მცენარეული ზეთების სამკურნალოდ გამოყენების კულტურა ითვლის ათასწლეულებს. აქ განთავსებული ზეთები ძირითადად მიღებულია მაცერაციის გზით რადგან ბალახოვანი მცენარეები ძირითადად არ წარმოადგენენ ზეთოვან კულტურებს. არჩევანი საკმაოდ დიდია. რაც მთავარია ასორტიმენტი არის მზარდი.
მცენარეული ზეთების შესახებ
მცენარეული ზეთები მრავალი საუკუნეა რაც გამოიყენება ადამიანის მიერ სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ რასაც განაპირობებს მცენარეების განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა. სწორედ ასეთი მრავალფეროვნება განაპირობებს ზეთების მრავალფეროვნებასაც.
ზეთების გამოყენება შესაძლებელია როგორც გარეგანი ასევე შინაგანი სახით. ეს განაპირობებულია მცენარის ქიმიური შემადგენლობით. ყოველი ზეთის აღწერილობაში შეგიძლიათ გაეცნოთ მისი გამოყენების ინსტრუქციას.
ზეთების სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის ან სმენია მათ შესახებ.. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველა სამკურანალო მცენარეს აქვს თავისი უარყოფითი თვისებები ასევე ყველა ზეთს აქვს თავისი უკუ ჩვენებებიც, ამიტომ, სანამ გამოიყენებთ რომელიმე მათგანს უმჯობესია გაეცნოთ მის ანოტაციას.
ზოგიერთ შემთხვევაში, ალერგიული ადამიანები აღნიშნავენ, რომ მათ შემთხვევაში ზეთს ჰქონდა ალერგიული რეაქცია. ეს გასაკვირი არ არის რადგან დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ალერგიული მრავალი საკვები პროდუქტის მიმართაც კი. ამიტომ სანამ გამოიყენებთ რომელიმე მათგანს, დაზღვევის მიზნით ყოველთვის უნდა შეამოწმოთ კანზე, შემხვევით ხომ არ ხართ ალერგიული რომელიმე კომპონენტის მიმართ.