ნონი (Morinda citrifolia) ევროპელი ბოტანიკოსებისთვის ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში კარგად იყო ცნობილი. ორლებნიან მცენარეთა კლასი, რომელსაც ნონი ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ მცენარეთა ოჯახია, თუმცა ყველაზე ხშირად მას ტროპიკებში ვხვდებით.
მცენარე ნონის აღწერა
ნონი ხარობს, როგორც უღრან ტროპიკულ ტყეებში, ისე კლდოვან და ქვიშიან სანაპიროზე. ნონი შემგუებელი მცენარეა და შეუძლია იხაროს მარილიან, ვულკანურ და კირქვოვან ნიადაგზე. ეს არის მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც ძირითადად გვხვდება მალაიზიაში, პოლინეზიაში, ავსტრალიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში. მცენარე გვხვდება, როგორც პატარა ბუჩქის ისე 6-7 მეტრი სიმაღლის მქონე ხის სახით. ნონის აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა. ნონის ნაყოფი საშუალო კარტოფილის ზომისაა, თუმცა შეიძლება ფეხბურთის ბურთის ზომასაც მიაღწიოს. ის შეიცავს ბევრ პატარა თესლს. ნაყოფის ხარისხი არ არის დამოკიდებული მის ზომაზე. დაუმწიფებელი ნაყოფი მწვანე ფერისაა, დამწიფებისას კი ის იძენს თეთრ ან ღია ყვითელ ფერს, ამასთანავე, კანი მთლიანად გამჭვირვალე ხდება. ნაყოფის შეფერილობა შეიძლება იყოს დაწყებული მწვანედან დამთავრებული თითქმის შავით.
დამწიფებული ნაყოფი ხორციანი და ჟელესებრია, გემო მწკლარტე ან მწარე შეიძლება ჰქონდეს, სუნით კი წააგავს დიდხანს ნადებ დაობებულ ყველს. მიუხედევად ამისა, წყნარი ოკეანის კუნძულებზე ეს ნაყოფი მთავარ საკვებ პრობუქტად ითვლება. ადგილობრივი პოლინეზიელები ადვილად ცნობენ ნონის ნაყოფს ფერით და სუნით, რომელიც მწიფე ნაყოფს ახასიათებს. ნონის ბუჩქზე მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ყვავილების და დამწიფების სხვადასხვა სტადიაში მყოფი ნაყოფის ნახვა. ზრდასრულ მცენარეზე ყოველთვიურად 50 კგ-მდე მოსავლის აღება შეიძლება.
ხეს ვერას აკლებს მცენარეული დაავადებები და პარაზიტები. ნაყოფი შეიცავს ასკორბინის მჟავას და ცხიმოვან მჟავებს - კაპრილის და კაპრონის. სწორედ ამ ორი მჟავის გამო აქვს მწიფე ნაყოფს ასეთი მკვეთრი სუნი. მეცნიერებმა ნონის ნაყოფში აღმოაჩინეს ნაერთი სკოპოლიტინი რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. გარდა ამისა სკოპოლიტინი მჭიდროდ უკავშიდება კომპონენტ სეროტონინს, რომელიც აუცილებელია ადამიანის სისხლის უჯრედებისა და თავის ტვინისთვის.
გარდა ამისა, ნონის ნაყოფში აღმოაჩინეს ნივთიერება დერმაკანტალი (Damnacanthal). მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ინექციები დერმაკანტალის შემცველობით აჩერებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. მეცნიერების ყველაზე დიდ ინტერესს კი იწვევს ნაყოფში არსებული ალკალოიდი ქსერონინი. ნაყოფში თავად ქსერონინი მცირე დოზითაა, თუმცა მასში დიდი რაოდენობითაა მისი წარმომქმნელი ნივთიერება პროქსერონინი. ნაწლავებში პროქსერონინი რეაქციაში შედის იქ არსებულ ენზიმთან შედეგად კი წარმოიქმნება ქსერონინი. ქსერონინი კი ორგანიზმში ააქტიურებს არააქტიურ პროტეინებს და არეგულირებს აქტიური პროტეინების სიმკვრივეს და ფორმას.
ნონის სამკურნალო თვისებები
მცენარე ნონის სამეცნიერო შესწავლა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. 90-იან წლებში ნონის წვენის გაყიდვა დაიწყო აშშ-ში იქიდან კი სწრაფად გავრცელდა ყველა კონტინენტზე. თანამედროვე მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია ნონის შემდეგი სამკურნალო თვისებები: სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო, ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო, სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური, ანალგეტიკური, ანტირეტროვირუსული (აივ), ანტინარკოტიკული, ანტიპარაზიტული, ჰიპოტენზიური (ანტიჰიპერტენზიული), ჰიპოქოლესტერინემიური, იმუნომასტიმულირებელი, საფაღარათო, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს (დიაბეტი, წონის კლება და სხვა) და ებრძვის დაბერების პროცესს.
