სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ქუსლის დეზის მალამო
ფეხის ქუსლის დეზის სამკურნალო მალამო
ფლაკონში არის 50 მილილიტრი
1 – 25.00 ლარი
2+1 - 50 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მოგეწოდებათ 50 მილილიტრიანი პლასტმასის ფლაკონით, როგორც არის ასახული ფოტოზე.

ქუსლის დეზის მალამო

ქუსლის დეზი მალამო დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი და მცენარეული ინგრედიენტებისგან. არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს, ამიტომ მას არ აქვს არანაირი ურყაფითი მოქმედება ორგანიზმზე. მალამო მზადდება სპეციალური მეთოდით რომლის დახმარებითაც მალამოში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერება.

მალამოს შემადგენლობაში შედის:

  1. ხარისძირას ფესვი;
  2. გულყვითელა (კალენდულა);
  3. ლაშქარას ფესვი;
  4. ოროვანდის ფესვი;
  5. კოჭა (იმბირი);
  6. ადამის ფესვი;
  7. ევკალიპტის ფოთოლი;
  8. გვირილა (სააფთიაქო);
  9. ორკბილა;
  10. ფუტკრის სანთელი;
  11. პროპოლისი (დინდგელი);
  12. მცენარეული ზეთი.

ქუსლის დეზის მალამოს თვისებები

ქუსლის დეზის მალამოს სამკურნალო მოქმედება მიმართულია ამ დაავადების როგორც სიმპტომების ასევე მისი გამომწვევი მიზეზის სამკურნალოდ. პრობლემურ ადგილში (პლანტარული ფასცია) აცხრობს ანთებას, ასევე ხელს უწყობს კალციუმის მარილების გაწოვას რაც იწვევს ანთებით პროცესს. ასევე ფეხის დაავადებულ ადგილში ხსნის ანთებით პროცესს, ხსნის ტკივილით გამოწვეულ სპაზმებს, ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და სისხლის კაპილარების გამართოვებელი მოქმედება. შედეგად აღადგენს ნივთიერებათა ცვლის პროცესს რაც დადებითად აისახება ამ დაავადების მკურნალობაზე.

ხარისძირას ფესვი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასუფთავებს სხეულს შლაკების, ტოქსინების, ლპობის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების, მარილების და რადიონუკლიდებისგან. ასევე ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას და განვითარებას. ასტიმულირებს ბიოლოგიურ პროცესებს რის შედეგადაც ჩქარდება ქსოვილების გასუფთავება და აღდგენა,

გულყვითელას (კალენდულა) აქვს ძლიერი რეგენერაციული, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გულყვითელა აძლიერებს სისხლძარღვებს და ათხელებს სისხლს. ქუსლის დეზი არის ფასციის ანთება ამიტომ გულყვითელა კარგი დამხმარე საშუალებაა ანთების ჩასაცხრობად და დაავადების განკურნების დასაჩქარებლად.

ლაშქარას ფესვი სწრაფად ხსნის ძვლებისა და სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. ძირითადი კომპონენტია ნივთიერება ალანტოინი. ეს აჩქარებს ინერტული ქსოვილების შერწყმას, აქვს გამოხატული რეგენერაციული ეფექტი, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და აღადგენს დაზიანებულ ადგილებს.

ოროვანდის ფესვი გამოიყენება ქსოვილებში მარილების დაგროვების დროს. ასევე კუნთოვანი სისტემის, სახსრებისა და ნერვული დაბოლოებების დაავადებების შემთხვევაში.

ადამის ფესვი შეიცავს პექტინს და ცხიმოვან ზეთებს. ეს ნივთიერებები კანზე მოქმედებენ როგორც ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებლები. ამიტომ მისი გარეგანი გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და ქსოვილებზე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხოლო მასში შემავალი სტეროიდების წყალობით ის ასუფთავებს სისხლს და ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვების კედლები.

