ფლაკონში მოთავსებულია გულყვითელა იგივე კალენდულა. პროდუქტი არის დაფქული და მზად არის გამოსაყენებლად. გულყვითელა არის კარგი ხარისხის რადგან გაიარა შრობის და დამუშავების ყველა საჭირო პროცედურა და მასში სრულად არის შენარჩუნებული ყველა სასარგებლო ნივთიერება.
გულყვითელას აქვს ძლიერი რეგენერაციული, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გულყვითელას გამომშრალი ყვავილების ნაყენს აქვს ჰიპოტენზიური მოქმედება, ასტაბილურებს გულის კუნთის მუშაობას და გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. ეს სასარგებლო მცენარე მოგიხსნით სიცხეს, აღადგენს კანის და ლორწოვანი ქსოვილის დაზიანებულ არეს, მოაწესრიგებს საჭმლის მონელების და ნაღვლის ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესს. გულყვითელას ნახარშს შეუძლია გაუმკლავდეს კლიმაქსის არასასიამოვნო გამოვლინებებს.
გულყვითელას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:
სავლები. 2 ჩ.კ. გულყვითელას დუფქული ყვავილი ჩაყარეთ 200 მლ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 1 საათი. გამოივლეთ რაც შეიძლება ხშირას 5-6 ჯერ ყელში და პირის ღრუში. ან გამოიყენეთ კანზე საფენებად.
შინაგანი გამოყენებისთვის. 1 ჩ.კ. გულყვითელას დუფქული ყვავილი ჩაყარეთ 200 მლ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. ორსულებს მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ყელის ტკივილის დროს სავლებ საშუალებად. გულყვითელას ხსნარის დალევამ ან აბაზანის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მოცილება.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.
ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გულყვითელას გამოყენება აკრძალულია მცენარის ინდივიდუალური აუტანლობის, დაბალი წნევის და ბრადიკარდიის დროს.