ლამინარია - წარმოადგენს უძველეს დიეტურ საკვებ პროდუქტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის იოდი.
ლამინარიის რეგულარული მიღება, აღადგენს იოდის დეფიციტს ორგანიზმში და ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
ზღვის კომბოსტო წარმოადენს ნატურალურ იოდის წყაროს, რომელიც ბუნებრივი გზით ავსებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელ ფუნქციონირებას და აღადგენს ორგანიზმის ფიზიკურ და ფსიქიკურ აქტივობას.
ლამინარია - იგივე "უკვდავების წამალი" იაპონიაში მცხოვრებ ხალხს შორის ყველაზე პოპულარული პროდუქტია - მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით, ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის მთელ სტრუქტურაზე.
ლამინარია - ბუნების მიერ შექმნილი, იდიალურად დაბალანსებული ზღვის პროდუქტია, რომელიც იოდის გარდა შეიცავს:
მანიტოლი (20-25%), ალგინმჟავა და მისი მარილები (21%), ლამინარიის პოლისაქარიდი (21%მდე), ცილოვანი ნივთიერებები (9%), L- ფრუქტოზა (4%), ვიტამინები: A, B1, B2, B12, C, Д, E, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავა
40 მიკრო და მაკროელემენტი ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი ფორმით: ბრომი, მარგანეცი, კობალტი, თუთია, მაგნიუმი, რკინა, კალიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, აზოტი და სხვა.
რატომაა იოდი საჭირო ორგანიზმისთვის?
იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემნტს წარმოადგენს. მის გარეშე შეუძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება. იოდი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძირითადი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს:
ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ორგანიზმის ენერგეტიკული ცვლებების დარეგულირებაში.
ყველა ორგანოებისა და სისტემის განვითარებაში - იოდი არეგულირებს თავის ტვინის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, რეპროდუქციული და სარძევე ჯირკვლების ფუნქციონირებას.
პატარებში ხელს უწყობს სიმაღლის ზრდა–განვითარებას, ხოლო სკოლის ასაკში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების ჩამოყალიბებას.
პატარებში 14 წელზე ზევით და დიდებისთვის 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა 2-3 თვე, მიღება შეიძლება განმეორდეს წელიწადში 3-4 ჯერ. დასაშვებია ასევე მუდმივი გამოყენებაც.
პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს, ფეხმძიმობის, ლაქტაციის, 14 წლამდე ბავშვებისთვის. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის (ფარისებრი ჯირკვლის დაავადების შემთხვევაში, მიმართეთ ენდოკრინოლოგს).