახოვანი მცენარე. ის მიკუთვნება კანაფისებრთა ოჯახს. მცენარე კანაფი ბუნებაში არსებობს როგორც მამალი ასევე დედალი. მას აქვს დაკბილული მუქი მწვანე ფოთლები. მისი სიმაღლე აღწევს 1.5 დან 4 მეტრამდე.

ადამიანს უკვე საუკუნეებია რაც მოჰყავს კანაფიც და სელიც. სოფლის მეურნეობაში იყენებენ როგორც თავად მცენარის ბოჭკოს ასევე მის თესლს. დღესაც მისგან მიღებული პროდუქტები არ კარგავს ატუალობას პირიქით, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მეცნიერებმა გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს მისი გასაოცარი თვისებები სამედიცინო კუთხით. ამიტომ კანაფი დღეს გაცილებით მოხმარებადი მცენარეა ვიდრე ადრე.

კანაფის თესლის ზეთის ქიმიური შემადგენლობა

კანაფის ზეთი მიიღება კანაფის თესლებიდან ზეთის გამოწურვით.

100 გრამი ზეთი შეიცავს 899 კილოკალორიას

შეიცავს – ომეგა 3, 6 და 9


ვიტამინები:

A, B ჯგუფის ვიტამინები, E, O, K, T, F.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის ზეთი ასევე შეიცავს კაროტინს, ტანინებს და ქლოროფილს. ხოლო ქლოროფილს რომელიც ზეთს აძლევს მომწვანო ფერს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი.

კანაფის თესლის ზეთის სასარგებლო თვისებები

კანაფის თესლის ზეთი გარდა იმისა, რომ შეიცავს უამრავ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტებს და ორგანიზმისთვის წარმოადგენს ძალიან სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას. ის ასევე არის უნიკალური სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალება. მის სისტემარიურ გამოყენებას გვირჩევენ როგორც ხალხურ ასევე ტრადიციულ მედიცინაში. ის გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემის დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

გულ–სისხლძარღვთა სისტემა. ეს ზეთი შეიცავს ომეგა 3, 6 და 9 – ს. თანაც ყველაზე სასარგებლო თანაფარდობით. ასევე შეიცავს ფიტოსტეროლებს. ეს პროდუქტი შესანიშნავი ქოლესტერინის დამწევი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ასუფთავებს სისხლძარღვების კედლებს. ასევე კანაფის ზეთი შეიცავს ვიტამინებს E, C, B6, კალციუმს, მანგანუმს და ფოსფორს, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენენ სისხლძარღვების მდგომარეობაზე და გულის კუნთზე. რეკომენდირებულია რეგულარულად მიიღონ კანაფის თესლის ზეთი იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, თრომბოფლებიტი, ვარიკოზული ვენები. გარდა ამისა, ეს პროდუქტი შეიძლება იყოს ეფექტური პრევენციული ღონისძიება არ მხოლოდ ამ დაავადებების, არამედ ინსულტის და გულის შეტევის.

სისხლმბადი სისტემა. კანაფის ზეთი შეიცავს ქლოროფილს, თუთიას და რკინას. ეს ნივთიერებები მონაწილეობას იღებენ სისხლის უჯრედის სინთეზში. ეს პროდუქტი რეკომენდებული ანემიით დაავადებული ადამიანებისთვის.

სასუნთქი სისტემა. ეს ზეთი ეფექტურია ასთმისა და სასუნთქი გზების ინფექციების კომპლექსური თერაპიის დროს. ის, რომ ზეთი ეფექტურად მოქმედებს სასუნთქ გზებზე ეს, ჯერკიდე დადასტურებული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. ზეთის სისტემატიური გამოყენება რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის რომლებიც დაავადებულნი არიან ბრონქიტით, ზედა სასუნთქი გზების კატარით, ასთმით, პნევმონიით და ტუბერკულოზით.

საჭმლის მომნელებელი სისტემა. ზეთის სისტემატიური გამოყენება დადებითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მთლიანობაში. ის გამოიჩევა დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეხორცების საოცარი უნარით. ასევე მას კარგი ჩვენება აქვს კოლიტის, ენტერიტის, გასტრიტის, სხვადასხვა ეტიოლოგიის წყლულის, ბუასილის და ქოლეცისტიტის დროს. გარდა ამისა, კანაფის ზეთს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, ამიტომ ვინც მიდრეკილია ყაბზობისკენ კარგი იქნება ჩართონ თავის ყოველდღიურ რაციონში.

კანი, ფრჩხილები და თმა. კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის ზეთის გამოყენებიდან 2–3 კვირაში გაგიძლიერდებათ ფრჩხილები, თქვენი კანი გახდება უფრო ჯანმრთელი და ხავერდოვანი. ასევე თქვენი თმა უფრო სრაფი ზრდით გაგახარებთ.

საყრდენ მამოძრავებელი აპარატი. ზეთს აქვს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, ოდნავ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას, რომელიც აძლიერებს ძვლებს. ასევე გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ოსტეოქონდროზის, ართროზის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოპოროზის, დაჭიმულობის და მოტეხილობის სამკურნალოდ.

ნერვული სისტემა. კანაფის ზეთს დადებითი ზეგავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე. მაგალითად ვისაც აქვს: უძილობა, ნევროზი, აუტიზმი, ქცევის სხვადასხვა დარღვევები, ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, დაგვიანებული რეაქციები ამ შემთხვევაში ექიმები ურჩევენ თავის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ ზეთი.

ნივთიერებათა ცვლა. ზეთის რეგულარული გამოყენება ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვინც იცავს დიეტას წონაში დაკლების მიზნით.

ონკოლოგიური დაავადებები. კანადელი მეცნიერი სიმპსონი კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კანაფის ზეთს შეუძლია ებრძოლოს ონკოლოგიურ დაავადებებს.

მაგალითად: სხივური თერაპიის შემდეგ როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ძალიან სუსტდება, ამ დროს კანაფის ზეთი ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით რითაც ეხმარება უჯრედების სწრაფ რეგენერაციაში. ასევე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას.

ასევე როგორც ზევით აღვნიშნეთ ზეთი შეიცავს ქლოროფილს. ქლოროფილი დიდ როლს თამაშობს სისმსივნური უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამცირებს უჯრედების გადაგვარების პროცესს. ასევე ის ხელს უშლის მეტასტაზების განვითარებას. კანაფის ზეთი განსაკუთრებით ეფექტურია ინტენსიური თერაპიის დროს.

ქალებისთვის. კანაფის ზეთის რეგულარული გამოყენება ამცირებს წინამენსტრუალურ უარყოფით გამოვლინებებს, ასევე აუმჯობესებს ჯანმრთელობას მენოპაუზის დროს. ასევე არსებობს სამკურნალო პრქტიკა ამ ზეთით საკვერცხეების კისტის მკურნალობაში.

კაცებისთვის. ზეთის გამოყენება დადებითად აისახება მამაკაცის სასქესო სისტემაზე. ზეთი აქტიურად გამოიყენება იმპოტენციის პროფილაქტიკისთვის. ასევე გამოიყენება პროსტატის ადენომისა და პროსტატის სისმსივნის სამკურნალოდ.

კანაფის ზეთის მიღების წესი

1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში ჭამის დროს.

1400 მგ-ის მისაღებად მიიღეთ 2 კაფსულა დღეში.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.