სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ოროვანდის ფესვი
ოროვანდის ფესვი - დაფქული სახით
ფლაკონში არის 100 გრამი
1 – 25.00 ლარი
2 – 48.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოთავსებულია ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში. ფლაკონზე მითითებულია ვადა და მიღების წესი.

ოროვანდის ფესვი

ფლაკონში მოთავსებულია ოროვანდის ფესვი. პროდუქტი არის დაფქული და მზად არის გამოსაყენებლად. ოროვანდი არის სააფთიაქო ხარისხის რადგან გაიარა დამუშავების ყველა საჭირო პროცედურა და მასში სრულად არის შენარჩუნებული ყველა სასარგებლო ნივთიერება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოროვანდის ფესვის თითქმის ნახევარს შეადგენს საკვების ბოჭკოები. ძირითადად ეს არის ინულინი - ხსნადი პოლისაქარიდი გამოხატული აბსორბენტული თვისებით. ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებიც ინულინის მონელებას შეძლებენ, ამიტომ იგი ორგანიზმიდან გამოიდევნება, ამ დროს ის აგროვებს და თან გამოაქვს ნაწლავების ლორწოში დაგროვილ ნარჩენ პროდუქტებს და ტოქსინებს. ეს პოლისაქარიდი ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას. ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვას, რაც ზრდის ვიტამინებისა და მინერალების ათვისების კოეფიციენტს იმავე რაოდენობის საკვები პროდუქტების მიღების დროს.

ინულინი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ დეტოქსიკანტად. იმის წყალობით, რომ ოროვანდის ბოჭკოები დიდი რაოდენობით შეიცავს მას, მოწამვლის დროს სორბენტად სწორედ მისი გამოყენება შეიძლება. იგი თანაბრად ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის, მოწამვლის (სინთეზური და ცხოველური) და ვერცხლისწყლით მოწამვლის დროსაც კი.

ოროვანდის ნახარშები და ნაყენები დამხმარეა შემდეგი პრობლემების დროს:

  1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მჟავიანობასთან ასოცირებული დაავადებები (გასტრიტი, კუჭის წყლული).
  2. კუნთოვანი სისტემის, სახსრებისა და ნერვული დაბოლოებების პრობლემები (ჩიყვი, რაქიტი, ართრიტი, რევმატიზმი).
  3. კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ეტიოლოგიის ნეოპლაზმები.
  4. მეტაბოლური დარღვევები ორგანიზმში, შაქრიანი დიაბეტი.
  5. ორგანოებში მარილების დაგროვება (ქოლელითიაზი და უროლითიაზი).
  6. ბუასილი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და პროსტატის ადენომა.
  7. სასუნთქი სისტემის დაავადებები (ბრონქული ასთმა, პნევმონია, ლარინგიტი).
  8. ანთებითი პროცესები კანის ზედაპირზე (ფურუნკულოზი, ეგზემა, სკროფულა, დერმატიტი, სებორეა).
  9. კანის დაზიანება (აბრაზიები, ჭრილობები, დამწვრობა, ცხოველებისა და მწერების ნაკბენები).

ოროვანდისგან დამზადებული საშუალებების, კომპრესების და ნიღბების რეგულარული გამოყენებისას შეინიშნება შემდეგი:

  1. საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესება. გაზების წარმოქმნის შემცირება, ყაბზობის აღმოფხვრა, პანკრეასის სეკრეციის გააქტიურება.
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტოქსინებისა და ნარჩენი პროდუქტების გამოტანა, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის შედეგების აღმოფხვრა.
  3. სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება და ამ მაჩვენებლის შენარჩუნება.
  4. ნაღვლის გადინების დაჩქარება და შარდმდენი მოქმედება. ასეთ დროს სხეულში შარდის მჟავის შემცველობა მცირდება, რაც დადებითად მოქმედებს სახსრებისა და სისხლძარღვების მდგომარეობაზე.
  5. ჩერდება კანის ანთებითი პროცესები. ქრონიკული ეგზემის გამწვავების ალბათობა მცირდება.
  6. მჟავიანობის ინდექსი კუჭში, საყლაპავში და თორმეტგოჯა ნაწლავში იკლებს. ჩქარდება ღია ჭრილობების შეხორცების პროცესი.
  7. ნელდება სიმსივნური წარმონაქმნების განვითარების პროცესი.
  8. სუნთქვა ადვილდება, ყელის ტკივილი და ხრჩობის შეგრძნება ქრება.
  9. პროსტატის ჰიპერპლაზიის პროცესი ჩერდება.
  10. თმის ხარისხი უმჯობესდება. უბრუნდება ბუნებრივი სიძლიერე, ბზინვარება და მოქნილობა.

მიღების ინსტრუქცია

ნახარში. 1 ჩ.კ. დუფქული მცენარე ჩაყარეთ 300 მლ მდუღარე წყალში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. დააყენეთ სითბოში 1 საათი და გადაწურეთ. მიღებული ნახარშის 1/3 ჩაის ჭიქა მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ: კომპრესების სახით.

ნაყენი. 1 ჩ.კ. დუფქულ მცენარეს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 45 წუთი და გადაწურეთ. მიღებული ნაყენის 1/3 მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია მცენარე ოროვანდზე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.

ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.