გოგრა არსებობს როგორც ერთწლიანი მცენარე ასევე მრავალწლიანი. გოგრა მიკუთვნება ბალახისებრთა ოჯახს. ის იზრდება მიწაზე გართხმული
ჯგუფი – მსოფლიოში არსებობს გოგრის 20 - ზე მეტი სახეობა. ძირითადად გოგრა იყოფა სამ ჯგუფად ესენია: 1) დეკორატიული ჯიშები, 2) ცხოველებისთვის საკვებად
ვრგისი და 3) ადამიანებისთვის საკვებად ვარგისი.
ფოთოლი – აქვს საკმაოდ დიდი და მწვანე ფოთლები.
ყვავილი – მისი ყვავილები არის ძაბრისებრი ფორმის და საკმაოდ დიდი ზომის. მათი ფერი არის თეთრი ან ყვითელი.
ნაყოფი – ის ისხავს გემრიელ და ლამაზ ნაყოფს. ნაყის არსებობს მრავალი ფერის და ფორმის. გოგრის ნაყოფი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი. მისმა წონამ მოხნა ყოველგვარი რეკორდი. ერთმა ამერიკელმა ფერმერმა გაზარდა გოგრა რომლის წონაც იყო 821 კილოგრამი. მისი რბილობი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მისგან ამზადებენ როგორც კერძებს ასევე ჯემებს და მურაბებს. მისი რბილობისგან წურავენ წვენს და უმადაც მიირთმევენ.
თესლი – ასევე გარდა რბილობისა მას შიგნით აქვს უამრავი თესლი. სწორედ ამ თესლისგან გამოწურული ზეთი არის ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის. რადგან შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას.
100 გრამი გოგრის ზეთი შეიცავს 896 კილოკალორიას
ვიტამინები: А, В, В1, В2, В6, B9, Е, С, F, K, P, Е, РР, K, Т
მიკრო ელემენტები: ცინკი, სელენი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი
ასევე შეიცავს: ფოსფოლიპიდებს, ტოკოფეროლებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, ცხიმმჟავებს, მინერალურ ნაერთებს, მიკროელემენტებს, ეთერზეთებს, ცილას, პეკტინებს, სტეროიდებს, ხლოროფილს.
უნდა აღინიშნოს, რომ გოგრის ზეთი არის ძლიერი ჰეპატოპროტექტორი. ზეთი იცავს ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს ქვების დაგროვებისგან. ასევე A ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით დადებითად მოქმედებს თვალის დაავადებების მკურნალობის დროს. ასევე დადებითად მოქმედებს შარდსასქესო სისტემაზე, როგორც კაცებში ასევე ქალებში. კაცებისთვის უებარი საშუალებაა პროსტატის ადენომის სამკურნალოდ. ის ასევე არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. პრაქტიკამ ასევე აჩვენა, რომ ის კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
შარდის ბუშტის, პროსტატის წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მკურნალობა. აჩერებს ტკივილს პროსტატაში და ხელს უწყობს უმტკივნეულო ნორმალურ შარდის გამოყოფას. გოგრის ზეთი აჯანსაღებს მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემას. ეს იმის დამსახურებაა რომ ზეთი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს რომლებსაც აქვთ შარდმდენი, ბაქტერიოციდული, ანტი ანთებითი და ანტი სისმსივნური ზემოქმედება. აუმჯობესებს ერექციას და ნორმაში მოჰყავს სპერმატოგენოზის პროცესი. ასევე მასში შემავალი ნივთიერებები იცავენ შარდ-სასქესო ორგანოების ქსოვილებს ანთებითი პროცესებისგან.
აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. რადგან ზეთში შემავალი ნივთიერებები როგორიც არის ნატურალური ფოსფორიდები, ცხიმმჟავები, ფლავონიდები, ვიტამინები Т А და Е ანორმალიზებენ ნაღვლის გამოყოფას, აღდგენენ ღვიძლის სტრუქტურას და ამავე დროს იცავენ მას ცხიმების დაგროვებისგან. ასევე ხელს უშლიან ანთებით პროცესებს ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში და ნაღვლის სადინარებში.
გულსისხლძარვთა სისტემის მკურნალობა. ზეთი აუმჯობესებს გულსისხლძარვთა სისტემის მუშაობას. გოგრის ზეთი მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით ამაგრებს და ელასტიურობას უბრუნებს სისხლძარღვებს, ასევე სისხლძარღვებს იცავს ანთებითი პროცესებისგან და თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ასევე სისხლში ამცირებენ მავნე ქოლესტერინის დონეს. საშუალებას არ აძლევენ სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზის განვითარებას. ანორმალიზებს არტერიულ წნევას. მაგნიუმი და კალიუმი რომელსაც შეიცავს გოგრის ზეთი ხელს უწყობს გულის სტაბილურ რითმულ მუშაობას. ასევე ხელს უწყობენ სისხლში ჰემოგლობინის ცილის სინთეზს. გოგრის ზეთის რეგულარული გამოყენება მოგცემთ ძლიერ ეფექტს, ისეთი დაავადებების პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით როგორიც არის: ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, ანემია, არითმია, გულის იშემიური დაავადებები, ინფაქტი და ინსულტი.
ქალის ორგანიზმი მოჰყავს ჰორმონალური ბალანსში. გოგრის ზეთმა დიდი ხანია წარმატება მოიპოვა გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში როგორიც არის: კოლპიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ენდოცერვიციტი, მკერდის დაავადებები, საკვერცხეების დაავადებები და ა. შ. იმის წყალობით, რომ დადებითად მოქმედებს ჰორმონალურ და ნერვიულ სისტემაზე იმის საშუალებას იძლევა, რომ შეამსუბუქოს წინა მენსტრუალური და კლიმაქსური პერიოდი. გარდა ამისა მასში შემავალი E, F, და B ჯგუფის ვიტამინები, ცინკი და ფიტოსტეროლები რომლებიც პასუხს აგებენ სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებაზე აუმჯობესებენ რეპროდუქციულ სისტემას. ზეთის რეგულრული გამოყენება ძალიან სასარგებლოა უშვილობის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. გარდა ამისა ზეთში შემავალი ცილები, ცხიმები, ფოსფოლიპიდები, ვიტამინები E, B6 და B9, მაგნიუმი, ცინკი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი და სხვა ნივთიერებები აუცილებელია ადამიანის ემბრიონის განვითარებისთვის და ბავშვის ორგანიზმის ფორმირებისთვის.
ანტი-ანთებითი, ანტი-ალერგიული, ბაქტერიოციდული და ჭრილობების შემხორცებელი თვისებების გამო მას ასევე იყენებენ პირის ღრუს და ყელის სამკურნალოდ. სასუნთი გზების და თვალების სამკურნალოდ. პროქტოლოგიური დაავდებების (ბუასილი, პროქტიტი და სხვა.) სამკურნალოდ. ასევე ეფექტურია თავის ტკივილების დროს, უძილობის, ნერვიული მოშლილობის და ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
გოგრის თესლის ზეთს ასევე წარმატებულად იყენებენ მედიცინაში. მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.
მკურნალობის მიზნით - 1 კაფსულა 2 - ჯერ დღეში სასურველია ჭამის დროს.
პროფილაქტიკის მიზნით - 1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში სასურველია ჭამის დროს.
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს უკუჩვენება თუ მიიღებთ გადაჭარბებულ დოზას.