სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კედრის კაკლის ზეთი ცივი გამოწურვის
კედრის კაკლის ზეთი ცივი გამოწურვის
ბოთლში არის 100 მილილიტრი
1 – 49.00 ლარი
2 – 94.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ვადა და შენახვის ინსტრუქცია.

კედრის კაკლის ზეთი

კედრის კაკლის ზეთი დამზადებულია საქართველოში. ზეთი არის ცივად დაწურული და არის არარაფინირებული და გაუფილტრავი. ამიტომ შეიძლება აღინიშნოს ნალექი. ამ მეთოდის წყალობით ზეთს უნარჩუნდება ყველა სასარგებლო ნივთიერება რომელიც საჭიროა ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად. კედრის კაკალი არის მდიდარი ქიმიურ შემადგენლობის მქონე უნიკალური ნაყოფი რის შედეგადაც ორგანიზმზე ახდენს გამომაჯანსაღებელ მოქმედებას.

კედრის კაკლის ზეთის ფარმაკოლოგიური თვისებები

უნდა აღინიშნოს, რომ კედრის ზეთს ბუნებაში ანალოგი არ მოეძებნება. ის განსაკუთრებულია იმით, რომ შეიცავს ყველა სამკურნალო და საპროფილაქტიკო ნივთიერებას რომლებსაც შეიცავენ ყველა სხვა სამკურნალო ბუნებრივი ზეთები ერთად აღებული.

კედრის ზეთს აქვს სხვადასხვა სამკურნალო თვისება, ამავე დროს ის კარგად შეთვისებადია. მისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით მას იყენებენ მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ზეთით შესაძლებელია ნებისმიერი მცენარეული ზეთის შეცვლა, ხოლო ამ ზეთის სხვა ზეთით შეცვლა შეუძლებელია.

E ვიტამინი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კედრის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს. მეცნიერები კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ E ვიტამინი ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზენმოქმედებისგან. რაც ორგანიზმს იცავს ონკოლოგიური წარმონაქმნბების განვითარებისგან. ასევე მისი გამოყენება დადებითად აისახება ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე.

იმუნური სისტემა. ზეთი შეიძლება აქტიურად გამოიყენოთ იმუნოდეფიციტის დროს. მისი სისტემატიური გამოყენება გააძლიერებს ორგანიზმს მთლიანობაში, აღადგენს ორგანიზმის ენერგეტიკულ ტონუსს. აგიმაღლებთ როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ შრომისუნარიანობას. გარდა ამისა ზეთი მოგიხსნით დაღლილობის სინდრომს და დაგეხმარებათ უძილობისა და თავის ტკივილების დამარცხებაში.

სისხლი და გულ–სისხლძარღვთა სისტემა. ზეთში შემავალი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყალობით, ათხელებს სისხლს, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. ხელს უშლის თრომბების და ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას სისხლში. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. მისი სისტემატუირი გამოყენება სასარგებლოა სტენოკარდიის, ათეროსკლეროზის, ვარიკოზის, სისხლნაკლებობის, ინფარქტის და ინსულტის მკურნალობა პროფილაქტიკისთვის.

ორგანიზმის გაწმენდა. კედარის ზეთს ასევე შეუძლია ორგანიზმიდან გამოიყვანოს ტოქსინები, მძიმე ლითონის მარილები, რადიონუკლიდები და ა. შ. ამიტომ კედარის ზეთის მიღება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ეკოლოგიურად დაბინძურებულ ადგილებში.

კუჭ–ნაწლავი და ღვიძლი. კედრის ზეთს ნორმაში მოჰყავს კუჭის სიმჟავე და გამოიყენება კუჭის წყლულის დაავადების დროს. ასევე მას ეფექტურად იყენებენ ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს. ასევე ის აღდგენს ღვიძლის ფუნქციას.

ზეთი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება, პოლიართრიტის, პოდაგრის, რევმატიზმის და რაქიტის შემთხვევაში.

კედრის კაკლის ზეთს ასევე აქვს ჭრილობების შეხორცების და ბაქტერიოციდული უნიკალური თვისება, რის გამოც მისი გამოყენება შეიძლება დაზიანებული კანის სამკურნალოდ მაგალითად: ფსორიაზის, ნეიროდერმიტის, ეგზემის, დიათეზის, სებორეის, ტროფიკული წყლულის და ა. შ.

ზეთის გამოყენების ინსტრუქცია

მიიღეთ დღეში 1 ჩაის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.