ცხენის წაბლის ყვავილის 5% ნაყენი
2 – 32.00 ლარი
ცხენის წაბლის აღწერა
ცხენის წაბლი არის ფოთოლმცვენი ხე. გავრცელებულია ველური სახით. მისი სიმაღლე აღწევს 30 მ–დე. ხოლო ფორმა პირამიდისებურია. მისი ნაყოფი არის ყავისფერი 8 სმ – დე დიამეტრის. ხოლო ფოთლები თათისებურია. ყვავილობს აპრილ–მაისში, ნაყოფი სიმწიფეში შედის სექტემრ – ოქტომბერში.
ყვავილის ქიმიური შემადგენლობა
ყვავილი შეიცავს: ტურინს, კვერციტრინს, იზოკვერციტრინს, და ა. შ
ცხენისწაბლას ფარმაკოლოგიური თვისებები
ცხენისწაბლას მოქმედება დაკავშირებულია გლიკოზიდ ესკულინთან და საპონინ ესცინთან. ესკულინი ამაგრებს კაპილარებს, ასტიმულირებს სისხლის შრატის ანტითრომბულ აქტივობას, ზრდის ანტითრომბინის წარმოქმნას. ცხენისწაბლას ნაყენი ამაღლებს ვენური სისხლძარღვების ტონუსს.
- ვენების კედლების დაზიანება.
- ბუასილი.
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
- წვივის წყლული.
- ვენების ანთება.
- ოპერაციის შემდგომი თრომბოზი.
- თვალის ბადურის გარსის ცენტრალური ვენების თრომბოზი.
- ფეხების სისხლძარღვების სკლეროტული ცვლილებები.
- სახსრების რევმატიზმი.
- ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
- საშვილოსნოს სისხლდენა.
ნაყენის გამოყენების წესი
30–40 წვეთი გახსენით 30 მლ ანადუღარ ცივ წყალში, მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 – 4 კვირა.
გაფრთხილება
არცერთ შეთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზას.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
დაქვეითებული სისხლის შედედების უნარის დროს.
ჰიპოტონია – დაბალი წნევა.
თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.
