სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ჩაგა კაფსულებში
სოკო ჩაგა კაფსულებში
ფლაკონში არის 120 კაფსულა / 1 კაფსულა 300 მილიგრამი
60 – 21.00 ლარი
1 – 33.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ჩაგა კაფსულებში

აყის ხის სოკო ჩაგა მოთავსებულია კაფსულებში. ასეთი სახით მცენარის მიღება ორგანიზმს უადვილებს მის მონელებას და შეწოვას. კაფსულების სახით მისი მიღება გაცილებით პრაქტიკულია და ამავე დროს აღარ არის საჭირო მისი დოზირების განსაზღვრა რადგან ყველა კაფსულა დოზირებულია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

5 მიზეზი თუ რატომ უნდა მიიღოთ ჩაგა:


  1. შეიცავს 215 სხვადასხვა ნივთიერებას.
  2. შეიცავს 29 სახის პოლისაქარიდებს.
  3. 300-ჯერ ზრდის იმუნიტეტის აქტივობას.
  4. არ შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს.
  5. ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და არეგულირებს წნევას.

ეს სასარგებლო პარაზიტი კარგია შემდეგი დაავადებების დროს:

  1. გინეკოლოგიური დაავადებები.
  2. გასტრიტი დაბალი მჟავიანობით.
  3. ინტოქსიკაცია.
  4. ქრონიკული დაღლილობა.
  5. სისუტე, დაბალი წნევა.

თუმცა, ჩაგას ყველაზე ცნობილი მოქმედებაა - ახალი ონკოლოგიური წარმონაქმნების შეჩერება და ზოგჯერ განადგურება. გარდა ამისა მისი გამოყენება გამართლებულია პროფილაქტიკის მიზნითაც, რათა თავიდან იქნას აცილებული ონკოლოგიური დაავადებები. იმ ადამიანებს შორის, ვინც სოკოს ჩაის რეგულარულად მოიხმარს ონკოლოგიური დაავადებები გაცილებით ნაკლებად შეიმჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაგა ძალიან პოპულარულია, მისი შემადგენლობა ბოლომდე ჯერ კიდევ შეუსწავლელია. სწავლულებმა ამ სამკურნალო სოკოში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით „ფტერინები“. სწორედ ეს ნივთიერება აჩერებს უჯრედის გაყოფის პროცესს ორგანიზმში.

პოლისაქარიდები აშთობენ სიმსივნურ წარმონაქმნს, ხოლო ფტერინი არ აძლევს მას გაზრდის საშუალებას.

ტანინები კი დამხმარეა წყლულებისა და ეგზემის დროს.

ჰუმინო და აგარიცინის მჟავები ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.

სოკოში არსებული მჟავები: ჭიანჭველას, ძმრის და მჟაუნმჟავის, აჩქარებენ ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესს.

ფლავანოიდები აძლიერებენ გულს, აუმჯობესებენ თირკმლების ფუნქციას და დადებითად მოქმედებენ მხედველობის პრობლემების დროს.

მინერალები (ვერცხლი, კალიუმი, ცინკი, სპილენძი, კადმიუმი, ბარიუმი) დამხმარეა გასტრიტის დროს.

გამოყენების წესი

მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის დროს, სასურველია მცირე წყალთან ერთად.

გაფრთხილება

მიუხედავად იმისა, რომ სოკო ჩაგას უამრავი სასარგებლო თვისებები აქვს, მისი გამოყენებისას აუცილებელია გამოიჩინოთ სიფრთხილე. სოკოში არსებული მჟავები არ ეთავსება გლუკოზას და პენიცილინებს. იმ პაციენტებმა, რომლებიც მიდრეკილნი არიან დიარეისკენ თავი უნდა შეიკავონ მკურნალობისას სოკო-პარაზიტის გამოყენებისგან.

ორსულებმა და ბავშვებმა არ უნდა მიიღონ სოკო. ფტერინები, რომლებიც აჩერებენ უჯრედის გაყოფას შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ნაყოფის ან ბავშვის ზრდისთვის.

არ გადააჭარბოთ მოთითებულ დოზებს.

თუ იღებთ რამე სამკურნალო საშუალებებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება კონსულტაცია გაიარეთ თქვენ მკურნალ ექიმთან.

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.

თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.