გულყვითელას ზეთი დამზადებულია საქართველოში. ზეთი მზადდება მცენარის ყვავილისგან. მცენარეული ზეთების დამზადების მეთოდია მაცერაციის მეთოდი. ასეთი სახით ზეთში იხსნება კალენდულას ყველა სასარგებლო ნივთიერებები რომლებიც შედის მის შემადგენლობაში. ამიტომ ზეთის გამოყენება შეგიძლიათ როგორც შინაგანი ასევე გარეგანი სახით. ზეთი არის საკმაოდ კონცენტრირებული და სავსეა ყველა სამკურნალო თვისებებით. ჩვენი პროდუქცია არის უნიკალური რადგან მზადდება მხოლოდ ნატურალური პრუდუქტებისაგან და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს.
გულყვითელას აქვს ძლიერი რეგენერაციული, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გულყვითელას გამომშრალი ყვავილების ნაყენს აქვს ჰიპოტენზიური მოქმედება, ასტაბილურებს გულის კუნთის მუშაობას და გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. ეს სასარგებლო მცენარე მოგიხსნით სიცხეს, აღადგენს კანის და ლორწოვანი ქსოვილის დაზიანებულ არეს, მოაწესრიგებს საჭმლის მონელების და ნაღვლის ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესს. გულყვითელას ნახარშს შეუძლია გაუმკლავდეს კლიმაქსის არასასიამოვნო გამოვლინებებს.
გულყვითელას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:
შინაგანი გამოყენება. მიიღეთ დღეში 1 ჩ/კ. ჭამის დროს.
გარეგანი გამოყენება. ზეთი შეიზილეთ კანის პრობლემურ ადგილებში ხელის ნელი წრიული მოძრაობით. ასევე ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური დანიშნულებით და დაუმატოთ კრემებში, მაზებში და საპნებში.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ალერგია ამიტომ შეამოწმეთ ალერგიულობაზე.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის ზეთი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ზეთი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები ზეთი არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. ორსულებს მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ყელის ტკივილის დროს სავლებ საშუალებად. გულყვითელას ხსნარის დალევამ ან აბაზანის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მოცილება.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.
ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გულყვითელას გამოყენება აკრძალულია მცენარის ინდივიდუალური აუტანლობის, დაბალი წნევის და ბრადიკარდიის დროს.