დაავადება ბუასილი და მისი მკურნალობა
სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების (ჰიპოდინამია, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა და სხვა.) შედეგად მცირე მენჯის არეში, ხდება სისხლის უმოძრაობის წარმოქმნა, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ჰემოროიდული კვანძების გადიდება და ბუასილის წარმოქმნა.
ბუასილი სხვადასხვა ტიპისაა, თუ დიდდება გარე ჰემოროიდული კვანძები მაშინ მას გარე ბუასილი ეწოდება, ხოლო, თუ დიდდება შიდა ჰემოროიდული კვანძები მაშინ, ეს შიდა ბუასილია. თუმცა ხშირად შეიმჩნევა როგორც გარე, ისე შიდა კვანძების გადიდება, ასეთ ბუასილის კი კომბინირებული ბუასილი ეწოდება.
ბუასილის კლასიფიკაცია
წარმოშობის მხრივ ბუასილი ორის სახისაა: თანდაყოლილი და შეძენილი.
შეძენილი ბუასილი შეიძლება იყოს: პირველადი - წარმოქმნილი როგორც დამოუკიდებელი დაავადება. მეორადი - წარმოადგენს სხვა დაავადების ან დაავადებების გართულების შედეგს ან მათი არსებობის სიმპტომს.
ლოკალიზების მიხედვით ბუასილი არის: გარე და შიდა.
მიმდინარეობის მხრივ ბუასილი შეიძლება იყოს მძიმე ან ქრონიკული.
ბუასილის წარმოქმნის მიზეზები
ყველაზე ხშირად ბუასილის განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს:
მუცლის ღრუზე გაზრდილი დატვირთვა (სიმძიმეების აწევა, ორსულობა, შეკრულობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰემოროიდული კვანძების გადიდება, ანთება და გამოვარდნა.
არასწორი კვება, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.
ჰიპოდინამია - დიდი ხნის განმავლობაში მჯდომიარე მდგომარეობაში ყოფნა ფიზიკური აქტივობის გარეშე, იწვევს სისხლის მიმოქცევის შეჩერებას მცირე მენჯის არეში, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ბუასილი.
ორგანიზმის გადაციება.
რისკ-ფაქტორის მატარებელი პროფესიები (მძღოლი, მძლეოსნობა, ველოსპორტი და ცხენოსნობა).
ბუასილის სიმპტომები
დაავადების ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:
სისხლდენა ანუსის ხვრელიდან დეფეკაციამდე ან მის შემდეგ. სისხლდენა როგორც წესი უმნიშვნელოა, წვეთების ან ხაზების სახით განავალზე ან საცვალზე. ბუასილი დროს ძლიერი სისხლდენა ძალიან იშვიათია.
სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება ანუსის ხვრელში.
მუდმივი შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც ძლიერდება დეფეკაციის შემდეგ.
ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა სწორი ნაწლავიდან - დაავადების ადრეულ ეტაპზე კვანძები თავად უბრუნდება თავის ადგილს, ხოლო მძიმე ფორმის შემთხვევაში დაავადებულს თავად უწევს მათი ჩასმა.
ქსოვილების შეშუპება ანუსის ხვრელის ირგვლივ.
ქავილი უკანა ტანში, რომელსაც იწვევს სწორი ნაწლავიდან გამომავალი ლორწოვანი სითხე.
ბუასილის დიაგნოსტირება
დაავადების დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდებია:
ანამნეზის შეგროვება, პაციენტის გამოკითხვა და მისი ვიზუალური დათვალიერება.
ანუსის ხვრელის დათვალიერება - ექიმი ადგენს არის თუ არა ჰემოროიდული კვანძების ანთება.
სწორი ნაწლავის პალპაციით შემოწმება.
კოლონოსკოპია – ადგენენ სწორნაწლავის ლორწოვანი გარსის მდგომარეობას.
სიგმოიდოსკოპია – ამ მეთოდით ექიმი ამოწმებს სიგმოიდური ნაწლავის და სწორნაწლავის ლორწოვანი გარსის მდგომარეობას;
ანოსკოპია – ამ მეთოდით მოწმდება შიდა ჰემროიდული კვანძების მდგომარეობა, დაავადების არსებობა, მისი მდებარეობა და გადიდების ზომა.
ასეთი საფუძვლიანი კვლევა, არა მარტო ბუასილის დადგენის საშუალებას იძლევა, არამედ შესაძლებელს ხდის, თანმდევი კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების აღმოჩენას, რომელთა მიზეზითაც შეიძლება წარმოქმნილიყო ბუასილი.
ბუასილის მკურნალობა (კლასიკური მედიცინა)
უპირველესად, პაციენტმა უნდა შეცვალოს კვების რეჟიმი. მან აუცილებლად კვების რაციონში უნდა ჩართოს ხილი და ბოსტნეული, აგრეთვე, უჯრედისით მდიდარი პროდუქტები. გარდა ამისა, აუცილებელია დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი სითხის მიღება.
