სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ჩაგა არყის ხის სოკო
ჩაგა არყის ხის სოკო

ჩაგა არის არყის ხის სოკო, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეების რიგს. მას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს და მდიდარი ქიმიური შემადგენლობა.

ჩაგას აღწერა

სოკო ჩაგა არ მიეკუთვნება საჭმელად ვარგისი სოკოების რიცხვს, თუმცა ძალიან ბევრს სმენია მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. ის იზრდება არყის ხეზე, რის გამოც, მას არყის ხის სოკოსაც უწოდებენ. თუმცა მისი ფორები ხშირად შეიძლება მოებნიოს სხვა ხეების ფესვებსაც და ამის შემდეგ ის სხვა ჯიშის ხეებსაც გაუჩნდეს. ზრდასრული ჩაგას დიამეტრმა შეიძლება ნახევარ მეტრს მიაღწიოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი დიამეტრი 15-20 სმ-ია.

სოკო უკვე დიდი ხანია გამოიყენება, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება. ფიქსირდება ონკოლოგიური პაციენტების სრული გამოჯანმრთელების შემთხვევები, რომლებიც ადრეული სტადიის სიმსივნის დროს მოიხმარდნენ ჩაგას სოკოს.

5 მიზეზი თუ რატომ უნდა მიიღოთ ჩაგა:

  • შეიცავს 215 სხვადასხვა ნივთიერებას.
  • შეიცავს 29 სახის პოლისაქარიდებს.
  • 300-ჯერ ზრდის იმუნიტეტის აქტივობას.
  • არ შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს.
  • ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და არეგულირებს წნევას.

სოკო ჩაგას სასარგებლო თვისებები

ეს სასარგებლო პარაზიტი კარგია შემდეგი დაავადებების დროს:

  • გინეკოლოგიური დაავადებები.
  • გასტრიტი დაბალი მჟავიანობით.
  • ინტოქსიკაცია.
  • ქრონიკული დაღლილობა.
  • სისუტე, დაბალი წნევა.

თუმცა, ჩაგას ყველაზე ცნობილი მოქმედებაა - ახალი ონკოლოგიური წარმონაქმნების შეჩერება და ზოგჯერ განადგურება. გარდა ამისა მისი გამოყენება გამართლებულია პროფილაქტიკის მიზნითაც, რათა თავიდან იქნას აცილებული ონკოლოგიური დაავადებები. იმ ადამიანებს შორის, ვინც სოკოს ჩაის რეგულარულად მოიხმარს ონკოლოგიური დაავადებები გაცილებით ნაკლებად შეიმჩნევა.

სოკო ჩაგას საიდუმლო

მიუხედავად იმისა, რომ ჩაგა ძალიან პოპულარულია, მისი შემადგენლობა ბოლომდე ჯერ კიდევ შეუსწავლელია. სწავლულებმა ამ სამკურნალო სოკოში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით „ფტერინები“. სწორედ ეს ნივთიერება აჩერებს უჯრედის გაყოფის პროცესს ორგანიზმში.

პოლისაქარიდები აშთობენ სიმსივნურ წარმონაქმნს, ხოლო ფტერინი არ აძლევს მას გაზრდის საშუალებას.

ტანინები კი დამხმარეა წყლულებისა და ეგზემის დროს.

ჰუმინო და აგარიცინის მჟავები ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.

სოკოში არსებული მჟავები: ჭიანჭველას, ძმრის და მჟაუნმჟავის, აჩქარებენ ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესს.

ფლავანოიდები აძლიერებენ გულს, აუმჯობესებენ თირკმლების ფუნქციას და დადებითად მოქმედებენ მხედველობის პრობლემების დროს.

მინერალები (ვერცხლი, კალიუმი, ცინკი, სპილენძი, კადმიუმი, ბარიუმი) დამხმარეა გასტრიტის დროს.

სოკო ჩაგას მომზადების გზები

1 ს.კ. ნედლეულს ესხმება ადუღებული წყალი, ის უნდა გაჩერდეს 15 წუთი. ნაყენი მიიღება ჭამის დროს დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქა.

1 ჩ.კ. სოკოს უნდა დაესხას ცხელი წყალი (5 ჭიქა), უნდა გაჩერდეს 48 სთ. ბნელს და ცივ ადგილას. ნაყენი უნდა გაიფილტროს და გაიწუროს. მიიღება დღეში სამი ჭიქა. კურსის ხანგრძლივობაა ერთი თვე.

10 ს.კ. ნედლეული თავსდება ბოთლში (0,5 ლ) სპირტთან ერთად და ჩერდება ორი კვირის მანძილზე. ნაყენი სასარგებლოა კანის დაავადებების დროს.

გაფრთხილება

მიუხედავად იმისა, რომ სოკო ჩაგას უამრავი სასარგებლო თვისებები აქვს, მისი გამოყენებისას აუცილებელია გამოიჩინოთ სიფრთხილე. სოკოში არსებული მჟავები არ ეთავსება გლუკოზას და პენიცილინებს. იმ პაციენტებმა, რომლებიც მიდრეკილნი არიან დიარეისკენ თავი უნდა შეიკავონ მკურნალობისას სოკო-პარაზიტის გამოყენებისგან.

ორსულებმა და ბავშვებმა არ უნდა მიიღონ სოკო. ფტერინები, რომლებიც აჩერებენ უჯრედის გაყოფას შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ნაყოფის ან ბავშვის ზრდისთვის.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.