სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ოროვანდის ფესვის ზეთი
ოროვანდის ფესვის ზეთი
ფლაკონში არის 100 მილილიტრი
1 – 19.00 ლარი
2+1 - 38 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მოგეწოდებათ 100 მილილიტრიანი პლასტმასის ფლაკონით, როგორც არის ასახული ფოტოზე. ზედ აწერია გამოყენების წესი და ანოტაცია. ასევე ვადა და შენახვის პირობები.

ოროვანდის ზეთი

ოროვანდის ზეთი დამზადებულია საქართველოში. ზეთი მზადდება მცენარის ფესვისგან. მცენარეული ზეთების დამზადების მეთოდია მაცერაციის მეთოდი. ასეთი სახით ზეთში იხსნება ოროვანდის ყველა სასარგებლო ნივთიერებები რომლებიც შედის მის შემადგენლობაში. ამიტომ ზეთის გამოყენება შეგიძლიათ როგორც შინაგანი ასევე გარეგანი სახით. ზეთი არის საკმაოდ კონცენტრირებული და სავსეა ყველა სამკურნალო თვისებებით. ჩვენი პროდუქცია არის უნიკალური რადგან მზადდება მხოლოდ ნატურალური პრუდუქტებისაგან და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს.

ოროვანდის ზეთის სასარგებლო თვისებები

ოროვანდის ფესვის თითქმის ნახევარს შეადგენს საკვების ბოჭკოები. ძირითადად ეს არის ინულინი - ხსნადი პოლისაქარიდი გამოხატული აბსორბენტული თვისებით. ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებიც ინულინის მონელებას შეძლებენ, ამიტომ იგი ორგანიზმიდან გამოიდევნება, ამ დროს ის აგროვებს და თან გამოაქვს ნაწლავების ლორწოში დაგროვილ ნარჩენ პროდუქტებს და ტოქსინებს. ეს პოლისაქარიდი ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას. ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვას, რაც ზრდის ვიტამინებისა და მინერალების ათვისების კოეფიციენტს იმავე რაოდენობის საკვები პროდუქტების მიღების დროს.

ინულინი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ დეტოქსიკანტად. იმის წყალობით, რომ ოროვანდის ბოჭკოები დიდი რაოდენობით შეიცავს მას, მოწამვლის დროს სორბენტად სწორედ მისი გამოყენება შეიძლება. იგი თანაბრად ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის, მოწამვლის (სინთეზური და ცხოველური) და ვერცხლისწყლით მოწამვლის დროსაც კი.

ოროვანდის მიღება დაგეხმარებათ შემდეგი პრობლემების დროს:

  1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მჟავიანობასთან ასოცირებული დაავადებები (გასტრიტი, კუჭის წყლული).
  2. კუნთოვანი სისტემის, სახსრებისა და ნერვული დაბოლოებების პრობლემები (ჩიყვი, რაქიტი, ართრიტი, რევმატიზმი).
  3. კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ეტიოლოგიის ნეოპლაზმები.
  4. მეტაბოლური დარღვევები ორგანიზმში, შაქრიანი დიაბეტი.
  5. ორგანოებში მარილების დაგროვება (ქოლელითიაზი და უროლითიაზი).
  6. ბუასილი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და პროსტატის ადენომა.
  7. სასუნთქი სისტემის დაავადებები (ბრონქული ასთმა, პნევმონია, ლარინგიტი).
  8. ანთებითი პროცესები კანის ზედაპირზე (ფურუნკულოზი, ეგზემა, სკროფულა, დერმატიტი, სებორეა).
  9. კანის დაზიანება (აბრაზიები, ჭრილობები, დამწვრობა, ცხოველებისა და მწერების ნაკბენები).

ოროვანდის რეგულარული გამოყენებისას შეინიშნება შემდეგი:

  1. საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესება. გაზების წარმოქმნის შემცირება, ყაბზობის აღმოფხვრა, პანკრეასის სეკრეციის გააქტიურება.
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტოქსინებისა და ნარჩენი პროდუქტების გამოტანა, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის შედეგების აღმოფხვრა.
  3. სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება და ამ მაჩვენებლის შენარჩუნება.
  4. ნაღვლის გადინების დაჩქარება და შარდმდენი მოქმედება. ასეთ დროს სხეულში შარდის მჟავის შემცველობა მცირდება, რაც დადებითად მოქმედებს სახსრებისა და სისხლძარღვების მდგომარეობაზე.
  5. ჩერდება კანის ანთებითი პროცესები. ქრონიკული ეგზემის გამწვავების ალბათობა მცირდება.
  6. მჟავიანობის ინდექსი კუჭში, საყლაპავში და თორმეტგოჯა ნაწლავში იკლებს. ჩქარდება ღია ჭრილობების შეხორცების პროცესი.
  7. ნელდება სიმსივნური წარმონაქმნების განვითარების პროცესი.
  8. სუნთქვა ადვილდება, ყელის ტკივილი და ხრჩობის შეგრძნება ქრება.
  9. პროსტატის ჰიპერპლაზიის პროცესი ჩერდება.
  10. თმის ხარისხი უმჯობესდება. უბრუნდება ბუნებრივი სიძლიერე, ბზინვარება და მოქნილობა.

ოროვანდის ზეთის მიღების წესი

შინაგანი გამოყენება. მიიღეთ დღეში 1 ჩ/კ. ჭამის დროს.

გარეგანი გამოყენება. ზეთი შეიზილეთ კანის პრობლემურ ადგილებში ხელის ნელი წრიული მოძრაობით. ასევე ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური დანიშნულებით და დაუმატოთ კრემებში, მაზებში და საპნებში.

გაფრთხილება

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ალერგია ამიტომ შეამოწმეთ ალერგიულობაზე.

შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის ზეთი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ზეთი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები ზეთი არ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია მცენარე ოროვანდზე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.

ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.