ეს თავის მხრივ დაეხმარება მას მოიშოროს შეკრულობა, რაც ბუასილის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. არ არის რეკომენდირებული კუჭის ამშლელის ხშირი გამოყენება რადგან დიარეაც უწყობს ხელს დაავადების განვითარებას.
მძიმე ფორმის შემთხვევაში პაციენტს უნიშნავენ ზოგად და ადგილობრივ გამაყუჩებლებს და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებსა და მაზებს. დაავადების ადრეული სტადიის დროს შეიძლება გამწმენდი ოყნების გამოყენებაც.
უკანა ტანის არეში ტკივილებისა და ქავილის არსებობის შემთხვევაში რეკომენდირებულია რექტალური სანთლების გამოყენება, რომელთა ძირითადი ელემენტია ლანოლინი ან კაკაოს კარაქი.
ქრონიკული ბუასილის მკურნალობისას რეკომენდირებულია სანთლების გამოყენება თრომბინით. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივი ჰემოსტატიკური საშუალებები, მაგალითად სანთლები ადრენალინით.
თუ კლასიკურ მკურნალობას შედეგი არ აქვს, შეიძლება დაინიშნოს ქირურგიული ოპერაცია. ქირურგიული ჩარევა საჭირო შეიძლება გახდეს, სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობის დროს, მაგალითად სწორნაწლავიდან ხანგრძლივი სისხლდენის შემთხვევაში, კვანძების ჩასწორების უშედეგო მცდელობების და ძლიერი ქავილისა და ტკივილების დროს.
ბუასილის მკურნალობა ხალხური მეთოდებით
ბუასილის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. თანამედროვე მედიცინას არ აქვს მეთოდი, რომელიც იძლევა პაციენტის სრული გამოჯანმრთელების გარანტიას.
პაციენტების უმრავლესობას დაავადება უმეორდება. განსხვავებით ამისა, ძალიან კარგ შედეგებს აღწევს ხალხური მედიცინა. ზოგი პაციენტი აღნიშნავს სრულ გამოჯანმრთელებას, ყოველ შემთხვევაში დაავადება არ იჩენს თავს სულ მცირე ხუთი წელი.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად უნდა შეუთავსოთ ხალხური და კლასიკური მედიცინა, ვარჯიში, დიეტა და ჰიგიენა.
ფიტო თერაპევტის რეცეპტები
ბუასილის სამკურნალოდ ეფექტური მცენარეა - ქერიფქლა (მულეინი). მზადდება მარტივად. მცენარის ახალი ან გამხმარი ყვავილი იხარშება და ჩაის სახით მიიღება დღეში სამჯერ. ეფექტი უნდა გამოვლინდეს უკვე შვიდი დღის შემდეგ. ბუასილის დროს აუცილებელია სწორად შეარჩიოთ სკამი, მოერიდოთ შეკრულობას და დიარეას. კუჭის კარგი მოქმედებისთვის შეიძლება რძის შრატის გამოყენება.
კომპრესები
ბუასილის მკურნალობისას ხალხურ მედიცინაში იყენებენ კომპრესებს. მაგალითად გახეხილი კარტოფილის:
გარე ბუასილი. გახეხილ კარტოფილს ახვევენ სუფთა ნაჭერში და იდებენ დაზიანებულ არეზე 10-15 წუთით. ეს ბოსტნეული კარგად ხსნის წვას, ტკივილს და სხვა მსგავს სიმპტომებს. პაციენტი შვებას პირველივე გამოყენების შემდეგ გრძნობს. ინფექციის თავიდან არიდების მიზნით სასურველია დაზიანებული უბანი კომპრესის დადებამდე კარგად ჩამოვიბანოთ.
შიდა ბუასილი. ასეთ დროს კარტოფილს სხვა სახით იყენებენ. მას ჭრიან ისეთი ფორმით, რომ მოთავსდეს ანუსის ხვრელში და შემდეგ ადვილი იყოს მისი გამოღება.
კიდევ ერთი საშუალებაა ქაცვის ზეთი, რომლის გამოყენებაც შეიძლება ორსულობის დროსაც, როცა სხვა პრეპარატების გამოყენება აკრძალულია.
ბუასილის სამკურნალო ნახარშები
კარგი შედეგები აჩვენა შემდეგი მცენარეები ნახარშებმა:
ჭინჭარი. კარგია, როგორც მკურნალობის, ისე პროფილაქტიკისთვის. 1 ს.კ. გამომშრალ ნედლეულს ესხმევა 250 მლ. ადუღებული წყალი და ყენდება დახურულ ჭურჭელში. გაციების შემდეგ ნაყენი მიიღება დღეში სამჯერ ჭიქის ¼.
