სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ცხენისწაბლას მაზი, ვარიკოზული ვენების სამკურნალო მალამო.
ცხენისწაბლას მალამო
ფლაკონში არის - 50 მილილიტრი.
1 – 21.00 ლარი
2+1 - 42 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მოგეწოდებათ 50 მილილიტრიანი პლასტმასის ფლაკონით, როგორც არის ასახული ფოტოზე.

ცხენის წაბლის მალამოს აღწერა

მალამო დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მის შემადგენლობაში შედის: 1) ცხენის წაბლი, 2) დინდგელი (პროპოლისი), 3) ცვილი (თაფლის სანთელი) და 4) სელის ნატურალური ზეთი (ცივად გამოწურული). მალამო დამზადებულია შერევის საუკეთესო მეთოდით, მას არ გაუვლია თერმული დამუშავება, რის შედეგადაც მას შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო ნივთიერება. მალამოს აქვს ღია ყავისფერი ფერი. აქვს დინდგელის და თაფლის სანთლის სასიამოვნო სურნელი. პროდუქტი არ შეიცავს არანაირ დანამატებს!

ცხენისწაბლას მალამოს სასარგებლო თვისებები

ცხენისწაბლას შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები აქვევითებს სისხლის შედედების უნარს, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ასევე ამაგრებს ვენების და კაპილარების კედლებს. ორგანიზმს ეხმარება უკვე წარმოქმნილი თრომბების გაწოვაში. თრომბოფლებიტის დროს პაციენტებს უმცირებს ტკივილს და შეშუპებას. დაავადებულ ადგილებში მცირდება ანთებითი პროცესები. ამიტომ მალამოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ვენების ვარიკოზული გაფართოვების მკურნალობის დროს.

პროპოლისი "დინდგელი" წარმოადგენს ფუტკრების მიერ შექმნილ უნიკალურ პროდუქტს. ის ძალიან მდიდარია ნივთიერებებით, როგორც კვლევებმა აჩვენა ის შედგება 400 მეტი ნივთიერებისგან რომლებიც სინთეზრდება მხოლოდ მცენარეებში. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს ვენების და კაპილარების ჯანმრთელობაზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც დაზიანებულ სისხლძარღვებში ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.

ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები ვენებში და სისხლძარღვებში. ცვილი ამარაგებს ვენებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.

მალამოს შემადგენლობაში შემავალ ცხენისწაბლას სამკურნალო მოქმედებას აძლიერებს დანარჩენი კომპონენტეპი, რადგან ისინი სინერგიულად ანუ გაერთიანებულად ებრძვიან სისხლძარღვებში და კაპილრაებში მიმდინარე უარყოფით პროცესებს.


მალამო გამოიყენება დაავადებების დროს:


  1. ვენების ვარიკოზული გაფართოვება.
  2. სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები.
  3. თრომბოფლებიტი.
  4. სახსრების ანთება (ართრიტი).
  5. პოლიართრიტი.
  6. სისხლჩაქცევები.
  7. დაჟეჟილობები.

ცხენისწაბლას მალამოს გამოყენების ინსტრუქცია

მცირე რაოდენობის მალამო წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. შესაძლებელია 3-ჯერაც.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებიც ზევით არის ჩამოთვლილი. მაგრამ სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.

შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

შეიძლება აღინიშნოს ცხენის წაბლის ინდივიდუალური აუტანლობა.

არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.