სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ბუასილის მალამო, გამოიყენება გარე და შიდა ბუასილისთვის
ბუასილის სამკურნალო მალამო
ფლაკონში არის 50 მილილიტრი
27.00 ლარი
2+1 - 54 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მოგეწოდებათ სურათზე მოცემული სახით.

ბუასილის მალამო

ბუასილის სამკურნალო მალამო პირველ რიგში შედგება მხოლოდ მცენარეული და ბუნებრივი კომპონენტრბისგან. მეორე შედგება იმ მცენარეებისგან რომლებიც უშუალოდ მიმართულია ამ დაავადების კომპლექსური მკურნალობისკენ. შერჩეულია მათი ზუსტი დოზირება რაც აათმაგებს ამ მცერეების ერთობლივ მოქმედებას. მის შემადგენლობაში შედის:

  1. პროპოლისი (დინდგელი).
  2. ფუტკრის სანთელი.
  3. მატიტელა.
  4. ფიჭვის ფისი (ჟივიცა).
  5. ქერიფქლა.
  6. გვირილა.
  7. ევკალიპტის ფოთოლი.
  8. ორკბილა.
  9. გულყვითელა (კალენდულა).
  10. ცხენისწაბლა.
  11. თაგვისარა.
  12. ქაცვის ზეთი.

მალამო არის 100% ნატურალური და უნიკალური, რადგან დამზადებულია სპეციალური მეთოდით, რომლის მეშვეობითაც ინგრედიენტების შერევა ხორციელდება დაბალ ტემპერატურაზე. ასეთი მეთოდის მეშვეობით მალამო ინარჩუნებს ყველა სასარგებლო და სამკურნალო თვისებას. მისი გამოყენება მარტივია რადგან ადვილად ლღვება სხეულის ტემპერატურაზე და ადვილად შეიწოვება კანში. ასევე რაც მთავარია ის არ შეიცავს სხვა დანამატებს გარდა ზევით ჩამოთვლილი კომპონენტებისა.

მალამოს სასარგებლო თვისებები

ბუასილის მალამოში გაერთიენებულია როგორც მცენარეები ასევე ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებები. ასეთი სახის ნაზავი ქმნის რამდენიმე მიმართულებით მოქმედ ნივთიერებას. რომელიც აქტიურად ეხმარება ორგანიზმს ამ დაავადებასთან ბრძოლაში. უნდა ავღნიშნოთ, რომ ბუასილი საკმაოდ რთული დაავადებაა და თუ საწყის ეტაპზე არ მოხდა მისი მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. მალამო გამოიყენება შიდა და გარე ბუასილის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

პროპოლისს "დინდგელი" აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რაც განაპირობებს დაზიანებული სისხლძარღვების და კაპილარების აღდგენის და მკურნალობის პროცესს.

ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. ცვილი ამარაგებს დაზიანებულ ქსოვილებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.

მატიტელას აქვს სისხლდენის საწინააღმდეგო მოქმედება. კარგად კურნავს კანის დაავადებებს. ებრძვის კეთილთვისებიან წარმონაქმნებს. ეს საოცარი მცენარე გამოიყენება ბუასილის როგორც დაწყებით სტადიებზე ასევე უკვე სისხლმდენი ბუასილის მკურნალობის დროს.

ფიჭვის ფისი (ჟივიცა) ხელს უშლის ბაქტერიების და სოკოვანი დაავადებების გავრცელებას, ამასთან ერთად ჟივიცა არის ბუნებრივი უძლიერესი ანტისეპტიკური (ანთების საწინააღმდეგო) საშუალება. გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან. ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას.

ქერიფქლა გამოიყენება სხვადასხვა წყლულების, დამწვრობის, ჩირქოვანი წყლულების და ჭრილობების დროს. ეს მცენარე აქტიურად გამოიყენება ბუასილის პრობლემის მოსაგვარებლად.

გვირილას აქვს ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური, ანტისპაზმური და მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება. ასევე კრგად ხსნის ალერგიულ ფონს, ხსნის გაღიზიანებას და ქავილს. ასეთი თვისებების გამო მისი გამოყენება მალამოში კარგ შედეგებს იძლევა ბუასილის კომპლექსური მკურნალობის დროს.

ევკალიპტის ფოთოლს აქვს მრავალფუნქციური მოქმედება ორგანიზმზე. მას განსაკუთრებულად გამოხატული აქვს ანტიბაქტერიული, ვირუსების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე აქვს დამამშვიდებელი მოქმედება ქსოვილებზე და ხსნის გაღიზიანებას.