კოჭა (იმბირი) აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მომოქცევას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ამცირებს ტკივილს ამ დაავადების დროს. ხსნის შეშუპებას და კუნთების დაჭიმვისას.

გვირილას აქვს ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური, ანტისპაზმური და მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება. ასევე კრგად ხსნის ალერგიულ ფონს, ხსნის გაღიზიანებას და ქავილს. ასეთი თვისებების გამო მისი გამოყენება მალამოში კარგ შედეგებს იძლევა ქუსლის დეზის კომპლექსური მკურნალობის დროს.

ევკალიპტის ფოთოლს აქვს მრავალფუნქციური მოქმედება ორგანიზმზე. მას განსაკუთრებულად გამოხატული აქვს ანტიბაქტერიული, ვირუსების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე აქვს დამამშვიდებელი მოქმედება ქსოვილებზე და ხსნის გაღიზიანებას.

ორკბილა გამოიყენება კანის დაავადებების როგორიც არის ფსორიაზი, დერმატიტი, ატიპიური დერმატიტი, ფურუნკულოზი და ა. შ. ასევე კარგად შველის ალერგიულ გამონაყარს. ეს თვისებები მოგაშორებთ კანიდან ყველა არასასიამოვნო პროცესებს.

პროპოლისი "დინდგელი" ძალიან მდიდარია ნივთიერებებით. როგორც მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა ის შედგება 400 მეტი ნივთიერებისგან რომლებიც სინთეზრდება მხოლოდ მცენარეებში. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს ქსოვილების ჯანმრთელობაზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც დაზიანებულ ფასიაში ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.

ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები ქუსლის არეში. ცვილი ამარაგებს ფასციას საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.

მალამოს მოქმედება პლანტარულ ფასციიტზე:

  1. გამოიყენება ქუსლის დეზის სამკურნალოდ სამკურნალოდ;
  2. ხსნის ტკივილის, ანთებას და ქსოვილის შეშუპებას;
  3. ეხმარება ქსოვილს კალციუმის მარილების დაშლაში;
  4. აჩქარებს შემაერთებელი ქსოვილების აღდგენით პროცესებს.
  5. აფართოვებს შევიწროვებულ სისხლძარღვებს და კაპილარებს, რის შედეგადაც აღადგენს პრობლემური ქსოვილის კვებას;.
  6. ასევე აქვს მცირე გახურების ეფექტი;

ქუსლის დეზის მალამო ძალიან ეფექტურია ქუსლის დეზის სამკურნალო კომპლექსთან ერთად, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი პლანტარული ფასციიტის პრობლემასთან საბრძოლველად. კომპლექსი მოქმედებს ამ დავადების გამომწვევი მიზეზის ანუ კალციუმის მარილების და საერთოდ მარილების დაგროვების წინააღმდეგ. ასევე ორგანიზმიდან გამოჰყავს ჭარბი მარილი, რის შედეგადაც ორგანიზმი თავისუფლდება ამ დაავადების გამომწვევის მიზეზისგან წინააღმდეგ. ხოლო მალამო მოქმედბს ლოკალურად რის შედეგადაც ჩქარდება განკურნების პროცესები.

ქუსლის დეზის მალამოს გამოყენება

მცირე რაოდენობის მალამო წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ წრიული მოძრაობით იმდენ ხანს, სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. დილით და საღამოს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 3 ჯერ.

მალამოს წასმის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს კანის შეხურება რაც ახასიათებს კოჭას.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ადამის ფესვზე ან რომელიმე ინგრედიენტზე რომელიც შედის მალამოს შემადგენლობაში.

შეამოწმეთ თქვენი ორგანიზმი ალერგიულობაზე სანამ გამოიყენებთ მალამოს.

შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

გამოყენების პერიოდში შეიძლება აღინიშნოს მალამოში შემავალი მცენარეების ინდივიდუალური გადაუტანლობა.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.