კალენდულას მალამო დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მის შემადგენლობაში შედის:
გულყვითელას მალამო დამზადებულია შერევის საუკეთესო მეთოდით, მას არ გაუვლია თერმული დამუშავება, რის შედეგადაც შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო ნივთიერება. მალამოს აქვს მუქი ყვითელი ფერი. აქვს თაფლის სანთლის სასიამოვნო სურნელი. პროდუქტი არის ნატურალური რადგან არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს! ზუსტად ამით გამოირჩევა ჩვენი პროდუქცია.
გულყვითელას (კალენდულა) აქვს ჭრილობის შეხორცების ძლიერი უნარი. ასევე ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასეთი სამკურნალო თვისებების გამო ის კარგად მკურნალობს კანის დაავადებებს.
ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. ცვილი ამარაგებს კანის ქსოვილს აღმდგენი და სამკურნალო ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.
გულყვითელას მალამოს შემადგენლობაში შემავალი სანთელი აძლიერებს მცენარე გულყვითელას სამკურნალო თვისებებს, რადგან ისინი ერთობლივად ებრძვიან კანში მიმდინარე უარყოფით და ავადმყოფურ პროცესებს.
მალამო გამოიყენება დაავადებების დროს:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით კანის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. შესაძლებელია 3-ჯერაც.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის ცვილზე ან გულყვითელაზე, გამოიყენებამდე შეამოწმეთ კანზე ხართ თუ არა ალერგიული.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანზე არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქცია.
არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.