ტყის პიტნის ზეთი თხევადი ფორმით
ბოთლში არის 100 მილილიტრი
21.00 ლარი
2 38.00 ლარი
2 38.00 ლარი
მოგეწოდებათ ფოტოზე მოცემული სახით.
ტყის პიტნის ზეთი 100 მილილიტრი
გთავაზობთ ტყის პიტნის ზეთს თხევადი ფორმით. პროდუქტი არის პიტნის მაღალკონცენტრირებული ექსტრაქტი, რომელიც მიღებულია მცენარის ფოთლებისგან და ცივად დაწურული სელის თესლის ზეთისგან, მაცერაციის (დაყენების) მეთოდით.
- მწარმოებელი - საქართველო / მწვანე აფთიაქი.
- ბოთლის მასალა - (პეტ) პლასტმასი.
- ზეთის მოცულობა - 100 მილილიტრი.
- შემადგენლობა:
- ტყის პიტნის 20% ზეთოვანი ექსტრაქტი.
- საბაზისო ზეთი - ცივად დაწურული სელის ზეთი.
ტყის პიტნის ზეთი თხევადი ფორმით წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მედიცინაში. მისი მიღება შესაძლებელია როგორც შიგნით, ასევე გარეგანი გამოყენებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია დაიცვათ რეკომენდებული დოზირება და გაითვალისწინოთ შესაძლო უკუჩვენებები.
დოზირება
- ზრდასრულები: 10-30 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
- ბავშვები: ექსტრაქტის შიგნით მიღება ბავშვებში არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე.
გაფრთხილება
- არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე.
- გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს, ან ხართ 18 წლამდე ასაკის მოზარდი.
