სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ლამინარია კაფსულებში
ლამინარია კაფსულებში
ფლაკონში არის 120 კაფსულა / 1 კაფსულა 500 მილიგრამი

საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ლამინარია კაფსულებში

ლამინარია კაფსულებში მრავალი ადამიანისთვის არის პრაქტიკული პროდუქტი, რადგან მცენარის პირდაპირი სახით მიღება ბევრი ადამიანისთვის არ არის სასიამოვნო პროცესი. ზღვის კომბოსტო არის რუსული წარმოების და საქართველოში ხდება მისი დაფასოვება. პროდუქტი არის მაღალი ხარისხის და შეიცავს ყველა სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებას.

ლამინარიის ფარმაკოლოგიური თვისებები

ზღვის კომბოსტო წარმოადენს ნატურალური იოდის წყაროს, რომელიც ბუნებრივი გზით ავსებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელ ფუნქციონირებას და აღადგენს ორგანიზმის ფიზიკურ და ფსიქიკურ აქტივობას.

იოდი წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემნტს. მის გარეშე შეუძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება. იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძირითადი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ორგანიზმის ენერგეტიკული ცვლებების დარეგულირებაში.

მონაწილეობს ყველა ორგანოსა და სისტემის განვითარებაში. იოდი არეგულირებს თავის ტვინის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, რეპროდუქციული და სარძევე ჯირკვლების ფუნქციონირებას.

პატარებში ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდა–განვითარებას, ხოლო სკოლის ასაკში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების ჩამოყალიბებას.

ლამინარიის რეგულარული მიღება აღადგენს იოდის დეფიციტს ორგანიზმში და ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

მიღების წესი

მიიღეთ 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა 2-3 თვე. მიღება შეიძლება განმეორდეს წელიწადში 3-4 ჯერ.  დასაშვებია ასევე მუდმივი გამოყენებაც.

გაფრთხილება

პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს

.

ასევე 18 წლამდე ბავშვებისთვის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.