ნონის გამოყენება
არტერიული წნევის დარეგულირება (ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია) ნონის ექსტრაქტი შეიცავს საკვებ ნივთიერებებს - პოლინუტრიენტებს, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნიათ. სკოპოლიტინი - ნონის ფიტონუტრიუნტული კომპონენტი - აფართოებს შეკუმშულ სისხლძარღვებს. შედეგად ხდება არტერიული წნევის დარეგულირება და ნაკლებად ხდება გულის ცვეთა. კლინიკური კვლევებით გამოვლინდა, რომ სკოპოლიტინი დაბლა წევს სისხლის წნევას, მაგრამ არასოდეს ფიზიოლოგიური ნორმის დაბლა. ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ სისხლის წნევა დავარდნილიყო ანტიჰიპერტენზიულ დონემდე.
ნევროზი, დეპრესია და ქრონიკული დაღლილობა ალკალოიდი ქსერონინი, ნონის ერთ-ერთი მთავარი აქტიური კომპონენტი, ზემოქმედებს ტვინის სუბკორტიკალურ სტრუქტურებზე, რომლებიც მდებარეობს ჰორმონ ენდორფინის გამომუშავების ცენტრთან. ქსერონინი მოქმედებს, როგორც თანაჰორმონი და ააქტიურებს რეცეპტორულ ცილას „ბედნიერების ჰორმონს“. ნონის მიღების შემდეგ ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ და ენერგიულად გრძნობდნენ.
ტკივილის გაყუჩება, განსაკუთრებით თავის, სახსრების და ხერხემლის. ნონის კიდევ ერთი საყოველთაოდ აღიარებული თვისება თითქმის ყველა სახის ტკივილის გაყუჩებაა, განსაკუთრებით თავის, სახსრების და ხერხემლის. ეს კი ქსერონინის და ენდოგენური ენდორფინის ერთობლივი მოქმედების შედეგია. გადა ამისა, ნონი აჩქარებს ცილებისა და სხვადასხვა სახის ნეირომედიატორების სინთეზს, შედეგად ისინი არეგულირებენ მრავალ ბიოქიმიურ პროცესს.
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები. ნონის შემადგენლობაში არსებული ანთრაქინონები ასტიმულირებს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას და აძლიერებს სეკრეციას მათ შორის ფერმენტების და წვენის გამოყოფას. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ნონის დადებით გავლენას უზრუნველყოფს სეროტონინი. ადამიანს მთელს სხეულში და თავის ტვინში აქვს სეროტონინის რეცეპტორები, მაგრამ ეს რეცეპტორები ყველაზე დიდი რაოდენობით არა თავში, არამედ წვრილნაწლავში არის აღმოჩენილი. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ ნონის ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს рН-ბალანსის შენარჩუნებაში, როგორც უჯრედებში, ისე მთელს ორგანიზმში, რაც თავის მხრივ აუცილებელი პირობაა ნივთიერებათა ცვლის გამართული ფუნქციონირებისთვის.
იმუნოდეფიციტი. ნონის რეგულარული გამოყენებისას ადამიანები აღარ ავადდებიან გაციებით გამოწვეული დაავადებებით. ნონის აქვს ძლიერ გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც პირველ რიგში საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვლინდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, თანაც ბევრ ანთებით დაავადებას თან სდევს დისბაქტერიოზი. ასე რომ, ნონის დანიშვნა შეიძლება პრობიოტიკებთან ერთად.
ჰორმონალური და ენდოკრინული ბალანსის ნორმალიზება ნონი შეიცავს ბუნებრივ სტეროლებს - ლიპიდურ ერთეულებს, რომლებიც სხვადასხვა ჰორმონის, მათ შორის სქესობრივის, წინამორბედია. ბევრი ექიმი აღნიშნავს ნონის მარეგულირებელ მოქმედებას სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიის დროს. ენდოკრინული სისტემის ბალანსის ბუნებრივი რეგულაციისთვის, ნონი როგორც ჩანს, ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონალური კომპონენტების გამოყოფას. ნონი ებრძვის კანის სხვადასხვა დაავადებას მაგალითად: ახალგაზრდულ აკნეს, ძირმაგარას, კანის დამწვრობას, პიგმენტურ ლაქებს, ასაკით გამოწვეულ პიგმენტაციას, ფრჩხილის სოკოს, აბსცესს, ოფლიანობას.
- სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო.
- ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო.
- სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო.
- ანთების საწინააღმდეგო.
- ანტიბაქტერიული.
- ანტისეპტიკური.
- ანტიოქსიდანტური.
- ანალგეტიკური.
- ანტირეტროვირუსული (აივ).
- ანტინარკოტიკული.
- ანტიპარაზიტული.
- ჰიპოტენზიური (ანტიჰიპერტენზიული).
- ჰიპოქოლესტერინემიური.
- იმუნომასტიმულირებელი.
- საფაღარათო.
- აუმჯობესებს სპერმატოგენეზს.
- აუმჯობესებს მეტაბოლიზმს (დიაბეტი, წონის კლება და სხვა).
- ებრძვის დაბერების პროცესს
გამოიყენეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.