კოჭა მიეკუთვნება ბალახისებრთა ოჯახს. ის არის ტროპიკული მრავალწლიანი მცენარე. ჯანჯაფილი ჰგავს ლერწამს. მისი ღეროს სიმაღლე აღწევს 2 მეტრს. მისი ყვავილების ფორმა ორქიდეას მოგვაგონებს, ხოლო მათი ფერი შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი. მისი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია ჩინეთი, ნიგერია და ინდოეთი. კოჭა არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო სუნელი. მას ამზადებენ კოჭას ფესვებისგან. ზევით სურათზე კარგად ჩანს მისი სქელი ფესვები. ფესვებს კარგად რეცხავენ ახმობენ და ფქვავენ. ჯანჯაფილის ფესვებს ნედლი სახითაც იყენებენ. მას თავისი უნიკალური გემოს გამო იყენებენ როგორც კულინარიაში ასევე სამკურნალოდ.
100 გრამი ჯანჯაფილი შეიცავს 335 კილოკალორიას
ვიტამინები: ბეტა-კაროტინი, A, B1, B2, B5, B6, C, K, ხოლინი
მინერალები: ცინკი, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი.
ზინგერონი (zingerone), შოაგოლი (shogaols), ჯინჯეროლი (gingerols) ეს არის ის ნივთიერებები რომელთა გამოც კოჭა არის უნიკალური მცენარე.
კოჭას როგორც ნედლი ასევე დაფქული სახით იყენებენ გაცივების საწინააღმდეგოდ. მას აქვს ძლიერი ანტი ბაქტერიული მოქმედება. ნაწლავური ინფექციების და მოწამვლის დროს არის ძალიან ეფექტური საშუალება. ჩინელი ექიმები დიდი ხანია იყენებენ მას მედიცინაში და პაციენტებს ურჩევენ მის გამოყენებას ნიორთან ერთად, რადგან ისინი აძლიერებენ ერთმანეთის სამკურნალო ზემოქმედებას ორგანიზმზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენების დროს სისხლში იკლებს ქოლესტერინის დონე. ასევე საცდელ ცხოველებზე დაკვირვების დროს აღმოჩნდა, რომ ანთებითი პროცესების დროს როგორიც არის ფილტვების ანთება კოჭას მიღების დროს ანთებითი პროცესები ქრებოდა.
ჯანჯაფილი თავისი მწარე გემოს დახმარებით ორგანიზმს ეხმარება საჭმლის მონელებაში. ის ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას. ასევე ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მამაკაცებში ამაღლებს პოტენციას. ხელს უწყობს სასქესო ორგანოებში სისხლის მიწოდებას. აახლებს ძალებს. ქალებს ეხმარება მენსტრუალური და კლიმაქსური პრობლემების რეგულირებაში. ასევე ის ხელს უშლის სწორ ნაწლავში და საერთოდ ნაწლავებში სიმსივნის წარმოქმნას. ვინც თავის რაციონში სისტემატურად ხმარობს ჯანჯაფილს, ის დაცულია ნაწლავური სიმსივნეებისგან. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. ხელს უშლის და ანელებს ორგანიზმში დაბერების პროცის განვითარებას.
იმბირი არის კოჭას რუსული დასახელება. იმბირი ამ ბოლო დროს გახდა ძალიან პოპულარული გასახდომი საშუალება. რა არის ამის მიზეზი? იმბირი ახდენს როგორც ავღნიშნეთ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე დადებით ზემოქმედებას. ჯანჯაფილი კუჭში მოხვედრის შემდეგ აუმჯობესებს მის სეკრეციას, აჩქარებს გაცვლით პროცესებს და ნორმაში მოჰყავს მონელების პროცესი. კარგად მომუშავე მონელების სისტემა, სწორედ ეს არის ლამაზი და მოხდენილი ფიგურის საიდუმლო. რადგან ყველა ნივთიერება რომელიც ვერ ასწრებს გადამუშავებას დღის განმავლობაში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო. იმის ნაცვლად, რომ ენერგიად გადაიქცნენ რჩებიან ორგანიზმში ცხიმის სახით.
გასახდომი ჩაის ძირითადი რეცეპტი. ავიღოთ 1 სუფრის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი და მოვათავსოთ ლიტრიან ქილაში (ბანკაში), დავასხათ 60 გრამი ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი თაფლი და დავასხათ მდუღარე წყალი. ერთი საათის შემდეგ ნაყენი მზად არის. თუ პირველად იყენებთ ჩაის გირჩევთ დაიწყოთ ნახევარი ჭიქის მიღებით. ხოლო უკვე შემდგომ შეგიძლიათ ამ ჩაის მიღება დღეში 2 ლიტრის.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. საჭმლის მონელების ფუნქციის მოშლის დროს, ღებინების შეგრძნების და ღებინების დროს, ფაღარათის, ქრონიკული ენტერიტის დროს და დიზბაქტერიოზის შემთხვევაში ჩინელები იღებენ 0.3 ან 0.5 გრამ ჯანჯაფილს დღეში 4 - ჯერ.
გაციების დროს. აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 40 წუთი ნელ ცეცხლზე დახურულ ემალირებულ ჭურჭელში. შემდეგ გაწურეთ, გემოვნებით დაამატეთ შაქარი, უბჯობესია თაფლი და სვით როგორც ჩაი. ეს ნაყენი კარგია გაცივების დროს.
გურმანებისთვის. გურმანებს ურჩევენ ყავაში დაამატონ ცოტა ჯანჯაფილი და ისე მოხარშონ. ასეთი სახით მოდუღებული ყავა მოგცემთ ენერგის და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.
არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის დროს.
არ არის რეკომენდებული ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების დროს.
არ გამოიყენოთ ნაწლავების ანთების დროს წყლულებისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.
ალერგიის და მაღალი ტემპერეტურის დროს.
გულის დაავადებების და ჰიპერტონიის დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.