სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კოსმეტიკური ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ნატურალური ზეთი
ფლაკონში არის 237 მილილიტრი
1 – 55.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ქოქოსის ხის აღწერა

ქოქოსის პალმა არის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარე დედამიწაზე.

სამშობლო – მალაიზია.
ოჯახი – პალმისებრთა. ქოქოსისებრთა გვარის წარმომადგენელი, ის არის ერთადერთი წარმომადგენელი თავისი გვარიდან.
სიმაღლე – ტროპიკებში აღწევს 30 მეტრს. ჩვენ პირობებში იზრდება 6 მეტრამდე.
ფოთოლი – აქვს საკმაოდ დიდი და მწვანე ფოთლები.
ნაყოფი – საკმაოდ დიდი ზომის არის. მისი ფორმები შეიძლება იყოს ოვალური და მომრგვალო. სიგრძე 15–30 სანტიმეტრი. წონა 2.5 კილოგრამი
გამრავლება – ხდება ნაყოფით.

ქოქოსის ზეთის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი გოგრის ზეთი შეიცავს 899 კილოკალორიას

ვიტამინები A, C და E.

ნივთიერებები: კალციუმი და ფოსფორი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქოქოსის ზეთის 90% შედგება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისაგან (პგცმ). ისინი ითვლება ორგანიზმისთვის შეუცვლელ ნივთიერებებად. რადგან პოლიუჯერი ცხიმები არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში. ჩვენ გამუდმებით ვსაჭიროებთ მათი მარაგის შევსებას გარედან.

ქოქოსის ზეთის კოსმეტიკური თვისებები

კოსმეტოლოგიას საფუძვლად უდევს სხვადასხვა ზეთების გამოყენება, მათ შორის ერთერთ საუკეთესო ზეთად ითვლება ქოქოსის ზეთი. ქოქოსის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში იმდენად უსაზღვროა, რომ ის გამოიყენება სხეულის ნებისმიერი ადგილისთვის. თმისთვის, ხელებისთვის, ფეხებისთვის, სახისთვის და მთლიანად ტანისთვის. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები, ამ ზეთს ხდიან უნიკალურს. ასეთი შემადგენლობის წყალობით ის სათუთად კვებავს და ზრუნავს თმებზე და კანზე.

კანი: სახის და ტანის. ქოქოსის ზეთის სისტემატიური გამოყენებით კანი ინარჩუნებს ტენიანობას და ამავე დროს მას არ ხდის ცხიმიანს. შედეგად: – კანი ხდება ელასტიური, გლუვი და უბრუნდება ჯანსაღი ფერი. სწორედ ამიტომ მას ახალგაზრდული ასაკიდან უნდა იყენებდნენ სახის ნიღბებში.

ქოქოსის ზეთი შეიცავს ბუნებრივ მზისგან დამცავ ფილტრს. ამიტომ თუ აპირებთ დიდი ხანი დაჰყოთ მზეზე კარგი იქნება თუ წაისვავთ ზეთს სახეზე, რადგან ის დაიცავს თქვენი სახის კანს დამწვრობისაგან. ამისგამო მას იყენებენ რუჯისთვის.

თმები. დამატენიანებელი თვისების მქონე ქოქოსის ზეთი პრობლემური თმების მქონე ქალებმა უკვე დააფასეს. ზეთი საკეთესო საშუალებაა მშრალი, მტვრევადი და უსიცოცხლო თმებისთვის. მისი გამოყენება თმის მოვლაში ბლოკავს ისეთი ნივთიერების დაკარგვას როგორიც არის პროტეინი. ზეთი ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში რის შედეგადაც ის შიგნიდან კვებავს და ატენიანებს თმებს. შედეგად: – თმები ხდება მბზინავი, რბილი ძლიერი და მოცულობითი.

ვიტამინების, მაკრო და მიკრო ელემენტების წყალობით რომლებითაც მდიდარია ეს ზეთი, ის კვებავს მათ აჯანსაღებს და იცავს მათ ცვენისა და გამოშრობისაგან.

ქოქოსის ზეთის გამოყენება

ზეთი უნდა შეერიოს უკვე მზა კოსმეტიკურ საშუალებებს. მისი კონცენტრაცია უნდა იყოს 10 – 20%. პირდაპირ მისი წასმა კანზე არ შეიძლება რადგან ის წარმოქმნის თხელ ფენას რომელიც ეკვრის კანს და კეტავს ფორებს.

გაფრთხილება

უკუჩვენება გამოვლენილი არ არის.

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქცია.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.