სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ლაშქარას ზეთი
ლაშქარას ფესვის ზეთი - გარეგანი გამოყენებისთვის
ფლაკონში არის 100 მილილიტრი
1 – 17.00 ლარი
2+1 - 34 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

ლაშქარას ზეთი

ლაშქარას ზეთი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. ოკოპნიკის ფესვისგან და მცენარეული ზეთისგან. კონცენტრაცია არის 20%. ზეთი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაშქარას სამკურნალო თვისებები ალანტოინის და როზმარინის მჟავას დამსახურებაა. ეს ნაერთები ადვილად აღწევენ კანში, აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების დამცხრობი ეფექტი. როზმარინის მჟავას აქვს თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი, ხოლო ალანტოინს ეპიდერმისის და ქსოვილების რეგენერაციის უნარი.

ლაშქარას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ყველაზე ხშირად ფესვისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ რთულად შეხორცებადი ტრავმების დროს. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:

  1. დაჭიმულობა.
  2. ნაღრძობი.
  3. სისხლჩაქცევები.
  4. ზურგისა და კუნთების ტკივილი.
  5. რევმატიზმი.
  6. სახსრების ტკივილი.
  7. ოსტეოპოროზი.
  8. დამწვრობა.
  9. მოყინვა.
  10. კანის გაღიზიანება.
  11. კანის წყლულოვანი დაზიანება.
  12. ღია და დახურული მოტეხილობა.
  13. მყესების დაჭიმულობა და გაწყვეტა.

ლაშქარას ფესვი შეიცავს ნუტრიენტების კომპლექსს, რომელიც სწრაფად ხსნის ძვლებისა და სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. ძირითადი კომპონენტია ნივთიერება ალანტოინი. ეს აჩქარებს ინერტული ქსოვილების შერწყმას, აქვს გამოხატული რეგენერაციული ეფექტი, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და აღადგენს დაზიანებულ ადგილებს.

სპორტსმენები მას აფასებენ მისი უნარის გამო, შეამსუბუქოს ტკივილი კუნთების დაჭიმვისა და ტრავმების დროს.

ლაშქარას ექსტრაქტი შედის ბევრი ფარმაკოლოგიური პრეპარატის შემადგენლობაში.

მეცნიერული კვლევები ადასტურებს მის უნარს დადებითი ზემოქმედება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან გარსზე, იმუნურ სისტემაზე და ლეიკოციტების გამომუშავებაზე. ივარაუდება, რომ მას შეუძლია კიბოს განკურნება.

გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენება: გამოიყენეთ ზეთი მინიმუმ 10-დღიანი კურსებით. პრობლემურ ადგილებში ზეთი შეიზილეთ ნელი წრიული მოძრაობით. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია უფრო ხანგრძლივადაც. მაქსიმუმ 21 - 30 დღე. არ გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე.

გაფრთხილება

გამოყენებამდე შეამოწმეთ ხომ არ ხართ ალერგიული ამ მცენარეზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ ასე: მაჯის შიდა მხარეს წაისვით მცირე რაოდენობის ზეთი და დაელოდეთ 30 - 45 წუთი. თუ არ აღინიშნა არანაირი ალერგიული გამოვლინება შეგიძლიათ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.

არ არის რეკომენდირებული ლაშქარას გამოყენება ღია ჭრილობის დროს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადვილად შეიძლება მოხდეს მავნე ნივთიერებების (ალკალოიდების) სისხლში შეწოვა. მისი გამოყენება უმჯობესია, როცა ჭრილობა უკვე შეხორცებულია.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.