გულყვითელას ნაყენი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. კალენდულას ყვავილებისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.
გულყვითელას აქვს ძლიერი რეგენერაციული, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გულყვითელას გამომშრალი ყვავილების ნაყენს აქვს ჰიპოტენზიური მოქმედება, ასტაბილურებს გულის კუნთის მუშაობას და გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. ეს სასარგებლო მცენარე მოგიხსნით სიცხეს, აღადგენს კანის და ლორწოვანი ქსოვილის დაზიანებულ არეს, მოაწესრიგებს საჭმლის მონელების და ნაღვლის ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესს. გულყვითელას ნახარშს შეუძლია გაუმკლავდეს კლიმაქსის არასასიამოვნო გამოვლინებებს.
გულყვითელას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:
შინაგანი გამოყენება. 20–25 წვეთი გახსენით 30 მლ ანადუღარ ცივ წყალში, მიიღეთ დღეში 1 ხელ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 – 4 კვირა.
გარეგანი გამოყენება. ნაყენი შეგიძლიათ შეიზილოთ პრობლემურ ადგილებში, ან დაასველოთ დოლბანდი და გაიკეთოთ კომპრესი.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. ორსულებს მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ყელის ტკივილის დროს სავლებ საშუალებად. გულყვითელას ხსნარის დალევამ ან აბაზანის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მოცილება.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.
ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გულყვითელას გამოყენება აკრძალულია მცენარის ინდივიდუალური აუტანლობის, დაბალი წნევის და ბრადიკარდიის დროს.