ორკბილა გამოიყენება კანის დაავადებებს როგორიც არის ფსორიაზი, დერმატიტი, ატიპიური დერმატიტი, ფურუნკულოზი და ა. შ. ასევე კარგად შველის ალერგიულ გამონაყარს. ორკბილას დახმარებით მოგეხსნებას ჰემოროით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებები და დააჩქარებს დაავადებული კანის გაჯანსაღებას.

გულყვითელას (კალენდულა) აქვს ჭრილობის შეხორცების ძლიერი უნარი, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასეთი სამკურნალო თვისებების გამო ის კარგად მკურნალობს ბუასილს როგორც გარეგანს ასევე შინაგანს.

ცხენისწაბლას შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები აქვეითებს სისხლის შედედების უნარს, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ასევე ამაგრებს ვენების და კაპილარების კედლებს. ორგანიზმს ეხმარება უკვე წარმოქმნილი თრომბების გაწოვაში. თრომბოფლებიტის დროს პაციენტებს უმცირებს ტკივილს და შეშუპებას. დაავადებულ ადგილებში მცირდება ანთებითი პროცესები. ამიტომ მალამოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ბუასილის (ჰემოროი) მკურნალობის დროს.

თაგვისარას სამკურნალო თვისებები გამოწვეულია მასში შემავალი ალკალოიდ საპარტეინით, რომელიც ორგანიზმში არსებულ კვანძებზე ახდენს ტუტე ზემოქმედებას. რის შედეგადაც ის ამცირებს მათ ზომებს და საბოლოოდ საერთოდ შლის. მცენარე ეხმარება ორგანიზმს დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების გამაგრებაში და აღდგენაში.

ქაცვის ზეთი განთქმულია ჭრილობების შეხორცების უნარით. ასევე ის კარგად კურნავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს რაც ხდება ბუასილის შემთხვევაში. ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ქაცვის ზეთი განსაკუთრებულად აჩქარებს ბუასილის განკურნების პროცესს და გამოყენებიდან მალევე ხსნის უსიამოვნო შეგრძნებებს.

  1. მალამო ებრძვის ანთებით პროცესებს.
  2. ხსნის სპაზმებს, ტკივილს, შეშუპებას, ქავილს და გაღიზიანებას.
  3. ეხმარება ორგანიზმს დაავადებული და დაზიანებული სისხლძარღვების განკურნებაში.
  4. აღადგენს სისხლძარღვების ელასტურობას და მოჰყავს ისინი ტონუსში.
  5. არბილებს გაუხეშებულ კანს და უბრუნებს მას ელასტიურობას.
  6. ასევე კარგად ხსნის ალერგიას და გამონაყარს.
  7. ასევე ახორცებს ნახეთქებს.
  8. დაზიანებულ ქსოვილებს ამარაგებს საკვები და სამკურნალო ნივთიერებებით.
  9. აჩქარებს აღდგენით და მეტაბოლურ პროცესებს რაც ხელს უწყობს განკურნების პროცესს.

ბუასილის მალამო როგორც ნახეთ შედგება საკმაოდ ეფექტური მცენარეების ნაკრებისგან. ასევე მასში არის ბუნებრივი ნივთიერებები რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან ბუასილის სამკურნალო საუკეთესო საშუალებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც გარეგანი ასევე შინაგანი ბუასილის სამკურნალოდ.

მალამო ძალიან ეფეტურია ბუასილის სამკურნალო კომპლექსთა ერთად რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ბუასილის პრობლემასთან საბრძოლველად. კოპლექსი მოქმედებს მთელ სისტემაზე ხოლო მალამო მოქმედბს ლოკალურად რის შედეგადაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.

მალამოს გამოყენება

გარე ბუასილი მალამო უნდა გამოიყენოთ დღეში ერხელ ძილის წინ. დაიბანეთ უკანა ტანი და კარგად გაიმშრალეთ. შემდეგ მალამო დადეთ ბამბის ტამპონზე და წაისვით მტკივან ადგილზე. ასე გააკეთეთ ყოველ საღამოს სრულ განკურნებამდე. შედეგი აღინიშნება პირველი 3 წასმიდან.

შიდა ბუასილი მალამო უნდა გამოიყენოთ დღეში ერხელ ძილის წინ. დაიბანეთ უკანა ტანი და კარგად გაიმშრალეთ. შემდეგ მცირე რაოდენობის მალამო წაუსვით ტამპონს და მოათავსეთ ანალურ ხვრელში. ასე გააკეთეთ ყოველ საღამოს სრულ განკურნებამდე. შედეგი აღინიშნება პირველი 3 პროცედურიდან.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე ან ზევით ჩამოთვლილ რომელიმე მცენარეზე. მაგრამ სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.

შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

შეიძლება აღინიშნოს რომელიმე მცენარის ინდივიდუალური უტანლობა.

არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.