გთავაზობთ ნივრის ზეთს თხევადი ფორმით. პროდუქტი არის ნივრის მაღალკონცენტრირებულ ექსტრაქტი, რომელიც მიღებულია ნივრის ბოლქვების და ცივად დაწურული სელის თესლის ზეთის მაცერაციის (დაყენების) გზით. ექსტრაქციის ეს მეთოდი უზრუნველყოფს ნივრის ბიოაქტიური ნაერთების, მათ შორის ალიცინის, მაქსიმალურ შენარჩუნებას, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი თვისებებით. სელის თესლის ზეთი, თავის მხრივ, მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც ამ პროდუქტს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის ჯანმრთელობისთვის. პროდუქტი არ შეიცავს სხვა დანამატებს.
ნივრის ზეთი თხევადი ფორმით წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მედიცინაში. მისი მიღება შესაძლებელია როგორც შიგნით, ასევე გარეგანი გამოყენებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია დაიცვათ რეკომენდებული დოზირება და გაითვალისწინოთ შესაძლო უკუჩვენებები.