სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ნონის ნაყოფი კაფსულებში
ნონის ნაყოფი კაფსულებში
ფლაკონში არის 120 კაფსულა / 1 კაფსულა 410 მილიგრამი
60 – 35.00 ლარი
1 – 59.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ნონის ნაყოფი კაფსულებში

ნონის ნაყოფი ეს არის სუპერ ხილი რომელიც მოგეწოდებათ პირდაპირ სახლის კართან. ამ მწვანე ნაყოფმა, რომლელსაც აქვს უსწორმასწორო ზედაპირი, მოიგო მრავალი ადამიანის გული რომლებიც ზრუნავენ საკუთარი თავის ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი კი შთამბეჭდავი კვების პროფილის წყალობით.

ნონის გამოყენება

არტერიული წნევის დარეგულირება (ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია) ნონის ექსტრაქტი შეიცავს საკვებ ნივთიერებებს - პოლინუტრიენტებს, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნიათ. სკოპოლიტინი - ნონის ფიტონუტრიუნტული კომპონენტი - აფართოებს შეკუმშულ სისხლძარღვებს. შედეგად ხდება არტერიული წნევის დარეგულირება და ნაკლებად ხდება გულის ცვეთა. კლინიკური კვლევებით გამოვლინდა, რომ სკოპოლიტინი დაბლა წევს სისხლის წნევას, მაგრამ არასოდეს ფიზიოლოგიური ნორმის დაბლა. ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ სისხლის წნევა დავარდნილიყო ანტიჰიპერტენზიულ დონემდე.

ნევროზი, დეპრესია და ქრონიკული დაღლილობა ალკალოიდი ქსერონინი, ნონის ერთ-ერთი მთავარი აქტიური კომპონენტი, ზემოქმედებს ტვინის სუბკორტიკალურ სტრუქტურებზე, რომლებიც მდებარეობს ჰორმონ ენდორფინის გამომუშავების ცენტრთან. ქსერონინი მოქმედებს, როგორც თანაჰორმონი და ააქტიურებს რეცეპტორულ ცილას „ბედნიერების ჰორმონს“. ნონის მიღების შემდეგ ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ და ენერგიულად გრძნობდნენ.

ტკივილის გაყუჩება, განსაკუთრებით თავის, სახსრების და ხერხემლის. ნონის კიდევ ერთი საყოველთაოდ აღიარებული თვისება თითქმის ყველა სახის ტკივილის გაყუჩებაა, განსაკუთრებით თავის, სახსრების და ხერხემლის. ეს კი ქსერონინის და ენდოგენური ენდორფინის ერთობლივი მოქმედების შედეგია. გადა ამისა, ნონი აჩქარებს ცილებისა და სხვადასხვა სახის ნეირომედიატორების სინთეზს, შედეგად ისინი არეგულირებენ მრავალ ბიოქიმიურ პროცესს.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები. ნონის შემადგენლობაში არსებული ანთრაქინონები ასტიმულირებს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას და აძლიერებს სეკრეციას მათ შორის ფერმენტების და წვენის გამოყოფას. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ნონის დადებით გავლენას უზრუნველყოფს სეროტონინი. ადამიანს მთელს სხეულში და თავის ტვინში აქვს სეროტონინის რეცეპტორები, მაგრამ ეს რეცეპტორები ყველაზე დიდი რაოდენობით არა თავში, არამედ წვრილნაწლავში არის აღმოჩენილი. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ ნონის ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს рН-ბალანსის შენარჩუნებაში, როგორც უჯრედებში, ისე მთელს ორგანიზმში, რაც თავის მხრივ აუცილებელი პირობაა ნივთიერებათა ცვლის გამართული ფუნქციონირებისთვის.

იმუნოდეფიციტი. ნონის რეგულარული გამოყენებისას ადამიანები აღარ ავადდებიან გაციებით გამოწვეული დაავადებებით. ნონის აქვს ძლიერ გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც პირველ რიგში საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვლინდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, თანაც ბევრ ანთებით დაავადებას თან სდევს დისბაქტერიოზი. ასე რომ, ნონის დანიშვნა შეიძლება პრობიოტიკებთან ერთად.

ჰორმონალური და ენდოკრინული ბალანსის ნორმალიზება ნონი შეიცავს ბუნებრივ სტეროლებს - ლიპიდურ ერთეულებს, რომლებიც სხვადასხვა ჰორმონის, მათ შორის სქესობრივის, წინამორბედია. ბევრი ექიმი აღნიშნავს ნონის მარეგულირებელ მოქმედებას სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიის დროს. ენდოკრინული სისტემის ბალანსის ბუნებრივი რეგულაციისთვის, ნონი როგორც ჩანს, ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონალური კომპონენტების გამოყოფას. ნონი ებრძვის კანის სხვადასხვა დაავადებას მაგალითად: ახალგაზრდულ აკნეს, ძირმაგარას, კანის დამწვრობას, პიგმენტურ ლაქებს, ასაკით გამოწვეულ პიგმენტაციას, ფრჩხილის სოკოს, აბსცესს, ოფლიანობას.


  1. სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო.
  2. ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო.
  3. სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო.
  4. ანთების საწინააღმდეგო.
  5. ანტიბაქტერიული.
  6. ანტისეპტიკური.
  7. ანტიოქსიდანტური.
  8. ანალგეტიკური.
  9. ანტირეტროვირუსული (აივ).
  10. ანტინარკოტიკული.
  11. ანტიპარაზიტული.
  12. ჰიპოტენზიური (ანტიჰიპერტენზიული).
  13. ჰიპოქოლესტერინემიური.
  14. იმუნომასტიმულირებელი.
  15. საფაღარათო.
  16. აუმჯობესებს სპერმატოგენეზს.
  17. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს (დიაბეტი, წონის კლება და სხვა).
  18. ებრძვის დაბერების პროცესს

ნონის კაფსულების მიღები წესი

მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის დროს.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.

არ მიიღოთ 18 წლის ქვევით ასაკის მქონე ბავშვებმა.

თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.