მცენარე მიხაკის ყვავილის ბუტკოები არის დაფქვილი, გაცრილი და მოთავსებულია კაფსულებში. ასეთი სახით მცენარის მიღება ორგანიზმს უადვილებს მის მონელებას და შეწოვას. კაფსულების სახით მისი მიღება გაცილებით პრაქტიკულია და ამავე დროს აღარ არის საჭირო მისი დოზირების განსაზღვრა ყოველ ჯერზე რადგან ყველა კაფსულა დოზირებულია.
მიხაკი შეიცავს მანგანუმს. მანგანუმი ასტიმულირებს მომნელებელი ფერმეტების პეპდიტების წარმოქმნას, რომლების მონაწილეობენ ნაწლავში ცილების გაწოვაში - ჰიდროლოზში. ასევე მანგანუმი ასტიმულირებს ცხიმების მეტაბოლიზმს და ამცირებს ნერვულ გაღიზიანებას.
მიხაკი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. იგი ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების ლეიკოციტების წარმოქმნას. ლეიკოციტები აქტიური ფაგოციტებია, რომლებიც ებრძვიან ორგანიზმში შეჭრილ ბაქტერიებსა და ვირუსებს.
მიხაკის თესლი შეიცავს ნივთიერება ეუგენოლს. ეუგენოლი ასტიმულირებს ტკივილის რეცეპტორებს და აყუჩებს ტკივილს. ეუგენოლი ასევე ასრულებს ინსულინის როლს და ამცირებს სისხლში გლუკოზის შეცველობას.
მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს და ბეტა-კაროტინს. ეს ორი ნივთიერება სძენს მას ანტიოქსიდანტურ თვისებებს.
მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის დროს, სასურველი მცირე წყალთან ერთად.
არ გადააჭარბოთ მოთითებულ დოზებს. მიხაკის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
თუ იღებთ რამე სამკურნალო საშუალებებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება კონსულტაცია გაიარეთ თქვენ მკურნალ ექიმთან.
არ მიიღოთ მიხაკი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.