კედარი არის წიწვოვანი გვარის წარმომადგენელი და არის მარადმწვანე მცენარე. კედარი ძირითადად იზრდება ზღვის დონიდან 1 300 – 3 600 მეტრზე. კედარი არის გიგანტური მცენარე მას სიმაღლეში შეუძლია მიაღწიოს 60 მეტრს. ხოლო დიამეტრმა 3 მეტრს. ამავე დროს მისი სიცოცხლის ხანგრძლივოვა აღწევს 3 000 წელს. მისი ფორმა შეიძლება იყოს როგორც გაშლილი ანუ პირამიდის ფორმის, ან ქოლგისებური. მას აქვს მუქი ნაცრისფერი და დაბზარული ქერქი. ფესვები უვითარდება მიწის ზედაპირზე რის გამოც ის წინააღმდეგობას ვერ უწევს ძლიერ ქარებს.
კედრის წიწვები არის შეკრული ჯგუფებად 3 – 4 წიწვი ერთად ან ცალკე მზარდი 1 წიწვი. წიწვები ტოტებზე განლაგებულია ჯგუფებად რომელთა რაოდენობაც შეადგენს 30 – 40 ცალს. მისი წიწვები არის უხეში და ეკლიანი. მათი ფერი არის მომწვანო – მოლურჯო ან მუქი მოვერცხლისფრო. წიწვის სიცოცხლის ხანგრძლივობა მერყეობს 3 – 6 წლამდე.
კედარი ყვავის შემოდგომაზე. მას გამოაქვს როგორც დედალი ასევე მამალი გირჩები. დედალი ქირჩის სიგრძე მერყეობს 5 – 10 სმ, სიგანე 4 – 6 სმ. გირჩები ფორმით მოგაგონებთ კონუსს ან კვერცხს. გირჩი სიმწიფეს აღწევს 2 – 3 წელს. შემდეგ კი გიჩში არსებული კაკლები იბნევა. კედრის კაკლის სიგრძე არის 12 – 18 მმ.
კედრის ზეთი მიიღება გირჩის კაკლებიდან ზეთის გამოწურვით.
100 გრამი ზეთი შეიცავს 895 კილოკალორიას
შეიცავს – ომეგა 3, 6 და 9
ვიტამინები A, B1, B2, B3, E, K.
მაკრო და მიკრო ელემენტები ბორი, რკინა, ნიკელი, ფოსფორი, იოდი, სპილენძი, ცინკი, მარგანეცი, კალიუმი, მაგნიუმი.
ასევე შეიცავს 19 ამინომჟავას ამინომჟავები: ტრიპტოფანი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი, ლიზინი, მეთიონინი, გლუტამინი, ჰისტიდინი, პროლინი, სერინი, ტრეონინი, ალანინი, ასპარაგინი, ფენილალანინი, ცისტინი, ცისტეინი, არგინინი, თიროზინი.
უნდა აღინიშნოს, რომ კედრის ზეთს ბუნებაში ანალოგი არ მოეძებნება. ის განსაკუთრებულია იმით, რომ შეიცავს ყველა სამკურნალო და საპროფილაქტიკო ნივთიერებას რომლებსაც შეიცავენ ყველა სხვა სამკურნალო ბუნებრივი ზეთები ერთად აღებული.
კედრის ზეთს აქვს სხვადასხვა სამკურნალო თვისება, ამავე დროს ის კარგად შეთვისებადია. მისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით მას იყენებენ მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ზეთით შესაძლებელია ნებისმიერი მცენარეული ზეთის შეცვლა, ხოლო ამ ზეთის სხვა ზეთით შეცვლა შეუძლებელია.
E ვიტამინი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კედრის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს. მეცნიერები კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ E ვიტამინი ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზენმოქმედებისგან. რაც ორგანიზმს იცავს ონკოლოგიური წარმონაქმნბების განვითარებისგან. ასევე მისი გამოყენება დადებითად აისახება ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე.
იმუნური სისტემა. ზეთი შეიძლება აქტიურად გამოიყენოთ იმუნოდეფიციტის დროს. მისი სისტემატიური გამოყენება გააძლიერებს ორგანიზმს მთლიანობაში, აღადგენს ორგანიზმის ენერგეტიკულ ტონუსს. აგიმაღლებთ როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ შრომისუნარიანობას. გარდა ამისა ზეთი მოგიხსნით დაღლილობის სინდრომს და დაგეხმარებათ უძილობისა და თავის ტკივილების დამარცხებაში.
სისხლი და გულ–სისხლძარღვთა სისტემა. ზეთში შემავალი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყალობით, ათხელებს სისხლს, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. ხელს უშლის თრომბების და ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას სისხლში. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. მისი სისტემატუირი გამოყენება სასარგებლოა სტენოკარდიის, ათეროსკლეროზის, ვარიკოზის, სისხლნაკლებობის, ინფარქტის და ინსულტის მკურნალობა პროფილაქტიკისთვის.
ორგანიზმის გაწმენდა. კედარის ზეთს ასევე შეუძლია ორგანიზმიდან გამოიყვანოს ტოქსინები, მძიმე ლითონის მარილები, რადიონუკლიდები და ა. შ. ამიტომ კედარის ზეთის მიღება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ეკოლოგიურად დაბინძურებულ ადგილებში.
კუჭ–ნაწლავი და ღვიძლი. კედრის ზეთს ნორმაში მოჰყავს კუჭის სიმჟავე და გამოიყენება კუჭის წყლულის დაავადების დროს. ასევე მას ეფექტურად იყენებენ ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს. ასევე ის აღდგენს ღვიძლის ფუნქციას.
ზეთი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება, პოლიართრიტის, პოდაგრის, რევმატიზმის და რაქიტის შემთხვევაში.
კაკლის ზეთს ასევე აქვს ჭრილობების შეხორცების და ბაქტერიოციდული უნიკალური თვისება, რის გამოც მისი გამოყენება შეიძლება დაზიანებული კანის სამკურნალოდ მაგალითად: ფსორიაზის, ნეიროდერმიტის, ეგზემის, დიათეზის, სებორეის, ტროფიკული წყლულის და ა. შ.
1 კაფსულა 2 - ჯერ დღეში ჭამის დროს. პროფილაქტიკის თვის შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 1 კაფსულა.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.