ზვიგენის ხრტილი არის ბუნებრივი ნივთიერება. მას იღებენ ზვიგენის ჩონჩხის ნაწილებისგან მაგალითად: ფარფლებისგან და თავის ქალისგან. მართალია ზვიგენის მთელი ჩონჩხი ხრტილოვანია და მას ძვლები არ გააჩნია, მაგრამ სწორედ ზვიგენის ჩონჩხის ეს ნაწილები გაცილებით მდიდარია იმ სასარგებლო ნივთიერებებით რომლებიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. თანაც ორგანიზმი სწორედ ამ ადგილებიდან აღებულ ხრტილს ითვისებს ადვილად.
ვიტამინები: A, C.
მიკროელემნტები: ფოსფორი, კალციუმი, თუთია.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნივთიერება ქონდროიტინი.
ქონდროიტინი. ქონდროიტისგან ორგანიზმში ფორმირდება ხრტილოვანი ქსოვილი და შემაერთებელი ქსოვილები. ამავე დროს ის არის სინოვიალური სითხის შეუცვლელი კომპონენტი. სინოვიალური სითხე მოთავსებუია სახსარში და უზრუნველყოფს სახსრების მოძრაობას. ასევე ქონდროიტინი კვებავს ხრტილოვან ქსოვილს საკვები ნივთიერებებით. მისი ერთერთი თვისების წყალობით შემაერთებელი ქსოვილები ინარჩუნებენ სითხეს და საკვებ ნივთიერებებს. ქონდროიტინის წყალობით ხრტილოვან ქსოვილში ჩქარდება ფოსფორისა და კალციუმის მეტაბოლური პროცესი და ეხმარება ძვლოვან ქსოვილს კალციუმის შეთვისებაში. ასევე ის ამცირებს იმ ფერმენტების მოქმედებას რომლების ხელს უწყობს ქსოვილების დაშლას.
როგორც ზევით ავღნიშნეთ ზვიგენის ხრტილი თავისი შემადგენლობის წყალობით წარმოადგენს მრავალფუნქციურ პროდუქტს. ის გამოიყენება არამხოლოდ სახსრების არამედ მთელი ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საუბარი იყო მის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებაზეც, მისი მოქმედება ამ შემთხვევაში შემოიფარგლება იმით, რომ ხელს უშლის აბსოლუტურად არასაჭირო სისხლის კაპილარების გაჩენას, რომლებიც წარმოიქმნება სიმსივნური დაავადების დროს რომელთა მეშვეობითაც იკვებება სიმსივნური უჯრედები.
1 კაფსულა 3 - ჯერ დღეში ჭამის დროს.
თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
არ მიიღოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.