სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ცხენისწაბლას ზეთი
ცხენისწაბლას ზეთი - გარეგანი გამოყენებისთვის
ფლაკონში არის - 100 მილილიტრი
1 – 19.00 ლარი
2+1 - 38 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

ცხენისწაბლას ზეთი

ცხენისწაბლას ზეთი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. ცხენის წაბლის ნაყოფისგან და ყურძნის წიპწის ზეთისგან. კონცენტრაცია არის 20%. ზეთი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

ცხენისწაბლას პრეპარატების ძირითადი მოქმედებაა ვენოტროპული, რომელსაც აქვს სამკურნალო მოქმედება ვენებზე, სისხლძარღვებზე და კაპილარებზე. კარგი ეფექტი აქვს როზაცეას (კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება) და სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების შემთხვევაში. ცხენის წაბლის ნაყოფში არსებული რუტინი შესანიშნავად აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს და ხელს უშლის მათ დასუსტებას. ზეთი ასევე ახდენს კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლას, რის შედეგადაც კანი ხდება რბილი და გლუვი.


  1. ზეთს ტონუსში მოჰყავს ვენები.
  2. აქვს ლიმფური დრენაჟის მოქმედება.
  3. კარგად ეფექტს იძლევა ვენების ვარიკოზული დაავადების დროს.
  4. სისხლძარღვოვანი ბადეების ვარსკვლავების დროს.
  5. ასევე კარგია ცელულიტის და შეშუპების შემთხვევაში

გამოყენების წესი

გამოყენება: გამოიყენეთ ზეთი მინიმუმ 10-დღიანი კურსებით. ფეხებზე ზეთი შეიზილეთ ინტენსიურად. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია უფრო ხანგრძლივადაც. მაქსიმუმ 21 - 30 დღე.

გაფრთხილება

გამოყენებამდე შეამოწმეთ ხომ არ ხართ ალერგიული ამ მცენარეზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ ასე: მაჯის შიდა მხარეს წაისვით მცირე რაოდენობის ზეთი და დაელოდეთ 30 - 45 წუთი. თუ არ აღინიშნა არანაირი ალერგიული გამოვლინება შეგიძლიათ გამოიყენოთ.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

თუ იღებთ რამე სამკურნალო საშუალებებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება კონსულტაცია გაიარეთ თქვენ მკურნალ ექიმთან.

არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.

თუ გამოყენების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი გამოყენება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.