ლამინარია არის წყალმცენარე, ის იზრდება წყნარ და ატლანტის ოკეანეებში, კლდოვან და ქვიან ადგილებში, რადგან მას აქვს ფესვები რომლებითაც ის ეჭიდება კლდოვან ზედაპირებს. მისი სიმაღლე აღწევს 12 მეტრს და ცოცხლობს 4 წელი. მისი ფორმა არის ლენტის მსგავსი როგორც ამას ხედავთ სურათზე. მისი ფოთლების სიგრძე აღწევს როგორც ავღნიშნეთ 12 მეტრს ხოლო სიგანე 15 – 30 სმ. რატომ უწოდებენ ამ მცენარეს ზღვის კომბოსტოს კონკრეტულად არავინ იცის, არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი შეარქვეს კომბოსტოსთან რაღაცით ვიზუალური მსგავსების გამო.
ლამინარია შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. არსებობს ზღვის კომბოსტოს მრავალი სახეობა რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფერით. მაგალითად: – ღია მწვანე, მუქი მწვანე, მოშავო მომწვანო და ა. შ. ყველა ჯიშის ლამინარია დაფარულია მარილით, ამიტომ ის გემოთი მლაშეა.
100 გრამი ლამინარია შეიცავს 24,9 კკალ
ვიტამინები: A, B1, B2, B6, B9, C, PP, ბეტა–კაროტინი.
მიკრო და მაკრო ელემენტები: რკინა, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი, იოდი, ფოსფორი, ცინკი, მარგანეცი, ნიკელი, კობალტი.
ძირითადი მოქმედი ნივთიერება ლამინარიაში არის იოდი. მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების განკურნება. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს რისი მეშვეობითაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
ლამინარიას სასარგებლო თვისებებს განაპირობებს მისი მდიდარი ნივთიერებების კრებული რომლებსაც ის შეიცავს.
წონაში დაკლება. მშრალი ლამინარია შეიძლება გამოიყენოთ გახდომის მიზნით. მაგალითად ის ძალიან ეფექტურია ცელულიტის გასაქრობად და კანქვეშა ცხიმის მოსაშორებლად. ამ მიზნით მისგან შეიძლება დაამზადოთ სკრაბები ტანისთვის.
კუჭ–ნაწლავი. მშრალი ლამინარია შეიცავს უხსნად ცელულოზას, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრის შემდეგ ჯირჯვდება და ფართივდება, შედეგად კუჭში იკავებს ცარიელ ადგილს რაც ქმნის მაძღრობის შეგრძნებას. ამ თვისების გამო ის ეხმარება ადამიანს მიიღოს ნაკლები საკვები და კალორიები.
უხსნადი ცელულოზა კი ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ აწვება საჭმლის ნარჩენებს და გარეთ გამოდევნის, რის შედეგადაც ნაწლავები იწმინდება შლაკებისა და ფეკალური ქვებისგან. ასევე ლამინარიაში შემავალ ნივთიერებებს ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი და ასტიმულირებენ კუჭ–ნაწლავის მოტორიკას. რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას და მისით გამოწვეული ჭარბი წონის კლებას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ასევე შექმნილია პრეპარატები ლამინარიის შემცველობით რომლებიც გამოიყენება შინაგანი სისხლ დენის შესაჩერებლად. ასევე ალგინის მჟავა ქმნის სპეციალურ დამცავ აპკს წყლულის ზედაპირზე რაც იცავს ჭრილობას ინფექციის შეჭრისა და გაღიზიანებისგან, რაც ხელს უწყობს მის შეხორცებას.
ფარისებრი ჯირკვალი. ლამინარიაში შემავალი იოდი ეფექტურია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს თუ ის გამოწვეულია იოდის უკმარისობით. იოდი არეგულირებს საკვერცხეების ფუნქციონირებას და მენსტრუალურ ციკლს. ასევე აუმჯობესებს კალციუმისა და რკინის შეთვისების პროცესს, ააქტიურებს მთელ რიგ ფერმენტებს. ასევე არის მონაცემები, რომ ლამინარიაში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებენ სისხლის მოძრაობას სისხლძარღვებში და ამცირებენ არტერიულ წნევას.
ონკოლოგია. ლამინარიაში შემავალ ნივთიერებას პოლისაქარიდებს აქვთ გამოხატული ანტი სიმსივნური მოქმედება. პოლისაქარიდები იცავენ ორგანიზმს ( სარძევე ჯირკვალს, საშვილოსნოს, ღვიძლს, ფარისებრი ჯირკვალს და ა. შ. ) რადიონუკლიდებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკისთვის ასევე სიმსივნის სამკურნალოდ. მაგალითად არსებობს პირდაპირი კავშირი ლამინარიის საკვებში გამოყენებასა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის არ გაჩენას შორის. ეს დაკვირვება აწარმოვეს იაპონელმა ექიმებმა და მეცნიერებმა წლების განმავლობაში.
მძიმე მეტალები. ლამინარიაში შემავალი ალგინის მჟავის წყალობით მას შეუძლია ორგანიძმიდან გამოიყვანოს ისეთი მძიმე მეტალები როგორიც არის ტყვია, სტრონციუმი, ბარიუმი და ა. შ. ისეთი ადგილებიდან როგორიც არის ადამიანის ძვლოვანი სტრუქტურა ანუ ჩონჩხი.
ჭრილობები და დამწვრობები. ის ეფექტური საშუალებაა კანის დამწვრობების, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების და ნაწოლების შესახორცებლად. ის ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.
თვალები. საკვებში მისი გამოყენების დროს როდესაც მიმდინარეობს თვალის ანთებითი დაავადებები მატულობს თვალის მგრძნობელობა შუქის მიმართ. ანუ ნაწილობრივ უმჯობესდება მხედველობა.
ლამინარიას ასევე დიდი წარმატებით იყენებებ კოსმეტოლოგიაშიც. მისი მშრალი ფხნილისაგან ამზადებენ სახის ნიღბებს როგორც მშრალი ასევე ცხიმიანი კანისთვის. სპეციალური პროცედურების ჩატარების შედეგად ორგანიზმიდან გამოჰყავთ ზედმეთი სითხე. ასევე რბილდება კანი და უბრუნდება ელასტიურობა. ასევე ის ეფექტურად გამოიყენება ცელულიტებთან საბრძოლველად. ამისთვის ამზადებენ კანზე წასასმელ სპეციალურ საცხებს.
პროდუქტის ინდივიდუალური გადაუტანლობა. ასევე იოდზე ალერგიის შემთცვევაში.
ბუასილის, ტუბერკულოზის, ფურუნკულიოზის, ჭინჭრის ციების, ჰიპერთირეოზის და ორსულობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.