ფლაკონში მოთავსებულია მიხაკის ყვავილის კვირტები. პროდუქტი არის მთელი სახით და მზად არის გამოსაყენებლად. მიხაკი მოგვეწოდება ინდოეთიან. არის კარგი ხარისხის რადგან გაიარა შრობის და დამუშავების ყველა საჭირო პროცედურა და მასში სრულად არის შენარჩუნებული ყველა სასარგებლო ნივთიერება.
მიხაკი შეიცავს მანგანუმს. მანგანუმი ასტიმულირებს მომნელებელი ფერმეტების პეპდიტების წარმოქმნას, რომლების მონაწილეობენ ნაწლავში ცილების გაწოვაში - ჰიდროლოზში. ასევე მანგანუმი ასტიმულირებს ცხიმების მეტაბოლიზმს და ამცირებს ნერვულ გაღიზიანებას.
მიხაკი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. იგი ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების ლეიკოციტების წარმოქმნას. ლეიკოციტები აქტიური ფაგოციტებია, რომლებიც ებრძვიან ორგანიზმში შეჭრილ ბაქტერიებსა და ვირუსებს.
მიხაკის თესლი შეიცავს ნივთიერება ეუგენოლს. ეუგენოლი ასტიმულირებს ტკივილის რეცეპტორებს და აყუჩებს ტკივილს. ეუგენოლი ასევე ასრულებს ინსულინის როლს და ამცირებს სისხლში გლუკოზის შეცველობას.
მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს და ბეტა-კაროტინს. ეს ორი ნივთიერება სძენს მას ანტიოქსიდანტურ თვისებებს.
უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, რეკომენდებულია ჭამის შემდეგ 1 კვირტის დაღეჭვა.
დაბალი წნევის დროს, რეკომენდებულია ნელა დაღეჭოთ რამდენიმე მიხაკის კვირტი.
ენერგიისა და მხნეობის ასამაღლებლად, რეკომენდებულია დილით დაღეჭოთ რამდენიმე მიხაკის კვირტი.
ანგინა და გაცივება. აიღეთ 5 ცალი მიხაკის კვირტი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე რძე, დააცადეთ გაგრილდეს და მიიღეთ პატარ-პატარა ყლუპებით.
ჭიების საწინააღმდეგო ნაყენი. აიღეთ 15 ცალი მიხაკის კვირტი, დაფქვით და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააცადეთ გაგრილდეს. მიღებული ნაყენი გაყავით 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მეორე დღეს დაამატეთ 3 კვირტი, ასე ამატეთ ყოველდღე 3 კვირტი სანამ არ ახვალთ 30 კვირტამდე. კურსის ხანგრძლივობა 2 კვირა.
არ გადააჭარბოთ მოთითებულ დოზებს. მიხაკის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
თუ იღებთ რამე სამკურნალო საშუალებებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება კონსულტაცია გაიარეთ თქვენ მკურნალ ექიმთან.
არ მიიღოთ მიხაკი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.