გულყვითელა კაფსულებში დამზადებულია საქართველოში. მცენარის ყვავილები არის წმინდად დაფქული, გაცრილი და მოთავსებული კაფსულებში. ასეთი სახით ამ მცენარის მიღება აადვილებს მის მონელებას და ათვისებას. კალენდულას აქვს მდიდარი ქიმიური შემაგდენლობა რის შედეგადაც ორგანიზმს ეხმარება მრავალი დაავადების დამარცხებაში.
გულყვითელას აქვს ძლიერი რეგენერაციული, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გულყვითელას გამომშრალი ყვავილების ნაყენს აქვს ჰიპოტენზიური მოქმედება, ასტაბილურებს გულის კუნთის მუშაობას და გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. ეს სასარგებლო მცენარე მოგიხსნით სიცხეს, აღადგენს კანის და ლორწოვანი ქსოვილის დაზიანებულ არეს, მოაწესრიგებს საჭმლის მონელების და ნაღვლის ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესს. გულყვითელას ნახარშს შეუძლია გაუმკლავდეს კლიმაქსის არასასიამოვნო გამოვლინებებს.
გულყვითელას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:
მიიღეთ დღეში 1 ან 2 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის დროს, მცირე წყალთან ერთად.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. ორსულებს მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ყელის ტკივილის დროს სავლებ საშუალებად. გულყვითელას ხსნარის დალევამ ან აბაზანის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მოცილება.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.
ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გულყვითელას გამოყენება აკრძალულია მცენარის ინდივიდუალური აუტანლობის, დაბალი წნევის და ბრადიკარდიის დროს.