ფშნის ეკალი (ფესვები). მცენარე აწესრიგებს კუჭნაწლავის მოქმედებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი. ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა 30 გ. დაფქული ფესვი და 1 ლ. წყალი. ადუღებენ მანამ სანამ წყალი განახევრდება, აციებენ და წურავენ. მიიღება დღეში სამჯერ ჭამის წინ ჭიქის მეოთხედი. კურსის ხანგრძლივობაა 2-4 კვირა. ტრადიციულ მედიცინაში ფშნის ეკალი გამოიყენება როგორც ძირითადი ინგრედიენტი, პრეპარატებში, რომლებიც განკუთვნილია ბუასილის, სწორნაწლავის ბზარების და ქრონიკული შეკრულობის სამკურნალოდ.
ბუასილის სამკურნალო ნაყენები და აბაზანები
კარგი სამკურნალო ეფექტი აქვს მცენარეს - ბოსტნის წალიკას. მისი მოქმედება სხვადასხვაგვარია:
- კუჭის ამშლელი.
- სისხლდენის შემაჩერებელი.
- გამაყუჩებელი.
- ანთების საწინააღმდეგო.
ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა 1 ს.კ. ბალახი და 1 ჭიქა წყალი. ნაზავმა უნდა იდუღოს ნელ ცეცხლზე 15 წუთი, შემდეგ დაყენდეს 2 საათის განმავლობაში და გადაიწუროს. ნაყენი გამოიყენება სხვადასხვა სახით:
დალევა. 2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე. კურსის ხანგრძლივობა 1-3 კვირა.
აბაზანა. თბილ წყალში ემატება 1 ს.კ ნაყენი და აბაზანა მიიღება 10 წუთის განმავლობაში.
შინდის გამოყენება ბუასილის დროს საჭიროა დღეში 3 ს.კ. შინდი. დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს.კ., შუადღეს 2 ჩ.კ. და საღამოს 1 ს.კ. მიირთმევა აუჩქარებლად, კარგად დაღეჭვით. ბუასილის მძიმე ფორმის დროს საჭიროა დღეში 4 ს.კ. შინდი, კურსის დროს. ამ პერიოდში ამოიღეთ ცხიმიანი, ალკოჰოლი და თამბაქო.
სიცივე ბუასილის მკურნალობისას სიცივეს აქვს სისხლდენის შემაჩერებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. გამოიყენება გარე ბუასილის დროს. შეიძლება წყლის ან ნახარშების გამოყენება. ტემპერატურა შეირჩევა პაციენტის ამტანობის შესაბამისად, შეძლება ყინულის გამოყენებაც. ცივი წყლით ან ნაყენით იჟღინთება მარლის რამდენიმე შრე და იდება ჰემოროიდულ კვანძებზე. გათბობისას საფენი იცვლება.
უკეთესი შედეგის მისაღებად წყლის ნაცვლად ბალახის ნაყენები გამოიყენეთ. მაგალითად ისეთი რომელთა შემადგენლობაშია:
- გულყვითელა.
- მუხის ქერქი.
- გვირილა და სხვა.
დაავადების მკურნალობისას შეიძლება ყინულის სანთლების გამოყენებაც. ის აჩერებს სისხლდენას და აქრობს ანთებას.
ბუასილის პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის ძირითადი მეთოდებია:
კვების ნორმალიზაცია – ცხიმიანი, შემწვარი, მწარე, და შებოლილი საკვების ამოღება რაციონიდან. აგრეთვე, სწრაფი კვების და სხვა მავნე პროდუქციის მიღების შეწყვეტა. ბოსტნეულის და ხილის ჩართვა რაციონში და სხვა ისეთი პროდუქტის, რომლებიც მდიდარია უჯრედისით;
დეფეკაციის დროს მოერიდეთ გაჭინთვას, ეს არის ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნის ყველაზე ხშირი მიზეზი.
- მუშაობისა და დასვენების ზომიერი რეჟიმი.
- მსუბუქი ფიზიკური აქტივობა, ფეხით სეირნობა და სხვა.
- მძღოლებმა ყოველ სამ საათში უნდა შეისვენონ და გააკეთონ მარტივი ფიზიკური ვარჯიშები.
- რბილი სავარძლების, მაგარი ზედაპირით შეცვლა შეამცირებს ბუასილის განვითარების რისკს.
- მოერიდეთ საკვებს, რომელიც იწვევს დიარეას.
- დეფეკაცის შემდეგ სასურველია ცივი წყლით გამობანა.
ორსულებისთვის ბუასილის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია სეირნობა და დანიშნული ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.
შემოწმების რეგულარული გავლა. ეს დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის და მისი მარტივად მკურნალობის საშუალებას იძლევა.