კოჭა მიეკუთვნება ბალახისებრთა ოჯახს. ის არის ტროპიკული მრავალწლიანი მცენარე. ჯანჯაფილი ჰგავს ლერწამს. მისი ღეროს სიმაღლე აღწევს 2 მეტრს. მისი ყვავილების ფორმა ორქიდეას მოგვაგონებს, ხოლო მათი ფერი შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი. მისი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია ჩინეთი, ნიგერია და ინდოეთი. კოჭა არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო სუნელი. მას ამზადებენ კოჭას ფესვებისგან. ზევით სურათზე კარგად ჩანს მისი სქელი ფესვები. ფესვებს კარგად რეცხავენ ახმობენ და ფქვავენ. ჯანჯაფილის ფესვებს ნედლი სახითაც იყენებენ. მას თავისი უნიკალური გემოს გამო იყენებენ როგორც კულინარიაში ასევე სამკურნალოდ.
100 გრამი შეიცავს 335 კილოკალორიას
ვიტამინები: ბეტა-კაროტინი, A, B1, B2, B5, B6, C, K, ხოლინი
მინერალები: ცინკი, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი.
ასევე მის შემადგენლობაში შედის:ზინგერონი (zingerone), შოაგოლი (shogaols), ჯინჯეროლი (gingerols) ეს არის ის ნივთიერებები რომელთა გამოც კოჭა არის უნიკალური მცენარე.
კოჭას როგორც ნედლი ასევე დაფქული სახით იყენებენ გაცივების საწინააღმდეგოდ. მას აქვს ძლიერი ანტი ბაქტერიული მოქმედება. ნაწლავური ინფექციების და მოწამვლის დროს არის ძალიან ეფექტური საშუალება. ჩინელი ექიმები დიდი ხანია იყენებენ მას მედიცინაში და პაციენტებს ურჩევენ მის გამოყენებას ნიორთან ერთად, რადგან ისინი აძლიერებენ ერთმანეთის სამკურნალო ზემოქმედებას ორგანიზმზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენების დროს სისხლში იკლებს ქოლესტერინის დონე. ასევე საცდელ ცხოველებზე დაკვირვების დროს აღმოჩნდა, რომ ანთებითი პროცესების დროს როგორიც არის ფილტვების ანთება კოჭას მიღების დროს ანთებითი პროცესები ქრებოდა.
ჯანჯაფილი თავისი მწარე გემოს დახმარებით ორგანიზმს ეხმარება საჭმლის მონელებაში. ის ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას. ასევე ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მამაკაცებში ამაღლებს პოტენციას. ხელს უწყობს სასქესო ორგანოებში სისხლის მიწოდებას. აახლებს ძალებს. ქალებს ეხმარება მენსტრუალური და კლიმაქსური პრობლემების რეგულირებაში. ასევე ის ხელს უშლის სწორ ნაწლავში და საერთოდ ნაწლავებში სიმსივნის წარმოქმნას. ვინც თავის რაციონში სისტემატურად ხმარობს ჯანჯაფილს, ის დაცულია ნაწლავური სიმსივნეებისგან. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. ხელს უშლის და ანელებს ორგანიზმში დაბერების პროცის განვითარებას.
კოჭა ამ ბოლო დროს გახდა ძალიან პოპულარული გასახდომი საშუალება. რა არის ამის მიზეზი? იმბირი ახდენს როგორც ავღნიშნეთ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე დადებით ზემოქმედებას. კოჭა კუჭში მოხვედრის შემდეგ აუმჯობესებს მის სეკრეციას, აჩქარებს გაცვლით პროცესებს და ნორმაში მოჰყავს მონელების პროცესი. კარგად მომუშავე მონელების სისტემა, სწორედ ეს არის ლამაზი და მოხდენილი ფიგურის საიდუმლო. რადგან ყველა ნივთიერება რომელიც ვერ ასწრებს გადამუშავებას დღის განმავლობაში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო, იმის ნაცვლად, რომ ენერგიად გადაიქცნენ რჩებიან ორგანიზმში ცხიმის სახით.
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 1 - ჯერ ჭამის დროს.
არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის დროს.
თუ იღებთ რომელიმე სამკურნალო პრეპარატს კარგი იქნება თუ კონსულტაციას გაივლით ექიმთან.